შეიძლება თუ არა მომარხულემ
წყალში რომ იცურვოს?
შეიხ მუჰამმედ ალ-‘უსეიმის (ალლაჰის წყალობა მას) ჰკითხეს:
კითხვა: მარხვისას ზღვაში ან აუზში ცურვის შესახებ როგორია ისლამის შეხედულება?
პასუხი: ზღვაში ან აუზში მომარხულემ რომ იცურვოს ამით არაფერი არ დაშავდება. სიღრმეს და წყლის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უნდა ისე იცურვებს და წყალში ჩაყვინთავს, მაგრამ უნდა გაუფრთხილდეს რომ წყალი არ გადაყლაპოს და მუსელში არ მოხვდეს.
ცურვა მომარხულეს გაამხნევებს და მარხვაში დაეხმარება. ღვთისმორშილებაში კაცის გამამხნევებელი რამეების დაბრკოლება არ შეიძლება, რადგან ეს მსახურს ღვთისმსახურებას შეუმსუბუქებს და გაუიოლებს.
უზენაესი ალლაჰი ყურანში, სადაც მარხვას გვიბრძანებს იქვე ასე გადმოგვცემს:
يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
“ალლაჰს იოლი სურს თქვენთვის და არ სურს რთული თქვენთვის, რათა (იოლად) შეასრულოთ გათვლილი (დღეები) და განადიდებდეთ ალლაჰს იმისთვის რითაც სწორ გზაზე დაგადგინათ. ეგების მადლიერნი იყვნეთ თქვენ.”[1]
ალლაჰის შუამავალიც (ა.ს.ლ.) ასე ბრძანებს: “ეს რჯული იოლია და ვინç რთულს შეეჭიდოს ის აუცილებლად დამარცხებული გამოვა.” აქედან გამომდინარე, როგორც აბანოში დაბანით არაფერი დაშავდება ასევე ზღვაში ან აუზში ცურვითაც არაფერი დაშავდება.
ალლაჰმა უკეთ იცის!
წყარო: ფეთაავაა, 1/509-510.
[1] სურა ბაყარა, 2/185.
|