სეჯდეზე ხელებით თუ მუხლებით დავიდეთ

?სეჯდეს შესრულებისას ჯერ ხელებიი უნდა დავდოთ ძირს თუ მუხლები

 
     وعن وائل بن حُجُر رَضِيَ اللّهُ عَنْه قال: كَانَ النّبىُّ إذَا سَجَدَ وَضَعَ رُكْبَتَيْهِ قَبْلَ يَدَيْهِ، وإذَا نَهَضَ رَفَعَ يَدَيْهِ قَبْلَ رُكْبَتَيْهِ. أخرجه أصحاب السنن .

 

ვაილ ბინ ჰუჯრ (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სეჯდეს შესრულებისას მუხლებს ხელებზე ადრე აწყობდა, წამოდგომისას კი ხელებს მუხლებზე ადრე წამოწევდა.”[1]

 

განმარტება

ეს ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ სეჯდეს შესრულებისას მუხლებზე ადრე ხელები უნდა დავაწყოთ ძირს, ხოლო წამოდგომისას ჯერ ხელები უნდა წამოვწიოთ და მერე მუხლები. ალიმთა უმრავლესობა ამ აზრზეა. ებუ ტაიიბი, ალიმთა უმრავლესობის ამ აზრზე არიანო თქმისას დასძენს, რომ იბნუ- მუნზირი, ომარ ბინ ხატტაბი, ენ-ნეჰაი, მუსლიმ ბინ იასერი, სუფიან ეს-სევრი, იმამი აჰმედი, ისჰაყი, ებუ ჰანიფე და საჰაბეებიც ამ აზრზე იყვნენ და მათი არგუმენტიც სწორედ ეს ჰადისი იყო. მაგრამ დარეყუტნი ამბობს, რომ ამ ჰადისს იეზიდის გარდა შურეიქისგან არავინ არ გადმოგვცემს, ასიმ ბინ ქულეიბისგანაც მხოლოდ შურეიქი დადმოგვცემს, შურეიქი კი დიდად სანდო პიროვნება არ არის, ასე რომ ეს ჰადისი სუსტია. იგივენაირად ბუჰარი, ბეიჰაყი და იბნი ებუ დავუდი გვაფრთხილებენ, რომ ამ ჰადისს შურეიქისგან სხვა არავინ არ გადმოგვცემს. თირმიზი ამ ჰადისს შურეიქისგან სხვა არავინ არ გადმოგვცემსო გვეუბნება და დასძენს: დარეყუტნის, ალ-ჰაქიმის და ბეიჰაყის მიერ აასიმ ალ-აჰველის საშუალებით გადმოცემული ჰადისი: მე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დავინახე თექბირი აიღო და სეჯდეზე წასვლისას ხელებზე ადრე მუხლებს აწყობდა.” ჰადის და დარიმის მიერ გადმოცემული იგივე მნიშვნელობის ჰადისი[2] ამ ჩვენს ჰადისს აძლიერებს. ჰაქიმი ამბობს, რომ ეს ჰადისი ბუჰარისა და მუსლიმის პირობების აკმაყოფილებს.[3]

 “ბეზლუ მეჯჰუდსახელობის ნაშრომის ავტორი ამ თემასთან დაკავშირებით ასე ამბობს: “იმამი ებუ ჰანიფესა და შაფის (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მათგან) მიხედვით სეჯდეს შესრულებისას ჯერ მუხლები უნდა დავაწყოთ ძირს და შემდეგ ხელები.” არგუმენტად ზემოთ მოყვანილი ჰადისი მოჰყავთ. ამ ჰადისს თირმიზი გადმოგვცემს და მასჰასენ-ღარიბჰადისად ახასიათებს. იბნი ჰიბბანის მიხედვით ეს ჰადისი სარწმუნოა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰადისის პირველ წინადადებასთან მიმართებაში ალიმების შეხედულება ასეთია, მეორე წინადადების ანუ: “სეჯდედან წამოდგომისას მუხლებზე ადრე ხელებს აიღებდა.” ნაწილს ებუ ჰანიფე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ეთანხმება, მაგრამ შაფი ალიმები მას სუსტად მიიჩნევენ და ამბობენ, რომსეჯდედან წამოდგომისას ჯერ მუხლები უნდა ავიღოთ და შემდეგ ხელები.” რადგან ამ თემასთან დაკავშირებით იბნი ჰაჯერი ასე ამბობს: “იმამი ნავავი ამ ჰადისის მეორე წინადადებას სუსტად ახასიათებს. ამიტომ ჩვენი მეზჰების მიხედვით სეჯდედან წამოდგომისას ხელებზე დაყრდნობით წამოდგომა სუნნეთია. ამ დროს ხელის თითები გაშლილი უნდა გვქონდეს. რადგან ბუჰარის მიერ გადმოცემული ჰადისი გვიჩვენებს რომ ეს აზრი არის ყველაზე სწორი. ორი მუხლი ნამაზის შემდეგ ჯდომიდან წამოდგომისასაც იგივენაირად უნდა წამოვდგეთ. ამის საწინააღმდეგოდ გადმოცემული ჰადისი[4] ანუ ალისა და ათიეთულ ავფისგან გადმოცემული ინფორმაციები სუსტია.

 “ბეზლულ მეჯჰუდ”-ის ავტორი შემდეგ ასე ამბობს: იმამმა ნავავიმ ეს ჰადისი რამდენადაც არუნდა სუსტად დაახასიათოს ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ, რომელიმე თემაზე თუ სუსტი ჰადისები მრავლად არის ესენი ერთმანეთს გააძლიერებენ. თირმიზი ამ ჰადისს ჰასენად ხოლო ჰაქიმი და იბნი ჰიბბანი სარწმუნოდ ახასიათებენ. ესენი კი ჰადისების საკითხში ნავავიზე უფრო დიდი ავტორიტეტები არიან. იმამი მალიქისა და ერთი გადმოცემის მიხედვით იმამი აჰმედის მიხედვით სეჯდეს შესრულებისას ჯერ ხელები უნდა დავაწყოთ ძირს და შემდეგ მუხლები.[5] ევზაის, მალიქის და იბნი ჰაზმის მიხედვით სეჯდეს შესრულებისას მუხლებზე ადრე ხელები უნდა დავაწყოთ ძირს. წამოდგომისას კი ჯერ მუხლები და შემდეგ ხელები უნდა ავიღოთ ძირიდან. ასევე იმამი მალიქისგან გადმოგვცემენ, რომ ჯერ ხელებს დადებს ძირში თუ მუხლებს, ამის არჩევანზე მლოცველი თავისუფალია. ეს ალიმები თემასთან დაკავშირებით არგუმენტად აჰმედბინ ჰანბელთან ერთად ნესაის და მუჰამმედ ბინ Aბდულლაჰ ბინ ჰასენის ებუ- ზინადის საშუალებით ებუ ჰურეირესგან გადმოცემულ: რომელიმე თქვენგანმა სეჯდეს შესრულებისას ხელები მუხლებზე ადრე დადოს ძირს.”[6] ჰადისთან ერთად თირმიზის მიერ ებუ- ზინადის და რაჯის საშუალებით ებუ ჰურეირას გადმოცემული: ზოგიერთი თქვენგანი აქლემივით იჩოქება.”[7] ჰადისი მოჰყავთ. ბუჰარიმ აჰმედ ბინ ჰანბელისა და ნესაის მიერ გადმოცემულ ებუ ჰურეირას ჰადისზე, “ამ ჰადისის გადმომცემთა შორის მუჰამმედ ბინ აბდულლაჰი არ არის კომპეტენტური პირი. მაგრამ დარეყუტნის მიერ ნაფის საშუალებით იბნი ომერის ჰადისი: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სეჯდეს შესრულებისას ხელებს ძირს მუხლებზე ადრე აწყობდა. ჰადისი ამ ჰადისს აძლიერებსორამდენადაც არ უნდა თქვას, ამ თემის ჰადისით მმოქმედი ალიმები მას ასე პასუხობენ: “ებუ ჰურეირესა და იბნი ომერისგან გადმოცემული ჰადისები, იბნი ჰუზეიმის საჰიჰთა კრებულში მუსაბ ბინ უმეირის საშუალებით სა ბინ ები ვაყყასი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: ჩვენ ჯერ ხელებ მუხლებზე ადრე ვაწყობდით, შემდეგ მუხლების ხელებზე ადრე დაწყობა გვებრძანა.” ჰადისით გაუქმებულია.[8]

 “ზადუ- მეადნაშრომის ავტორი გადმოგვცემს, რომ იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი ამ თემასთან დაკავშირებით ფართო განმარტებას აკეთებს. იბნი ყაიიმი ებუ დავუდის ამ ჰადისზე ამბობს, რომ ათი მიზეზის გამო ეს ჰადისი უფრო მისაღებია და ამ მიზეზებს თითო-თითო დაწვრილებით განმარტავს. გარდა ამისა იმამი აჰმედ ბინ ჰანბელის მიერ ებუ ჰურეირასგან გადმოცემულ ჰადისსაც განიხილავს და ასე ამბობს: “უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის. მემგონი ეს ჰადისი გადმომცემთა შროეი რომელიღაცამ შიშითა და ეჭვით შეცდომით გადმოგვცა. რადგან ჰადისი ურთიერთ საწინააღმდეგო მნიშვნელობებს გამოხატავს. ადამიანი როდესაც, ხელებს მუხლებზე ადრე დააწყობს ძირს ზუსტად აქლემივით დაჩოქება გამოუვა. არა და ამ ჰადისში აქლემივით ნუ დაიჩოქებით ბრძანების შემდეგ, ხელები მუხლებზე ადრე არ დადოს ამბობს, ანუ აქლემივით დაჩოქვას მოუწოდებს. როგორც ცნობილია აქლემი დაწოლისას ადამიანის ხელების ადგილზე მყოფი წინა ფეხებზე დაიჩოქება ჯერ, შემდეგ ადამიანის მუხლების ადგილზე მყოფი უკანა ფეხებზე. მუხლი ადამიანს ფეხზე აქვს, ხოლო ოთხფეხა ცხოველს წინა ფეხებზე. თუ ამ საკითხს გავითვალისწინებთ მაშინ პრობლემა თავისით ამოიხსნება. ამგვარად ჰადისის მნიშვნელობა ასე უნდა იყოსო: რომელიმე თქვენგანმა აქლემივით ჯერ მუხლებზე არ დაიჩოქოს, მან მუხლებზე ადრე ხელები დააწყოს ძირს. აი ეს ჰადისი ამგვარად განმარტეს და მას ჩაეჭიდნენ, არა და ეს შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიერ აკრძალული მდგომარეობაა. რადგან:

აქლემი დაწოლისას ჯერ წინა ფეხებზე დაიჩოქება შემდეგ უკანაზე.

  1. წამოდგომისასაც ჯერ უკანა ფეხებზე წამოდგება, შემდეგ წინაზე, სწორედ რომ ეს აკრძალა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას).
  2. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სეჯდეს შესრულებისას ჯერ მუხლებს, შემდეგ ხელებს და შემდეგ შუბლს დებდა ძირს. სეჯდედან წამოდგომისას კი ჯერ თავს, შემდეგ ხელებს და შემდეგ მუხლებს წამოწევდა ძირიდან.[9]

ვაილ ბინ აბდულლაჰი ამბობს, რომ თავისმა მამამ ვაილმა ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ნამაზის შესახებ მოუთხრო და თქვა: ის სეჯდეს შესრულებისას მუზლებზე ადრე ხელებს აწყობდა ძირს.”[10]

ჰაჯჯაჰი და ჰამმამი ამბობენ, რომ ჩვენ შაყიიყმა გადმოგვცა, მასასიმ ბინ ქულეიბმა თავისი მამის საშუალებით ალლაჰის სუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამ ჰადისის მსგავსი გადმოგვცა. ამ ორიდეან (იბნი ცუჰადე და შაყიყისგან) რომელიმე ერთის და უფრო დიდი ალბათობით მუჰამმედ ბბინ ჯუჰადეს ჰადისში სეჯდედან წამოდგომისას მუხლებზე დაყრდნობით წამოდგებოდა სიტყვა მეტია.[11]

 

განმარტება

ეს ჰადისი ხარისხით მუნყატი’ (წყვეტილა) სუსტი ჰადისებიდანაა. რადგან აბულ ჯებბარს თავისი მამისგან ჰადისი არ მოუსმენია. ებუ- ჰასენ ალ-ქეთთანის მიხედვით შაყიყი არასანდო სუსტი გადმომცემელია. “თაყრიბსახელობის ნაშრომშიც ნათქვამია რომ ის უცნობი პიროვნებაა. მაგრამ ჰადის ნათქვამიჩვენ ეს შაყიყმა გადმოგვცაომუსანნეფ ებუ დავუდი ამას ორი განსხვავებული გზიდან გადმოგვცემს. ამათგან ერთი იბნი ჯუჰადეს გზითაა, რომელზეც სუსტი ვთქვით, მეორე კი შაყიყის საშუალებითაა გადმოცემული. ეს ხარისხით მურსელს ნიშნასვ და ამასთანავე შაყიყის შესახებ კრიტიკები არსებობს.

ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ამბობს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომელიმე თქვენგანი აქლემივით ნუ დაიჩოქება მუხლებზე ადრე ხელები დადოს ბრძანა.[12]

 

განმარტება

ხატტაბი ამ ჰადისის შესახებ ასე ამბობს: სეჯდეს შესრულებისას ხელების მუხლებზე ადრე ძირში დაწყობის მაცნობებელი ვაილ ბინ ჰუჯრის ჰადისი ამ ჰადისზე უფრო სარწმუნოა. ამავე დროს ალიმები ამბობენ, რომ ეს ჰადისი იბნი ჰუზეიმეს საჰიჰთა კრებულში მოყვანილი მუსაბის მეშვეობით სა ბინ ები ვაყყასის გადმოცემული  ჩვენ ჯერ ხელებ მუხლებზე ადრე ვაწყობდით, შემდეგ მუხლების ხელებზე ადრე დაწყობა გვებრძანა.” ჰადისის მეშვეობით გაუქმებულია.[13]

ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გვეუბნება, ალლაჰის უამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომელიმე თქვენგანი ნამაზზე ყოფნისას აქლემივით იჩოქება.” ბრძანა.[14]

თირმიზი ამ ჰადისსღარიბად ახასიათებს და ამბობს: “ამ ჰადისსე ბუ- ზინადის გადმოცემის მხოლოდ ეს გადმოცემა ვიცით. სისუსტესთან ერთად ეს ჰადისი ამტკიცებს, რომ ხელების მუხლებზე ადრე დაწყობა მუსთეხაბია (ლამაზი საქციელი). იმამი მალიქისა და ჰადისოლოგების სიტყვა ამგვარია.” თურბეშთი ამ ჰადისის განმარტებისას ასე ამბობს: “ჰადისი თან აქლემივით დაჩოქებას გვიკრძალავს და თან მუხლებზე ადრე ხელების ძირს დაწყობას გვიბრძანებს, ეს როგორ შეიძლება? რადგან აქლემი დაწოლისას ჯერ წინა კიდურებს მოხრის და მერე წვება. ამის პასუხი ამგვარია: მუხლი ადამიანს ქვედა კიდურებზე აქვს, ოთხფეხა პირუტყვებს კი წინა კიდურებზე აქვთ.

თუ ჰადისს ამგვარად შევხედავთ გავიგებთ, რომ სეჯდეზე წასვლისას ძირს ჯერ ხელები და შემდეგ მუხლები უნდა დავაწყოთ. რადგან მუხლი ადამიანს ფეხზე აქვს, და ჰადისის მნიშვნელობა ასე იქნება: რომელიმე თქვენგანმა აქლემივით ჯერ მუხლებზე არ დაიჩოქოს, მან მუხლებზე ადრე ხელები დააწყოს ძირს. (ანუ აქლემს მუხლი წინა კიდურებზე აქვს, და ის დაჩოქებისას ჯერ მუხლებს აწყობს შემდეგ უკანა ფეხებს, ვინაიდან ადამიანს მუხლები უკანა კიდურებზე აქვს მანაც თავისი მუხლი არ უნდა დადოს პირველად, როგორც აქლემი დებს თავის მუხლს პირველად ძირში.) როგორც ცოტა ხნის წინ განვმარტეთ ეს იმამი მალიქისა და აჰმედ ბინ ჰანბელის შეხედულებაა ამ ჰადისის მიმართ. ებუ ჰანიფესა და მამი შაფის მიხედვით სეჯდეს შესრულებისას ხელებზე ადრე მუხლები უნდა დავიდეს ძირს. რადგან ზემოთ მოყვანილ ჰადისს ეყრდნობიან. ამ ჰადისის განმარტებისას ისიც აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად ეს ჰადისი სუსტია, იბნი ყაიიმ ალ-ჯევზის თქმით ეს ჰადისი მეორეზე უფრო ათჯერ მეტად არჩევას იმსახურებს.[15]

შეიხ მუჰამმედ ნასირუდდინ ალბანიصفة صلاة النبي صلى الله عليه و سلم (შუამავალის ნამაზის შესრულების ფორმა) სახელობის ნაშრომში თემასთან დაკავშირებით ასე ამბობს:

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სეჯდეს შესრულებისას მუხლებზე ადრე ხელებს აწყობდა.

 

      განმარტება

იბნი ჰუზეიმე (1/76/1), დარექუთნი, ჰაქიმ. ჰაქიმი ამბობს, რომ ჰადისი საჰიჰია; ზეჰები ამ აზრზე მას ეთანხმება. ამის საწინააღმდეგო ჰადისები საჰიჰი არ არის. იმამი მალიქიც ამ აზრზეა. იმამი აჰმედისგანაც ამის მსგავსი შეხედულებაა გადმოცემული. იბნი ჯევზიეთ-თაჰყიყსახელობის წიგნში (1/147/1) საჰიჰი სენედით იმამი ევზაის ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს: “ისეთი ხალხი დავინახე, ვინç ნამაზზე ხელებზე წინ მუხლებს აწყობდნენ.”

 

إذَا سَجَدَ أحَدُكُمْ فَ لَا يَبْرُكُ كَمَا يَبْرُكُ الْبَعِيرُ، يَضَعَ يَدَيْهِ قَبْلَ رُكْبَتَيْهِ.

 რომელიმე თქვენგანმა სეჯდეს შესრულებისას აქლემივით არ დაიჩოქოს. ძირს მუხლებზე წინ ხელები დააწყოს.”

     

      განმარტება

ებუ დავუდ, “ალ-ფევაიდსახელობის წიგნში (გვერდი, 108/1) თემმამიას-სუნენუ სუღრადაას-სუნენულ ქუბრასახელობის ქიგნებში (47/1 მექქა მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტის ფოტოკოპიდან) ნესაი, საჰიჰი სენედით გადმოგვცემს. აბდულ ჰაქ, “ალ-აჰქამულ ქუბრასახელობის წიგნი (54/1) ამბობს, რომ ჰადისი საჰიჰია. კიდევ ის, “ეთ-თეჰეჯჯუდსახელობის წიგნში 856/1) ასე ამბობს: “ეს ამის წინა ჰადისზე სენედის მიხედვით უფრო კარგია.” ისამის წინა ჰადისისიტყვით ამის საწინააღმდეგო ვაილის ჰადისს გულისხმობდა. უფრო მეტიც, ეს ჰადისი საჰიჰ ჰადისებზე უთანხმოების გარდა, სენედის მიხედვითაც საჰიჰი არ არის. ჰადისის სისუსტე ჰადისის ტექსტშიც არის. ჰადისის სისუსტეად-დაıფე” (929) დაირვაულ ღალი” (357) სახელობის წიგნებში განვმარტე.

აქლემის საწინააღმდეგოდ მოქცევა ასეთია: ის დაჩოქვისას ხელებზე წინ მუხლებს დააწყობს. აქლემის წინა ფეხები ხელებზეა შედარებული. “ლისანულ არაბდა სხვა ლექსიკონებში ასეა განმარტებული. თაჰავიმუშქილულ ასარდაშერჰუ მეანილ ასარსახელობის წიგნებში ასე ამბობს. იმამი ყასიმ ას-სარაკუსტიც იგივე განმარტებას გვაძლევს. იმამ ას-სარაკუსტი , “ღარიბულ ჰადის” (2/701-2) სახელობის წიგნში ებუ ჰურეირესგან საჰიჰი სენედით ასე გადმოგვცემს: “ვინმე აქლემივით ნუ დაჯდება.” და შემდეგ ასე განმარტავს:

 “ეს ჯდომა სეჯდეს დროს ხდება. ნამაზის მლოცველმა აქლემივით უცებ არ დავარდეს ძირს. პირიქით წყნარი მოქმედებით ჯერ ხელები და შემდეგ მუხლები დააწყოს. ამ თემასთან დაკავშირებით შუამავლისგან უფრო განმამარტებელი ჰადისია გადმოცემული.” და შემდეგ ზემოთ ნახსენები ჰადისი მოჰყავს. მაგრამ იბნი ყაიიმი ამ განმარტებას უცნაურად აფასებს და ასე ამბობს:

 “ეს არალოგიკური სიტყვაა. ენათმცოდნეები ამას ამგვარად არ ხსნიან.”

ცოტახნის წინ, რომ მივუთითეთ იქაც და სხვა წყაროებში ამის პასუხები არსებობს და მსურველებს შეუძლიათ იქ ნახონ. თუვეიჯირიზე გაცემულ პასუხებში თემა საკმაოდ დაწვრილებით განვიხილე. ეს პასუხიც უმოკლეს ხანში გამოქვეყნდება.

 
იხილეთ თემასთან დაკავშირებით ჰადისები

-----------------------------------------------

[1] ებუ დავუდ, სალათ: 141, (838); თირმიზი, სალათ: 199 (268); ნესაი, იფთითაჰ: 128, (2, 206).

 [2] عن وائل بن حجر قال رأيت رسول الله صلى الله عليه وسلم إذا سجد يضع ركبتيه قبل يديه وإذا نهض رفع يديه قبل ركبتيه

ვაილ ბინ ჰუჯრისგან გადმოგვცემს: დავნახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სეჯდეს შესრულებისას ხელებს მუხლებზე ადრე აწყობდა (ძირს). და წამოდგომისას ხელებს მუხლებზე ადრე იღებდა (ძირიდან). (ებუ დავუდ, სალათ, 141 (1/222); ნესაი, თათბიკ, 39(2/163), 94 (2/186); თირმიზი, სალათ, 199 (2/56). ებუ მუჰამმედ აბდულლაჰ ბინ აბდურრაჰმან ედ-დარიმი ეს-სემერანდი (აბდულლაჰ იდინლი), სუნენ- დარიმის თარგმანი და განმარტება, გამომცემლობა მადვე, მადვე ფფსეტ, სტამბოლი, 1996: 3/133.)

[3] ელ-მენჰელ, V, 275-276.

 [4] თირმიზი, მევაქით 98.

 [5] ბეზლუ'-მეჯჰუდ, V, 85-86.

 [6] وعن أبى هريرة رَضِيَ اللّهُ عَنْه قالَ: قال رَسُولُ اللّه: إذَا سَجَدَ أحَدُكُمْ فَ لَا يَبْرُكُ كَمَا يَبْرُكُ الْبَعِيرُ، يَضَعَ يَدَيْهِ قَبْلَ رُكْبَتَيْهِ.

ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან): ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მსას) ბრძანა: “რომელიმე თქვენგანი სეჯდეს შესრულებისას ნუ დაიჩოქებს ისე, როგორც აქლემი, ხელები (ძირს) მუხლებზე ადრე დადოს.” (ებუ დავუდ, სალათ: 141, (840); თირმიზი, სალათ: 199, (268); ნესაი, იფთითაჰ: 128, (2, 206).)

[7] عن أبي هريرة أن النبي صلى الله عليه وسلم قال يعمد أحدكم فيبرك في صلاته برك الجمل

ებუ ჰურაირასგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის სალამი და ლოცვა მას) ბრძანა: რომელიმე თქვენგანი ნამაზზე ყოფნისას აქლემივით იჩოქება.”

თირმიზი: ებუ ჰურეირას ჰადისი ჰასენ-ღარიბია. ეს ჰადისი ებუზ-ზინადისგან მხოლოდ ამ ფირმით ვიცით. ამ ჰადისს კიდე აბდულლაჰ ბინ საიდ ალ-მაქბური თავისი მამისა და ებუ ჰურეირასგან გადმოგვცემს.

აბდულლაჰ ბინ საიდ ალ-მაქბურის ჰადისოლოგებიდან იაჰია ბინ საიდ ალ-ქატტანი და სხვები სუსტად მიიჩნევენ. (თირმიზი, 200 (269); ნესაი, თათბიკ 38; სუნენ- ებუ დავუდ 3/316.)

[8] ჰაზიმი, ელ-'ლიბარ, 79-80; ქოჩქუზუ ალი ოსმან, ჰადისთე ნაასიჰ-მენსუუჰ, 216.

 [9] ელ-მენჰელ, V. 276-277; იბნი ყაიიმ, ზადუ'-მეად, I, 56-59.

 [10] عَنْ عَبْدِ الْجَبَّارِ بْنِ وَائِلٍ عَنْ أَبِيهِ عَنْ النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ َ فَلَمَّا سَجَدَ وَقَعَتَا رُكْبَتَاهُ إِلَى الْأَرْضِ قَبْلَ أَنْ تَقَعَ كَفَّاهُ قَالَ فَلَمَّا سَجَدَ وَضَعَ جَبْهَتَهُ بَيْنَ كَفَّيْهِ وَجَافَى عَنْ إِبِطَيْهِ

 აბდულ ჯებბარ ბინ ვაილი თავისი მამისგან ის შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოგვითხრობს, რომ: როდესა ის სეჯდეს ასრულებდა მისი მუხლები ძირს ხელებზე ადრე დადიოდა და როდესაც სეჯდეზე დავიდოდა შუბლს ხელებს შორის დებდა. და იდაყვებს მუცლიდან შორს იჭერდა.” (ებუ დავუდ, სალათ, .. 627.)

[11] ებუ დავუდ, სალათ, .. 627.

 [12] عن أبى هريرة رَضِيَ اللّهُ عَنْه قالَ: قال رَسُولُ اللّه: إذَا سَجَدَ أحَدُكُمْ فَ لَا يَبْرُكُ كَمَا يَبْرُكُ الْبَعِيرُ، يَضَعَ يَدَيْهِ قَبْلَ رُكْبَتَيْهِ. أخرجه أصحاب السنن.

ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან): ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მსას) ბრძანა: რომელიმე თქვენგანი სეჯდეს შესრულებისას ნუ დაიჩოქებს ისე, როგორც აქლემი, ხელები (ძირს) მუხლებზე ადრე დადოს.” (ებუ დავუდ, სალათ: 141, (840, 841); თირმიზი, სალათ: 200, (269); ნესაი, იფთითაჰ: 128, (2, 206-207).)

[13] ჰაზიმი ალ-თიბარ, 79-80.

 [14] عن أبي هريرة أن النبي صلى الله عليه وسلم قال يعمد أحدكم فيبرك في صلاته برك الجمل

ებუ ჰურაირასგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის სალამი და ლოცვა მას) ბრძანა: რომელიმე თქვენგანი ნამაზზე ყოფნისას აქლემივით იჩოქება.” (თირმიზი, 200 (269); მუსლიმ, სალათ: 46; ნესაი, იფთითაჰ: 143.)

თირმიზი: ებუ ჰურეირას ჰადისი ჰასენ-ღარიბია. ეს ჰადისი ებუზ-ზინადისგან მხოლოდ ამ ფირმით ვიცით. ამ ჰადისს კიდე აბდულლაჰ ბინ საიდ ალ-მაქბური თავისი მამისა და ებუ ჰურეირასგან გადმოგვცემს.

აბდულლაჰ ბინ საიდ ალ-მაქბურის ჰადისოლოგებიდან იაჰია ბინ საიდ ალ-ქატტანი და სხვები სუსტად მიიჩნევენ.

[15] სუნენ- დარიმის თარგმანი და განმარტება, გამომცემლობა მადვე, მადვე ფფსეტ, სტამბოლი, 1996: 3/316-317)


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 12 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol