ქალს მზის ჩასვლამდე თუ მენსტრუაცია დაეწყება მისი ნამარხის მდგომარეობა როგორია?
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვების კომისიას კითხეს:
კითხვა: თუ კი ქალს მარხვისას, საღამოს ეზანის კითხვამდე ანუ ფთრამდე ცოტა ადრე მენსტრუაცია დაეწყო მისი ნამარხი სრულად ითვლება?
პასუხი: მზის ჩასვლამდე თუ მენსტრუაცია დაეწყება მარხვა მოიშლება და იმ დღეს შემდეგ აანაზღაურებს. მზის ჩასვლის შემდეგ თუ დაეწყება მაშინ მისი ნამარხი სრულია ანაზღაურება არ სჭირდება.
ალლაჰმა უკეთ იცის, წარმატება მხოლოდ მისგანაა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მუჰამმედ შუამავალს!
კომისიის წევრები:
‘aბდულლაჰ ბინ ქუუდ
‘aბდულლაჰ ალ-ღუდეიიან
ხელმძღვანელი:
‘აბდურრეზზაყ აფიფი
კომისიის თავმჯდომარე:
აბდულაზიზ ბინ Aბდულლაჰ ბინ ბააზ
|