საყურბნე ცხოველის თვისებები
დიდება ალლაჰს!
საყურბნე ცხოველს ექვსი თვისება უნდა ქონდეს:
პირველი:
საყურბნე ცხოველი აქლემი, მსხვილფეხა რქოსანი ან წვრილფეხა პირუტყვი უნდა იყოს.
რადგან უზენაესი ალლაჰი U ყურანში ასე ბრძანებს:
وَلِكُلِّ أُمَّةٍ جَعَلْنَا مَنسَكًا لِّيَذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ عَلَىٰ مَا رَزَقَهُم مِّن بَهِيمَةِ الْأَنْعَامِ ۗ فَإِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ فَلَهُ أَسْلِمُوا ۗ وَبَشِّرِ الْمُخْبِتِينَ.
ჩვენ დავუდგინეთ ყველა ხალხს ყურბანი ღვთისმსახურებად, რათა მოიხსენიონ ალლაჰის სახელი ოთხფეხა პირუტყვზე, რომელიც მათთვის სარჩოდ გვიბოძებია. (გახსოვდეთ, რომ) თქვენი ღმერთი ერთი ღმერთი(ალლაჰი)ა. დაე ჰმორჩილებდეთ მას. (შენ კი შუამავალო) მოკრძალებულთ (ამქვეყნიური და იმქვეყნიური სიკეთეები) ახარე.
ჰასან ბასრი, კათადე და სხვების გადმოცემით საყურბნე ცხოველი, აქლემი, მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვი უნდა იყოს.
მეორე:
საყურბნე ცხოველი შარიათის მიერ დადგენილი ასაკისა უნდა იყოს. ანუ ცხვარი ექვსი თვის, თხა ერთი წლის, ძროხა ორი წლის და აქლემი ხუთი წლის.
რადგან ალლაჰის შუამავალმა r ასე ბრძანა:
لَا تَذْبَحُوا إِلَّا مُسِنَّةً، إِلَّا أَنْ يَعْسُرَ عَلَيْكُمْ فَتَذْبَحُوا جَذَعَةً مِنْ الضَّأْنِ. {رواه مسلم}
„ასაკ შესრულებულის გარდა სხვა (ხხოველს ყურბნად) ნუ დაკლავთ. მაგრამ თუკი სხვა ვერ ნახოთ, მაშინ ექვსი თვის ცხვარი დაკალით.„
ამის მიხევით აქლემი ხუთი წლის ან უფრო დიდი, მსხვილფეხა რქოსანი ორი წლის ან უფრო დიდი, თხა ერთი წლის ან უფრო დიდი, ცხვარი ექვსი თვის ან უფრო დიდი ხნის უნდა იყოს. ამ ჩამოთვლილ ხანზე უფრო მცირე ხნის ცხოველის დაკლა არ შეიძლება.
მესამე:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნაკლები, რომლებიც ცხოველის ყურბნად ვარგისიანობას აბრკოლებს არ უნდა აღენიშნებოდეს:
1. ცხოველი ცალი თვალით ან ორივე თვალით ბრმა არ უნდა იყოს.
2. ცხოველი ჯნმრთელი უნდა იყოს და მასზე ავადმყოფობის ნიშნები არ უნდა შეიმჩნეოდეს. მაგალითად ცხოველს სიცხე, რომ ქონდეს, რის გამოც არ ჭამს ან ისეთი ავადმყოფობა თუ ექნება რაც ხორცის ვარგისიანობას რისკის ქვეშ დააყენებს, ან ისეთი დიდი ჭრილობა რომ ქონდეს რაც ცხოველის ჯანმრთელობას შეარყევს.
3. ცხოველი იმდენად კოჭლი არ უნდა იყოს რის გამოც ჯოგს ან ფარას ჩამორჩება და ვერ მიყვება.
4. ცხოველი ძალიან სუსტი არ უნდა იყოს.
ბერა ბინ აზიბის t გადმოცემით ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა:
أَنَّ رَسُولُ اللهِ e سُئِلَ مَاذَا يُتَّقَى مِنْ الضَّحَايَا، فَأَشَارَ بِيَدِهِ، وَقَالَ: أَرْبَعًا: اَلْعَرْجَاءُ الْبَيِّنُ ظَلْعُهَا، وَالْعَرَاءُ الْبَيِّنُ عَوَرُهَا، وَالْمَرِيضَةُ الْبَيِّنُ مَرَضُهَا، وَالْعَجْفَاءُ الَّتِي لَا تُنْقِي. {رواه مالك}
„ალლაჰის შუამავალს e ჰკითხეს თუ როგორი ცხველის (ყურბნად) დაკლას მორიდებოდნე. მან ხელით მიუთითა და ასე თქვა:
- ოთხი კატეგორიის ცხოველი ყურბნად არ გამოდგება:
- შესამჩნევად კოჭლი,
- შესამჩნევად ბრმა,
- შესამჩნევად ავადმყოფი,
- ძალიან ხნიერი.„
კვლავ ბერა ბინ აზიბის t გადმოცემით ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა:
قَامَ فِينَا رَسُولث اللهِ e فَقَلَ:أَرْبَعٌ لَا تَجُوزُ فِي الْأَضَاحِيَّ، فَقَالَ: الْعَوْرَاءُ بَيِّنٌ عَوَرُهَا، وَالْمَرِيضَةُ بَيِّنٌ مَرَضُهَا، وَالْعَرْجَاءُ بَيِّنٌ ظَلْعُهَا، وَالْكَسِيرُ الَّتِي لَا تَنْقَى. {رواه أبو داود وصححه الألباني}
„ალლაჰის შუამავალი e ჩვენთან ერთად იყო, წამოდგა და თქვა:
- ოთხი კატეგორიის ცხოველის ყურბნად დაკლა მიუღებელია:
- სიბრმავე თუ აშკარად შეიმჩნევა,
- ავადმყოფობა თუ აშკარად შეიმჩნევა,
- კოჭლობა თუ აშკარად შეიმჩნევა,
- ფეხმოტეხილი, რომელიც ვერ დადის„.
ეს ოთხი ნაკლი ცხოველის ყურბნად ვარგისიანობას აბრკკოლებს. ამ ნაკლების მსგავსი ან უფრო უარესი ნაკლის მქონე ცხოველებიც ამ კატეგორიაში შედიან და საყურბნედ არ გამოდგებიან.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნაკლეის მქონე ცხოველებიც ყურბნად არ გამოდგება:
1. ერთი შეხედვით თუ არ შეიმჩნევა მაგრამ ცხოველი ბრმაა და ვერ ხედავს.
2. მეტი ჭამის ან სხვა მიზეზის გამო თუ გაიბერა და ვეღარ ინელებს. ასეთი ცხოველი სანამ არ მოიკეთებს მანამდე ყურბნად უვარგისია.
3. მძიმე მშობიარობის შემდეგ სანამ საფრთხეს არ გადაიტანს მანამ ყურბნად არ გამოდგება.
4. დახრჩობის საფრთხეში მყოფი ან გადავარდნის შედეგად სიკვდილის საფრთხეში მყოფი ცხოველი, სანამ საფრთხეს არ გადაიტანს მანამ ყურბნად არ გამოდგება.
5. ცხოველს სასაკლაო ადგილზე დამოუკიდებლად მისვლა თუ არ შეუძლია.
6. ფეხმოჭრული ცხოველი.
ზემოთ მოყვანილ 6 ნაკლს თუ დავუმატებთ ჰადისში მოყვანილ 4 ნაკლს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყურბნე ცხოველს ეს 10 ბაკლი არ უნდა ახასიათებდეს.
მეოთხე:
საყურბნე ცხოველი თვითონ დამკლელს უნდა ეკუთვნოდეს, ან საყურბნე ცხოველის დასაკლავად მფლობელის მხრიდან ნებართვა უნდა ქონდეს აღებული.
მაგალითად, მოპარული, წართმეული ან უსამართლო გზით შეძენილი საქონლის ყურბნად დაკლა მიუღებელია. რადგან ცოდვის ჩადენით ალლაჰს ვერ ეთაყვანები და ვერ დაუახლოვდები.
მეხუთე:
საყურბნე ცხოველზე სხვა პიროვნებას რაიმე უფლებები არ უნდა გააჩნდეს.
მაგალითად საზიარო არ უნდა იყოს, ან ნაქირავები ცხოველი ყურბნად არ დაიკლება.
ექვსი:
ყურბანი შარიათით დადგენილ დროს უნდა დაიკლას. ეს დრო კი ყურბან ბაირამ დღეს ბაირამის ნამაზის შესრულების შემდეგ იწყება. თეშრიყ თექბირების ბოლო დღეს ანუ ზილხიჯჯეს მთვარის 13-ე დღეს მზის ჩასვლასთან ერთად სრულდება. ამგვარად ყურბნის დაკლის დრო 4 დღეა. ანუ ბაირამ დღეს ბაირამ ნამაზის შემდეგ დაიწყება და სამი დღის შემდეგ დასრულდება.
ვინც ბაირამ ნმაზის შესრულებამდე ან ზილხიჯჯეს მთვარეს 13-ე დღეს მზის ჩასვლის შემდეგ დაკლას მისი ყურბანი მიუღებელია.
რადგან ბერა ბინ აზიბის t გადმოცემით ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა:
إِنَّ أَوَّلَ مَانَبْدَأُ بِهِ فِي يَوْمِنَا هَذَا أَنْ نُصَلِّي، ثُمَّ نَرْجِعَ فَنَنْحَرَ، مَنْ فَعَلَهُ فَقَدْ أَصَابَ سُنَّتَنَا، وَمَنْ ذَبَحَ قَبْلُ فَإِنَّمَا هُوَ لَحْمٌ قَدَّمَهُ لِأَهْلِهِ لَيْسَ مِنْ النُّسُكِ فِي شَيْءٍ. {رواه البخاري}
„ჭეშმარიტად ჩვენ ამ დღეს ნამაზის ლოცვით ვიწყებთ. შემდეგ ვბრუნდებით და ყურბანს ვკლავთ. ვინც ასე მოიქცეს ის ჩვენი სუნნეთის მიხედვით აკეთებს. ვინც (ნამაზზე) ადრე დაკლას ის მხოლოდ ხორცს მიიღებს, რომელსაც თავის ოჯახს მიუტანს. მას ყურბნის არაფერი არ ჩაეთვლება.„
სხვა ჰადისში კი ასე ბრძანებს:
مَنْ ذَبَحَ بَعْدَالضَّلَاةِ، نُسُكُهُ وُأَضَابَ سُنَّةَ الْمُسْلِمِينَ. {رواه البخاري}
„ვინც ყურბანი ნამაზის შემდეგ დაკლას მას შესრულებულად ჩაეთვლება ყურბანი, ისე როგორც მუსლიმანების სუნნეთია.„
ჯუნდუბ ბინ სუფიან ალ-ბეჯელისგან t გადმოცემის მიხედვით:
„ბაირამის პირველ დღეს ალლაჰის შუამავალი e ასე თქმისას გავიგონე:
مَنْ ذَبَحَ قَبْلَ أَنْ يُصَلِّيَ فَلْيُعِدْ مَكَانَهَا أُخْرَى، وَمَنْ لَمْ يَذْبَحْ فَلْيَذْبَحْ. {رواه البخاري}
„ვინც ნამაზის შესრულებამდე დაკლა მან მის ნაცვლად სხვა დაკლას. ვისაც არ დაუკლავს, ახლა დაკლას.„
ნუბეიშე ალ-ჰუზელისგან t გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა:
أَيَّامُ التَّشْرِيقِ أَيّامُ أَكْلٍ وَذِكْرٍ لِلَّهِ عَزَّ وَ جَلَّ. {ؤوا مسلم}
„თეშრიყის დღეები ჭამა-სმისა და ალლაჰის ხსენების დღეებია.„
თუ პატრონს საყურბნე ცხოველი გაექცევა და მხოლოდ ბაირამის გასვლის შემდეგ დაიჭერს ან ყურბნის დაკლას სხვას მიაბარებს და ამ კაცს დაავიწყდებ და ბაირამის გასვლის შემდეგ დაკლავს ასეთ შემთხვევაში შეიძლება. ამის მსგავსად თუ კაცს ბაირამ ნამაზის შესასრულებლად წასვლა დაავიწყდება ან ჩაეძინება, ეს პიროვნება გამოღვიძების შემდეგ დაკლავს ყურბანს.
ყურბანი ბაირამის დღეებში დღისით დაიკლება თუ ღამით ორივე შეიძლება, ოღონდ დღისით დაკლა უფრო უკეთესია. ვინაიდან კეთილ საქმეებზე სწრაფვა ჩვენი ვალია, ყურბანიც კეთილი საქმეა და რაც უფრო ადრე დავკლავთ უფრო უკეთესია. ანუ პირველი დღე მეორეზე და მეორე დღე მესამეზე უკეთესია ყურბნის დასაკლავად.
სალიჰ ბინ ‘უსეიმინი
|