მძიმე სამუშაოს მქონეს მარხვის მოშლა შეუძლია?
შეიხ აბდულაზიზ ბინ ბაზს (ალლაჰის წყალობა მას) ჰკითხეს:
კითხვა: ფოლადის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მომუშავეთათვის რამაზანის მთვარეში მარხვის დაუცველობის შესახებ ფეთვაზე თქვენი აზრი გვაინტერესებს?
პასუხი: უპირველესად გეტყვით, რომ რამაზანის თვის მარხვაში გატარება ვაჯიბია. ყოველი მუსლიმანი, ვისთვისაც მარხვა აუცილებლად ითვლება ვალდებულია ღამით მარხვის გადაწყვეტილება მიიღოს და დღისით იმარხულოს. გამონაკლისი მხოლოდ ისინი არიან, ვისაც შარიათის დამწესებელმა (ალლაჰმა) ნება დართო. ესენი კი ავადმყოფები და მგზავრები არია.
რაც შეეხება რთულ და მძიმე სამუშაოს მქონეებს, ისინიც მარხვით ვალდებულთა სიაში შედიან, რადგან ეგენი მგზავრის და ავადმყოფის მსგავსნი არ არისან. აქედან გამომდინარე ისინიც ვალდებულნი არიან, რომ ღამით მარხვის გადაწყვეტილება მიიღონ და დღისით იმარხულონ. ვინც გამოუვალი პირობების დღისით ჭამაზე იძულებული გახდეს, მათთვის მხოლოდ საჭირო დოზით ჭამაა დაშვებული. სხვა დღეებს კვლავ მარხვაში გაატარებს და ამ დღეს შესაბამის დროს აანაზღაურებს. ვინც გამოუვალ მდგომარეობაში არ იმყოფება მათთვის მარხვის გაგრძელება აუცილებელია. ყურანსა და სუნნეთში მოცემული არგუმენტების მიხედვით და ასევე ყოველი მუჯთეჰიდი ალიმის შეხედულებაც ამგვარია.
როგორც ზემოთ დასმულ კითხვაში ამბობთ ისეთი რთული და მძიმე სამუშაოს მმართველიბიც უფრო მეტი გულისყურით უნდა ეკიდებოდნენ ამ საქმეს. მათ ფაბრიკაში თუ მომარხულე მუშები იმყოფებიან, მათ რამაზნის მთვარეში უნდა შეუქმნან ისეთი პირობები, რომ თან იმუშავონ და თან მარხვის მოშლაზე არ აიძულონ. ეს შეიძლება რამაზნის მთვარეში დღისით საქმის შემსუბუქებით ან სამუშაო საათების ღამით გადატანით ამოიხსნას.
რაც შეეხება კითხვაში თქვენს მიერ ნახსენები ფეთვა, ეგ თავიანთი შეხედულებით მიღებული პიროვნული გადაწყვეტილებაა. ამ ფეთვას გამო შეიძლება მათ მადლობაც გადავუხადოთ. მაგრამ ამ ფეთვაში ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი და ყველა მუჯთჰიდი ალიმების მიერ აღიარებული პრინციპები მოხსენებულიც კი არ არის.
ალლაჰმა ყველას კეთილ საქმეებში წარმატებები მოგცეთ და მისი წყალობა და ბარაქა ნუ მოგკლებოდეთ!
წყარო: მეჯმუ’უ ფეთაავაა ვე მაყაალაათ მუთენევვი’ა ტ. III, გვ. 233-234.
|