კითხვა:
დღესასწაულის გამო ქაფირებზე მილოცვის შესახებ რას გვეტყვით?
პასუხი:
დიდება ალლაჰს!
შობის ან სხვა დღესასწაულების ქაფირებზე მილოცვა სწავლულთა სრული თანხმობით ჰარამია. იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) “მუსლიმთა მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმების შესახებ დადგენილებები” სახელობის ნაშრომში ასე ამბობს:
“იმ დღესასწაულების მილოცვა, რომლებიც ქუფრის სიმბოლოებს შეიცავს სწავლულთა სრული თანხმობით ჰარამია.
მაგალითად: ქაფირების დღესასწაულის მისალოცად: ‘გილოცავთ’, ‘დალოცვილი ყოფილიყავით’ ან ‘მრავალს დაესწარით’ და მსგავსის თქმა.
ამის მთქმელი კაცი ქუფრს გადაურჩება, მაგრამ მის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ჰარამია. ამგვარი საქციელი; ქაფირის ჯვარზე თაყვანისცემის სიხარულით მილოცვის ტოლფასია. უფრო მეტიც ამგვარი საქმე ალლაჰის წინაშე ღვინის მსმელის, კაცის მკვლელის და მრუშის დალოცვაზე უფრო დიდი ცოდვაა. ბევრი ვინმე, ვინც რჯულს არად თვლის ამ გვარ შეცდომებში ცვივდებიან და დაუფიქრებლად აკეთებენ ამას. ვინც კაცს ცოდვის ჩადენის, ბიდათის ან ქუფრის გამო დალოცავს უეჭველად ის ალლაჰის სასჯელს და რისხვას დაიმსახურებს.”
იბნი ყაიიმ ალ-ჯევზიის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) მიერ რელიგიური დღესასწაულების ჰარამად ასეთ სტატუსში მოხსენების მიზეზი იქედან მომდინარეობს, რომ ამგვარ საქციელში ქაფირთა მცდარი საქციელის მისაღებდა და დასათანხმებლად მიჩნევაა. ამ ქუფრზე თვითონ, რომც არ გამოხატოს კმაყოფილება, ერთი რომელიმე მუსლიმანის ქაფირების სიმბოლოებზე კმაყოფილების გამოხატვა ჰარამია. რადგან ალლაჰი ამ საქციელით არასდროს არ იქნება კმაყოფილი.
უზენაესი ალლაჰი ამ თემაზე ასე ბრძანებს:
إِن تَكْفُرُوا فَإِنَّ اللَّهَ غَنِيٌّ عَنكُمْ ۖ وَلَا يَرْضَىٰ لِعِبَادِهِ الْكُفْرَ ۖ وَإِن تَشْكُرُوا يَرْضَهُ لَكُمْ
“(ჰოი ადამიანებო!) თუ ურწმუნოებას იქმთ (თქვენი უფლისას, მას არ ირწმუნებთ და მის შუამავალს არ მიჰყვებით), ჭეშმარიტად ალლაჰი უთქვენოდაც მდიდარია (ის თქვენგან დამოუკიდებელია, თქვენ მას არ ჭირდებით; მაგრამ თქვენ მასზე ხართ დამოკიდებულნი, თქვენ ის გჭირდებათ) და არაა იგი კმაყოფილი თავისი მსახურთა ურწმუნოობით. თუ კი მდალობას აღავლენთ (თქვენზე ბოძებული სარჩოსა და სიკეთეების გამო მაშინ) კმაყოფილი იქნება იგი თქვენგან”[1]
უზენაესი ალლაჰი კიდე ასე ბრძანებს:
الْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ وَأَتْمَمْتُ عَلَيْكُمْ نِعْمَتِي وَرَضِيتُ لَكُمُ الْإِسْلَامَ دِينًا
“დღეს უნაკლოდ სრულვყავი თქვენი რჯული, და (წარმართობის სიბნელიდან ისლამის ნათელზე ზიარებით) დავასრულე თქვენზე ჩმეი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი.”[2]
თუნდ თანამშრომელი იყოს და თუნდ სხვა ვინმე, თავიანთი დღესასწაულების გამო ქაფირის დალოცვა ჰარამია.
ქაფირებმა მათი დღესასწაულები რომც მოგვილოცონ ჩვენ მათ პასუხიც არ უნდა გავცეთ. რადგან ეს დღესასწაულები ჩვენი დღესასწაულები არ არის. ეს დღესასწაულები, ის დღესასწაულები არ არის, რომლებზეც ალლაჰი კმაყოფილია. ეს დღესასწაულები მათ რჯულში ან შემდგომ გამოგონილი (ბიდათი) დღესასწაულებია, ან დასაწყისში დასაშვები, მაგრამ შემდგომ, როდესაც ალლაჰმა მუჰამმედ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მთელ კაცობრიობას გამოუგზავნა ამის შემდეგ გაუქმებული დღესასწაულებია.
უზენაესი ალლაჰი მათ შესახებ ასე ბრძანებს:
وَمَن يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَن يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِين
“და ვინც ეძიოს ისლამის გარდა სხვა რჯული, არ მიიღება მისგან და ის განკითხვის დღეს წაგებულთაგან იქნება.”[3]
მუსლიამისთვის ჰარამია ასევე ამ მიზნით მათ მიპატიჯებაზე დასწრებაც. რადგან მათ მიპატიჟებაზე წასვლა ამ დღესასწაულის მათთან ერთად აღნიშვნას მოითხოვს, რაც დღესასწაულის მილოცვაზე უფრო დიდი ცოდვაა.
იგივენაირად მუსლიმებისთვის ჰარამი იქნება, თუ ისინი ამ მიზნით მათ დაემსგავსებიან, სამზადისში შევლენ, საჩუქრებს აჩუქებენ, საჭმელებს გააკეთებენ, მოიპატიჟებენ ან საკუთარ საქმეს მოწყდებიან.
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს:
(( مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ.)) [ رواه أبو داود وأحمد ]
“ვინც, რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის მათგანაა.”[4] (ვინც, მათ მსგავსად ჩაიცვას, მათი გზით იაროს და მათი მსგავსი საქმეები აკეთოს, ცოდვებში და მადლში მათთან ერთადაა.)
შეიხულ ისლამ იბნი თეიმიე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე ამბობს:
“ზოგიერთ დღესასწაულებში ქაფირებზე დამსგავსება, მათი ბათილი რწმენის გამო მათ გახარებას მოითხოვს. შესაძლოა მათ ამით ხელსაყრელი მომენტი იხელთონ და სუსტი რწმენის ვინმეების მოტყუებას გაუღოს კარი.”[5]
ვინც ამას იზამს, თუნდ მათი გულის მოსაგებად, თუნდ მათგან რამე სარგებლის მოლოდინით და თუნდ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ეს ადამიანი ცოდვილია. რადგან ეს ალლაჰის რჯულში პირფერობაა, ქაფირების გულების გამხნევაებაა და ეს საშუალებას აძლევს, რომ მათი რწმენით იამაყონ.
ალლაჰისგან მუსლიმანების თავიანთ რწმენაში გაძლიერებას, მისი რჯულის გავრცელებას და მტრების წინაშე მათ გამარჯვებას ვითხოვ. ჭეშმარიტად ის უძლეველი და უზენაესია.[6]
[1] სურა ზუმერ, 39/7.
[2] სურა მაიდე, 5/3.
[3] სურა ალი იმრან, 3/85.
[4] იმამ აჰმედ, 2/50. ებუ დავუდ, 4/314. იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ"; ტ: 1, გვ: 279'ში ჰადისის სენედი კარგიაო ამბობს. სუიუტიც "ალ-ჯამიუ'ს-საღირ", 5893'ში აღნიშნულია, რომ ეს ჰადისი ჰასენია.
[5] იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ
[6] მეჯმუ'უ ფეთავა ვე რასაილი'შ-შეიხ იბნ-ი უსეიმინ; ტ: 3, გვ: 369
კითხვა:
ქრისტიანების დღესასწაულებზე დასწრება და ამ მიზნით მათზე მილოცვა დასაშვებია?
პასუხი:
დიდება ალლაჰს!
დიდი სწავლული იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე ამბობს:
მუსლიმანისთვის მუშრიქების დღესასწაულზე დასწრება სწავლულთა ერთიანი თანხმობით ჰარამია. ამ საკითხს ოთხივე მეზჰების სწავლულები ცხადად ეთანხმებიან...
როგორც ომარ ბინ ხატტაბისგანაა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემული, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანა:
(( لاَ تَدْخُلُوا عَلَى الْمُشْرِكِينَ فِي كَنَائِسِهِمْ يَوْمَ عِيدِهِمْ ، فَإِنَّ السَّخْطَةَ تَنْزِلُ عَلَيْهِمْ.)) [ رواه البيهقي بإسناد صحيح ]
“დღესასწაულებზე ეკლესიებში მუშრიქებთან ნუ შეხვალთ, რადგან მათზე ალლაჰის წყევლა ჩამოდის.”[1]
აბდულლაჰ ბინ ამრისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა ასე ბრძანა:
(( مَنْ مَرَّ بِبِلاَدِ الْأَعَاجَمِ (وفي رواية: بَنَى بِأَرْضِ الْمُشْرِكِينَ) فَصَنَعَ نَيْرُوزَهُمْ وَمِهْرَجَانَهُمْ، وَتَشَبَّهَ بِهِمْ حَتَّى يَمُوتَ وَهُوَ كَذَلِكَ، حُشِرَ مَعَهُمْ يَوْم الْقِيَامَة.)) [ رواه البيهقي بإسناد جيد]
“ვინც უცხოელების ქვეყანაში გაივლის (სხვა გადმოცემის მიხედვით: ვინც მუშრიქების მიწაზე იცხოვროს) და მათი ნავრუზისა და მიჰრიჯანის დღესასწაულები აღნიშნოს და სიკვდილამდე ამ მდგომარეობაში დარჩეს (არ მოინანიოს), განკითხვის დღეს მათან ერთად წამოდგება. [2]”[3]
[1] ბეიჰაყი სარწმუნო ჯაჭვით გადმოგვცემს.
[2] ბეიჰაყი კარგი ჯაჭვით გადმოგვცემს.
[3] იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი, მუსლიმთა მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმების შესახებ დადგენილებები, ტ 1, გვ: 723-724
კითხვა:
დღესასწაულებზე “ბედნიერ წელს გისურვებთ” ამგვარად ქაფირებზე მილოცვის შესახებ რას გვეტყვით?
პასუხი:
დიდება ალლაჰს!
დღესასწაულების ქრისტიანებზე მილოცვა საფრთხილო საქმეა; რადგან ეს საქმე მათთვის: გულითაც, რომ არ იყოს შეხედულათ მათ მიმართ თავიანთი დღესასწაულების გამო სიხარული, მათი გამხნევება და მათ მიერ გაკეთებუსლის დამოწმებაა.
რა ფორმითაც არ უნდა იყოს მათ დღესასწაულებზე დასწრება და მათზე ამ დღესასწაულების მილოცვა ყველასთვის ერთნაირად ჰარამია. როგორც დღესასწაულის მიზნით მათზე საჩუქრის ჩუქბება, მათი დალოცვა, მათი სქმეების შესრულება, საჭმელების მომზადება ან მათ გასართობ ადგილებზე წასვლა და გართობა.
თუნდა ამას ცუდი ზრახვით არ აკეთებდეს კაცი, კეთილი ზრახვა (ნიეთი) ჰარამ საქმეს ჰალალად ვერ აქცევს.
როგორც ვიცით ამ საქმის მიმართ თავისუფლად მმოქმედნი ამ საქმეში ქრისტიანების შირქში შეზიარებას არ გულისხმობენ. მათ ამ საქმისკენ ხან ხათრი, ხან რიდი უბიძგებს ხოლმე. არა და ბათილზე ხათრი არ შეიძლება. პირიქით მიუღებელი და მოუწონარი რამეების უარყოფა და მისი შეცვლა აუცილებელია. დღესასწაულზე ქრისტიანების გასახარად მმოქმედნი, ქრისტიანების ეკლესიაში წამსვლელი და მათთან ერთად მლოცველნი, მხოლოდ მიზეზს ეძებენ, რომ თურმე გულით არა და მხოლოდ დასანახად აკეთებენ ამას.
შეიხულ ისლამი იბნი თეიმიე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ამ თემასთან დაკავშირებით ასე ამბობს:
“მათი დღესასწაულებისთვის დამახასიათებელი რამით ქრისტიანებზე მიბაძვა მუსლიმანისთვის ჰალალი არ არის.”
მუსლიმანებისთვის ამ მიზნით წვეულების გამართვა, საჩუქრების ჩუქება და მიღება, დღესასწაულის აღნიშნვაში დახმარება, ნაძვისხის, სანთელის და მსგავსი რამეების გაყიდვა, ამ დღესასწაულებზე ბავშვების გასართობად გაგზავნა და ამ დღისთვის მორთვა მოკაზმვა ჰალალი არ არის.
მუსლიმანებს ქრისტიანების დღესასწაულისთვის რამის გამოყოფის ან დათმობის უფლება არ აქვთ. პირიქით ქრისტიანების დღესასწაული მუსლიმანებისთვის კვირის სხვა ჩვეულებრივი დღეებივით უნდა იყოს. მუსლიმანები ამ დღეს ქრისტიანებისთვის დამახასიათებელ რამეებს ვერ დაუთმობენ. მუსლიმანებისთვის ქრისტიანების დღესასწაულზე ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმეს გაკეთება, რომ ჰარამია ეს სწავლულთა ერთხმიანი თანხმობით ცხადია და მას არცერთი სწავლული არ უარყოფს და არც განსხვავებულ აზრს არ გამოხატავს. უფრო მეტიც, ზოგიერთი სწავლული საკითხს უფრო მკაცრად ეკიდება და ამბობს, რომ ვინაიდან ამ დღესასწაულებზე ქუფრის დიდების საკითხია ამგვარად მომქცევი ქაფირი გახდება.
სწავლულთა ერთი ჯგუფი კი ასე ამბობს:
ვინც ქრისტიანების დღესასწაულზე ცხოველი დაკლას, მან თითქოს და ღორი დაკლა ასე იქნება ეს მისთვის.
აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ალ-ასისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის სუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს:
(( مَنْ تَأَسَّى بِبِلاَدِ الْأَعَاجَمِ، وَصَنَعَ نَيْرُوزَهُمْ وَمِهْرَجَانَهُمْ، وَتَشَبَّهَ بِهِمْ حَتَّى يَمُوتَ وَهُوَ كَذَلِكَ، حُشِرَ مَعَهُمْ يَوْم الْقِيَامَة.)) [ رواه البيهقي بإسناد جيد]
“ვინც უცხოელების ქვეყნიდან მათი ხალხის მაგალითს აიღებს, მათთან ერთად მათი ნავრუზისა და მიჰრიჯანის დღესასწაულებს აღნიშნავს და სიკვდილამდე ასე გააგრძელებს, ის განკითხვის დღეს მათთან ერთად წამოდგება.[1]”[2]
მორწმუნეთა ემირს ომარ ბინ ხატტაბს და საჰაბიებს (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მათგან) თავიანთ ქვეყანაში მცოხოვრებ ქრისტიანებზე პირობა ქონდათ დადებული, რომ ისინი თავიანთ სახლებში აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულებს და სახალხოდ არ გამოფენდნენ.
სელეფთაგან ბევრი ვინმე უზენაესი ალლაჰის ამ სიტყვებს:
وَالَّذِينَ لَا يَشْهَدُونَ الزُّورَ وَإِذَا مَرُّوا بِاللَّغْوِ مَرُّوا كِرَامًا
“რომელნიც, არ დაამოწმებენ ცრუდ და როდესაც გადაეყრებიან ფუჭ სიტყვებს ღირსეულად გაეცლებიან (მას).”[3]
ასეთ თეფსირს უკეთებენ: “ისინი, რომელნიც ქაფირების დღესასწაულს არ დაესწრებიან”
და თუ ეს ბრძანება, მხოლოდ დასწრების შესახებაა მათთვის დამახასიათებელი რამის გაკეთება როგორ იქნება?
ალლაჰის შუამავალიც (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს:
(( مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ.)) [ رواه أبو داود وأحمد ]
“ვინც, რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის მათგანაა.”[4] (ვინც, მათ მსგავსად ჩაიცვას, მათი გზით იაროს და მათი მსგავსი საქმეები აკეთოს, ცოდვებში და მადლში მათთან ერთადაა.)
ერთი სხვა გადმოცემის მიხედვით ასე ბრძანებს:
(( لَيْسَ مِنَّا مَنْ تَشَبَّهَ بِغَيْرِنَا لَا تَشَبَّهُوا بِالْيَهُودِ وَلَا بِالنَّصَارَى...))
[ رواه الترمذي ]
“ჩვენგან არაა ის, ვინც ჩვენს გარდა სხვას დაემსგავსება. ნუ დაემსგავსებიდთ იუდეველებს და ნუ დაემსგავსებით ქრისტიანებს.”[5]
როდესაც ტრადიციებში მიბაძვისთვის ასე ვართ გაფრთხილებულნი ამაზე უფრო მწვავე საკითხებში რა იქნება?
იმამების უმრავლესობა ქრისტიანების დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცის ჭამას მექრუჰად, ან თაჰრიმენ მექრუჰად ან თანზიჰენ მექრუჰად თვლიან.
ასევე მათზე რამის ჩუქება ან რამის მიყიდვასაც, მათ დღესასწაულებზე დახმარებად და ხელის შეწყობად ჩაუთვლიათ და ასე უთქვამთ:
“დღესასწაულზე გამოსაყენებელი რამის ქრისტიანზე მიყიდვა მუსლიმანისათვის ჰალალი არ არის. მათზე ხორცის, სამოსელის მიყიდვა ან ცხენის (ტრანსპორტის) მიქირავება მუსლიმანისთვის ჰალალი არ არის. მათი რწმენის მხრიდან დავალებულ საქმეში მუსლიმანი მათ ვერ დაეხმარება.çრადგან ეს მათი შირქის მიმართ პატივისცემაა და ქუფრში დახმარებას ნიშნავს. მუსლიმანმა სახელმწიფო მმართველმა მუსლიმან ხალხს ესენი უნდა აუკრძალოს.
რადგან უზენაესი ალლაჰი ამ თემაზე ასე ბრძანებს:
وَتَعَاوَنُوا عَلَى الْبِرِّ وَالتَّقْوَىٰ ۖ وَلَا تَعَاوَنُوا عَلَى الْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ
“(მორწმუნეებო!) სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ერთმანეთს დაეხმარეთ და ნუ დაეხმარებით ბოროტებასა და მტრობაში. ალლაჰის შიში გქონდეთ. უეჭველად ალლაჰი მკაცრის სასჯელის მქონეა.”[6]
გარდა ამისა მუსლიმანი ქრისტიანს ღვინის დაწურვაში და მის რეალიზაციაშეიც ვერ დაეხმარება. როდესაც მდგომარეობა ასეა თვით ქუფრის პირობათაგან რომელიმე საქმის გაკეთება როგორ იქნება?
ვინაიდან მუსლიმანისთვის ჰალალი არ არის ქრისტიანს სასმელის დალევაში ხელი შეუწყოს, ამ საქმეს თვითონ როგორ გააკეთებს?[7]
ალლაჰმა უკეთესად იცის.
[1] ბეიჰაყი კარგი ჯაჭვით გადმოგვცემს;
[2] იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი, მუსლიმთა მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმების შესახებ დადგენილებები, ტ 1, გვ: 723-724
[3] სურა ფურყან, 25/72.
[4] იმამ აჰმედ, 2/50. ებუ დავუდ, 4/314. იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ"; ტ: 1, გვ: 279'ში ჰადისის სენედი კარგიაო ამბობს. სუიუტიც "ალ-ჯამიუ'ს-საღირ", 5893'ში აღნიშნულია, რომ ეს ჰადისი ჰასენია.
[5] თირმიზი როგორც ჯეიდი ანუ კარგი ჰადისი ასე გადმოგვცემს.
[6] სურა მაიდე, 5/2.
[7] მეჯმუ'უ'ლ-ტეთავა; ტ: 25, გვ: 329-330; იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ", ტ: 1, გვ: 271.
|