ფეხმძიმე და მარხვა

ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა, რომელსაც

მარხვაზე ღონე არ შესწევს

იმამ აბუდლაზიზ ბინ ბაზს (ალლაჰის წყალობა მას) ჰკითხეს:

კითხვა: ფეხმძიმე ქალმა, რომელსაც მარხვა არ შეუძლია რა უნდა გააკეთოს?

პასუხი: ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მარხვა არ შეუძლია მისი მდგომარეობა ავადმყოფის მდგომარეობის მსგავსია. მეძუძური ქაელების მდგომარეობაც რომლებსაც მარხვა ერთულებათ იგივენაირია. ესენი არ იმარხულებენ და შემდეგ აანაზღაურებენ. რადგან ალლაჰი ასე ბრძანებს:

وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ

ვინც ავად იყოს ან მგზავრი ის გამოთვლილი (დღეები, რომლებსაც ვერ იმარხავს) სხვა დღეებში (აანაზღაუროს).[1]

ალლაჰის შუამავალის (...) ზოგიერთ საჰაბეს უთქვამთ, რომელი ქალიც ფეხმძიმობის ან მეძუძურობის გამო ვერ იმარხავს მათ მხოლოდ გამოსასყიდი უნდა გადაიხადონო.

სწორი და ნამდვილი კი აიათში ნაბრძანების მიხედვით შესრულებაა. მათი მდგომარეობა ავადმყოფის მდგომარეობის მსგავსია. საწინააღმდეგოდ არავითარი არგუმენტი არ არსებობს. კიდევ ერთი არგუმენტი იმისა რომ მათ ის დღეები სხვა დროს უნდაა აანაზღაურონ ენეს ბინ მალიქის (...) ალლაჰის შუამავალისგან (...) გადმოცემული ეს ჰადისია: ალლაჰის შუამავალმა (...) ასე ბრძანაჭეშმარიტად ალლაჰმა მგზავრი მარხვისა და ნამაზის ნახევრისგან გაათავისუფლა. მეძუძური და ფეხმძიმე კი მარხვიდან გაათავისუფლა.ამას აჰმედბ ბინ ჰანბელი და ოთხივე სუნენის ავტორი იმამები ჰასენი ისნადით გადმოგვცემენ. ეს ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ ფეხმძიმე და მეძუძური ქალი მგზავრის მსგავსია. ის ამ დროს არ იმარხულებს მაგრამ შემდეგ აანაზღაურებს.

რაც შეეხება ნამაზის შემოკლებას, ეს მხოლოდ მგზავრებისთვის განკუთვნილი შეღავათია და მგზავრის გარდა სხვა არავისზე არ ვრცედება. ნამაზის შემოკლება ოთხმუხლიანი ფარძი ნამაზების მგზავრობისას ორ მუხლად შესრულებას გულისხმობს.

წყარო:  მეჯუუუ ფეთაავაა ვე მაყაალაათ მუთენევვი, 3/207,208.



[1]  სურა ბაყარა, 2/185.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 140 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol