ნამაზის არშემსრულებელი ქააფირი (ურწმუნო) გახდება?
ნამაზი რწმენის ყველაზე კარგი და ყველაზე სასარგებლო ნაყოფია. ეჭვი არ არსებობს რომ ჭეშმარიტი რწმენის ჩამოსაყალიბებლად და გულში დასამკვიდრებლად საუკეთესო საქმე ნამაზია. მისი შესრულება და მისი შესრულების აუცილებლობაზე რწმენა აუცილებელია. მისი მიტოვება დიდი ცოდვა ხოლო აუცილებლობის უარყოფა ურწმუნოებაა. ნამაზის აუცილებლობის უარყოფის გარეშე შეუსრულებლობის შესახებ ალიმებს აზრთა სხვადასხვაობა გამოუხატავთ. მოდით ჯერ თემასთან დაკავშირებით ჰადისები მოვიყვანოთ შემდეგ კი ალიმების აზრი განვიხილოთ:
ჯაბირისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანა: “კაცსა და ურწმუნოებას შორის ნამაზის მიტოვებაა.” [1]
ბურეიდესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგნა) გადმოცემის მიხედვით, მან გაიგონა, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის სალამი და ლოცვ მას) ასე ბრძანა: “ჩვენი, მათ (მუნააფიყებს, მუშრიქებს და ქააფირებს) შორის განმასხვავებელი ნამაზია. ვინც მას მიატოვებსურწმუნო გახდება.” [2]
მუნავი ამ ჰადისის განმარტებისას ამბობს, რომ ჰადისში ნახსენები სიტყვა “მათ” მუნააფიყებს გულისხმობს.
აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ აასისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ დღეს, როდესაც ნამზის შესახებ საუბრობდა ასე თქვა: ვინც ნამაზი შეასრულოს და მას გაუფრთხილდეს, ნამაზი მისთვის განკითხვის დღეს ნამაზი მისთ შუქი, მოწმობა და გადარჩენა იქნება. ვინც მას არ მოუფრთხილდება მისთვის არც სუქი, არც მოწმობა და არც გადარჩენა არ იქნებს. ის განკითხვის დღეს ყარუნის, ფარაონის, ჰამანისა და უბეი ბინ ჰალეფთან ერთად იქნებს.”
ჰადისების მტკიცებულებებით შემდეგი აზრი გამოდის:
ა) კაცსა და ურწმუნოებას შორის განმასხვავებელი ნიშანი ნამაზია. ასე რომ ნამაზის მიტოვება ურწმუნოების მიზეზებიდან ერთ-ერთია.
ბ) ნამაზის მიმტოვებელი ქაფირი გახდება.
გ) ნამაზის შემსრულებელი თავისთვის სამომავლოდ შუქს და გადარჩენისთვის უტყუარ მოწმობას გაიმზადებს.
გამომდინარე ჰადისებიდან ალიმების შეხედულებები:
ყოველი ალიმი აზრთა ერთიანობით აღიარებენ, ვისაც ნამაზის აუცილებლობის არ სწამს და მას მიატოვებს ის ქააფირია.
როგორია აზრი მათ შესახებ ვისაც სწამთ ნამაზის აუცილებლობის მაგრამ უგულისყუროდ ეკიდებიან მის შესრულებას, ზარმაცობენ ან მიზეზად უდროობას და ბევრ საქმეს ასახელებს?
ა) იმამი მალიქისა და იმამი შააფის მიხედვით, ქაფირი არ გახდება, მაგრამ ასეთი ადამიანი ფასიყად (ცოდვათა მიმართ უგულისყურო) ჩაითვლება. თუ მოინანიებს პრობლემა არ არის. თუ არ მოინანიებს სასიკვდილო განაჩენი მიეცემათ და განაჩენის აღსასრულებლად ხმალი გამოიყენება.
ბ) სელეფის მიხედვით ამგვარი ადამიანი ქააფირია. ეს წმინდა ალისა და იმამი აჰმედისგანაა გადმოცემული. იმამი აჰმედის ერთ გადმოცემაში კი ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანი ქააფირი არ არის. Aბდულლაჰ ბინ მუბარექი და ისჰაყ ბინ რაჰუეც ასეთ ადამიანზე ქააფირს ამბობენ. იმამი შაფის მეგობრების ერთი ნაწილიც ამავე აზრს ეთანხმება.გ) იმამი ებუ ჰანიფე, რეის (განხილვის) მომხრეები და იმამ შაფის ახლო მეგობარი ელ-მუზენის მიხედვით ქაფირი არ არის და არც მოკლა არ შეიძლება, მხოლოდ პატიმრობა მიესჯება მანამ სანამ ნამაზის შესრულებას არ დაიწყებს.
იმამ მალიქსა და იმამ შაფის ამ საკითხთან დაკავშირებით ეს აიათი არგუმენტად მოჰყავთ: “ჭეშმარიტად ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაიზარი გაუჩინონ, ხოლო მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც.” [3] ხოლო ხმლით განაჩენის გამოტანაზე ამ ჰადისს ეყრდნობიან: “მებრძანა ვერძოლო ხალხს, მანამ სანამ არ იტყვიან ‘ლაა ილაჰე ილლელლაჰ’, არ შეასრულებენ ნამაზს და არ გასცემენ ზექათს. თუ ამათ გააკეთებენ –გარდა სხვა სამართლიანი მიზეზისა- მათი სისხლი და მათი ქონება ჩემი მფარველობის ქვეშ იქნება.” [4]
გარდა ამისა ამ თემასთან დაკავშირებით ეს აიათის მოჰყავთ:
“როდესაც გამოვა აკრძალული თვეები, მუშრიქები ხოცეთ სადაც ჰპოვოთ; დაიჭირეთ და დააპატიმრეთ; ყოველ გზებზე და სამეთვალყურო ადგილებზე მათ უთვალთვალეთ. თუ მოინანიებენ, ნამაზს შეასრულებენ და ზექათს გასცემენ მაშინ გაათავისუფლეთ ისინი და წავიდნენ.” [5]
ესენი “მორწმუნესა და ქაფირს შორის განსხვავება ნამაზის მიტოვებაა.” მნიშვნელობის მქონე ჰადისს ასე ხსნიან: კაცი ნამაზის მიტოვებით იგივე სასჯელს დაიმსახურებს რაც ქააფირს მიცემა, ეს კი სიკვდილით დასჯაა. რადგან მისი ამგვარი საქმე ქააფირის საქმეს გავს.
ვინც ამბობს, რომ ნამაზის მიმტოვებელი სიკვდილით არ დაისჯება ისინი ამ საკითხში შემდეგ ჰადისს ეყრდნობიან: “მუსლიმანის სისხლი მხოლოდ ამ სამი რამისგან ერთი რომელიმეს გამომჟღავნების შემთხვევაში ჰალალი გახდება: ქორწინების შემდეგ თუ იმრუშებს, თუ უჯალატებს რჯულს ან უსამართლოდ მოკლავ ვინმეს.” [6]
ბოლო ჯამში რომელი სეხესდულების შერჩევაა საჭირო?
ჭეშმარიტად იმამ ებუ ჰანიფეს, იმამ ელ-მუზენისა და რეის (განხილვის) მომხრეთა შეხედეულებები, ისლამის ძირითად პირინციპებთან და პრაქტიკაში მყოფ წესებს უფრო შეესაბამება. უფრო უკეთესად ალლაჰმა იცის.
ვინც ამბობს, რომ ნამაზის მიტოვება ქაფირობას არ გამოიწვევს მათი არგუმენტები:
ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასეთი ნათქვამი გაიგონა: “განკითხვის დღეს მსახურს პირველად ფარზ ნამაზს მოკითხავენ. თუ ეს საკითხი სრულად აქვს პრობლემა არ ექნება, თუ არ ეწნება სრულად, მაშინ შეხედავენ ნაფილე (ნებაყოფილებით შესრულებული არასავალდებულო ნამაზი) თუ აქვსო. თუ მას ექნება ნაფილე ნამაზი ეს მის ნაკლულ ფარზ ნამაზებს შეავსებს. შემდეგ სხვა ფარძ საქმეებზეც ამგვარად გააგრძელებენ.” [7]
უბადე ბინ სამითისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი ასე ბრძანებს: “ვინც დაამოწმებს, რომ არა რსებობს სხვა ღვთაება გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, იესოც (სიმშვიდე და სალამი მას) ალლაჰის მსახური, მარიამისგან შობილი მისი სიტყვები და სულია, სამოთხე და ჯოჯოხეთი ჭეშმარიტია, ალლაჰი მას თავისი ამელით (რა ამელიც არ უნდა ქონდეს) სამოთხეში შეიყვანს.” [8]
ენეს ბინ მალიქისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემულ ერთ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს:
“-ეი მუაზ! შეეხმიანა მუაზ ბინ ჯებელს.
-ბრძანეთ ალლაჰის შუამავალო! მზად ვარ თქვენი ბრძანებისთვისო უთხრა და ალლაჰის შუამავალმა: (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
-რომელი მორწმუნეც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მისი მსახური და შუამავალია, ალლაჰი მისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლს ჰარამს გახდის. ამის შემდეგ მუაზმა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან.)
-ალლაჰის შუამავალო! ეს ადამşანებს ვუთხრა და ვახარო მათ? ალლაჰის შუამავალმა:
-მაშინ სულ ამას მიენდობიან და ამ ქვეყნად არაფერს აღარ გააკეთებენ! ბრძანა.” მუაზმა ეს ჰადისი მხოლოდ სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე გააცნო ხალხს, რადგან შიში ჰქონდა საფლავში არ ჩავიყოლო ეს ჰადისი და პასუხისმგებლობა არ მეტვირთოსო. [9]
ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასეთი ნათქვამია გადმოცემული: “ყოველ შუამავალს აქვს თავისი ვედრება, რომელიც აუცილებლებლად ახდება. ყოველმა მათგანმა იჩქარეს (ანუ ამქვეყნად გამოიყენეს ეს ვედრება). მე კი ჩემი უმმეთის (მიმდევრების) ქომაგობის იმედით ჩემი ვედრება განკşთხვის დღისთვის სევინახე. განკითხვის დღეს ვისაც ალლაჰისთვის თანაზიარი არ გაუჩენია ის მიიღებს ამას (ჩემს ქომაგობას) ინşალლაჰ (ალლაჰის ნებით).” [10]
ებუ ჰურეირესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს: “ჩემი ქომაგობით ყველაზე ბედნიერი კაცი ის იქნება ვინც წრფელი გულით თქვა ლაა ილააჰე ილლელლააჰ.” [11]
იბნი მესუდისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემულ ერთ-ერთ ჰადისში ალლაჰის სუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრზანებს: “მუსლიმანზე გინება ფისყი (ფასიყობა ანუ ცადვათა მიმართ უგულისყურობა) ხოლო მის წინააღმდეგ ბძოლა ქუფრია (ურწმუნოება.)”
ასევე კვლავ იბნი მესუდისან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემული ჰადისში ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს: “ვინც საკუთარი მამის გარდა სხვა ვინმეს შვილობას დაიჩემებს, ის აუცილებლად ქააფირი გახდება და ვინც დაეპატრონება ისეთ საქმეს რომელიც მას არ ეკუთვნის, ის ჩვენგან არ არის. მან ჯოჯოხეთში საკუთარი ადგილი გაიმზადოს.” [12]
ებუ ჰურეირე (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასეთ სიტყვას გვამცნობს: “ადამიანებში ორი რამ არსებობს, რითაც ქუფრს (ურწმუნოებას) ჩადიან: კაცის მოდგმაზე, ჯიშ-ჯილაგზე გინება და გარდაცვლილთათვის ხმამაღლა ტირილი.” [13]
იბნი ომერისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემულ ერთ-ერთ ჰადისში ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და ასალამი მას) ასე უთქვამს: “ომერ ბინ ხატტაბი, (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) საკუთარ მამაზე იფიცებოდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეს აუკრძალა და ასე უთხრა:
-ვინც ალლაჰის გარდა სხვა რამეზე დაიფიცოს ის ნამდვილად თანაზიარს უჩენს ალლაჰს (შირქს აკეთებს).” [14]
იბნი აბბასისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გაკეთებული ერთ ჰადისში, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს: “მათრობელა სასმელების მსმელი კაცი თუ მოკვდება (ანუ სასმელებს თავს არ გაანებებს, არ მოინანიებს და ასეთ მდგომარეობაში მოკვდება) ალლაჰის წინაშე ისე წარსდგება, როგორც კერპთაყვანისმცემელი.” [15]
ზემოთ ჩამოთვლილი ჰადისები ცხადყოფს რომ:
ა) ფარძი ნამაზის მიტოვება ქააფირობას (ურწმუნოებას) არ წარმოქმნის, მანამ სანამ კაცი მის აუცილებლობას არ უარყოფს.
ბ) ვინც ფარძ ნამაზებს არ ასრულებს ან ნაკლოვნად ასრულებს, ისინი ამას ნააფილე ნამაზებით შეავსებენ. ეს იმქვეყნის შესახებაა. ამ ქვეყნად კი გაცდენილი ნამაზების ანაზღაურება ფარძია.
გ) განკითხვის დღეს არასაკმარისი ფარძების ნააფილე ნამაზებით შევსება არგუმენტია იმისა, რომ ნამაზის მიმტოვებელი ქააფირი არ გახდება.
დ) ვისაც სწამს ალლაჰის ერთობის, წმინდა მუჰამმედის ალლაჰის მსახურობის და მისი შუამავლობის, (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იესო შუამავალი (სიმშვიდე და სალამი ამას), რომ ალლაჰის სიტყვებიდა და იგი შობილია მარიამის მიერ, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ჭეშმარიტობის, ის სამოთხეში შევა. რაც ცხადი არგუმენტია იმისა, რომ ნამაზის მიტოვების გამო კაცი ქააფირი არ გახდება.
ამავე დროს, ვინც ალლაჰის არსებობას, ერთობას, მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და საამიმას) ალლაჰის მსახურობას და შუამავლობას იწამებს და დაამოწმებს მისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლის ჰარამად დაწესების შესახებ გადმოცემაც გვამცნობს რომ ასეთი საქმე ქუფრის მიზეზი არ გახდება.
ასევე ამის არგუმენტია ის ჰადისიც სადაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრზანებს რომ, მისი უმმეთიდან ვინც ალლაჰს თანაზიარს არ გაუცენს (შირქს არ გააკეთებს) ალლაჰის ნებით მას ქომაგობას გაუწევს.
ასევე წრფელი გულით ლაა ილაჰე ილლელლაჰ მთქმელიც შუამავალის ქომაგობით ყველაზე ბედნიერ ადამიანებად არიან მოხსენებული ერთ-ერთ ჰადისში.
რაც შეეხება მუსლიმანთან ბრძოლას, ვინც მუსლიმანის სისხლს და ქონებას ჰალალად ჩათვლის და მას ებრძვის ის ქააფირია. მაგრამ ვინც მათ სისხლს და მათ ქონებას ალალად არ თვლის მაგრამ მაინც ებრძვის, ასეთი ადამიანი დიდ ცოდვას ჩადის. ჰადისში ნათქვამ სიტყვას “ვინც მათ ებრძვის ის ქუფრს (ურწმუნოებას) აკეთებს” ამნაირად ნმარტავენ.
შეგნებულად საკუთარი მამის ნაცვლად სხვისი შვილობის დამჩემებელი კაცის ურწმუნოებაც განმარტებას მოითხოვს. ვინც შთამომავლობის, გვარის, ჯიშის და ჯილაგის შესახებ ამბობს რომ არ არის საჭირო, ფუჭია და სისულელეა და ამის შედეგად მრუშობას და მსგავს უზნეობას დასაშვებად მიიჩნევს ასეთი კაციც ურწმუნოა. მაგრამ თუ თვითონ საკუთარი მამის გარდა სხვის შვილობას დაიჩემებს მაგრამ თვითონაც არ თვლის ამას ჰალალ საქმეს და მაინც აკეთებს ასეთი კაცი დიდ ცოდვას ჩადის ქააფირი არ არის.
დასკვნა
როგორც, ზემოთ მოყვანილ ჰადისებში ვხედავთ ფარძი ნამაზების უკმარისობას ნააფილე ნამზები ავსებს, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ნამაზის უარყოფის გარეშე არშემსრულებელი ქააფირი არ გახდება. მეორე ჰადისის შესახებ კი წინანდელიც და მერენდელი ალიმებიც ერთ საკითხს უდაოდ ეთანხმებიან, რომ “ლაა ილაჰე ილლელლაჰ მთქმელი სამოთხეში შევ” მინშვნელობის მქონე ჰადისი გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული. ას პირობები ფარძების შესრულება, დიდი ცოდვებისგან მორიდება და ნამოქმედარის მონანიებაა საჭირო. მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა არც საკმარისია და არც არავის სამოთხესი შეიყვანს. იმამი ნევევი ასე ამბობს: ‘ამ სიტყვისშესახებ მოყვანილი გადმოცემა განმარტებას მოითხოვს.’ “ვინც წარმოთქვამს ქელიმეი შეჰადას (სიტყვა მოწმობისა), იცხოვრებს მის მიხედვით და შეასრულებს ფარძებს, ის სამოთხეში შევა.” ჰასან ელ ბასრიც იგივე აზრისაა. იმამი ბუჰარი ამბობს, რომ “თუ ამას მონანიების შემდეგ იტყვის და მოკვდება მაშინ შევა სამოთხეში.” გარდა ამისა იმამ ნევევიმ ყველა შეხედულება მოკრიბა და მათგან საერთო აზრი გამოიტანა: “ალლაჰის არსებობაზე და მის ერთობაზე მორწმუნე და დამმოწმებელი მუვაჰჰიდს (მონოთეისტი), ან ყველაფერი ეპატიება და ისე შევა სამოთხეში ან შესაბამის სასჯელს მოიხდის და ისე შევა სამოთხესი. რაც შეეხება ჯოჯოხეთის ცეცხლის მისთვის ჰარამად დაწესებას აქ ნაგულისხმევია სამუდამოდ იქ დარჩენა.”
და ბოლოს ასე შეგვიძლია ვთქვათ
ა) ფარძების უარყოფის გარეშე მხოლოდ მისი შეუსრულებლობა კაც რწმენას არ დააკარგვინებს, მაგრამ დიდ ცოდვას ჩაიდენს.
ბ) მხოლოდ ქელიმეი შეჰადას (სიტყვა მოწმობისა) წარმომთქმელი და ალლაჰის ერთობაზე მორწმუნე ვინმე, შესაბამისი სასჯელის მოხდის შემდეგ სამოთხეში შევა, სამუდამოდ ჯოჯოხეთში არ დარჩება. ქელიმეი შეჰადეთის წარმოთქმა ალლაჰის არსებობაზე, მის ერთობაზე და მუჰამმედ შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ალლაჰის მსახურობაზე და შუამავლობაზე რწმენას და დამოწმებას ნიშნავს, რომელიც “ეშჰედუ ენ ლაა ილაჰე ილლელლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუუ ვე რასუულუჰ.” (ვამოწმებ რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია) სიტყვების თქმას და გულით დამოწმებას ნიშნავს.
მთარგმნელის შენიშვნა:
ძვირფასო ძმებო და დებო! როგორც ვხედავთ თემასთან დაკავშირებით დიდ ალიმებს განსხვავებული აზრი გამოუხატავთ, რაც იმაზე მიგვათითებს რომ არც ერთი მხარეა 100 % გასამართლებელი ან გასამტყუანებელი და არც მეორე მხარე, რადგან ორივე მათგანს თავიანთი შეხედულებისამებრ არგუმენტები მოჰყავთ. ასე რომ ეს საკითხი ერთ-ერთი სადაო და საეჭვო თემაა. მუსლიმანი საეჭვო საქმეებს უნდა გაურბოდეს და საიმედოს კარგად უნდა ებღაუჭებოდეს. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს:
“ჭეშმარიტად, ჰარამიც და ჰალალიც გარკვეულია. მათ შორის მყოფი საეჭვო რამეები არსებობს რის შესახებაც (ჰალალია თუ ჰარამია) ხალხის უმრავლესობამ არ იცის. ვინც საეჭვო რამეებს გაუფრთხილდება ეს მისთვის რწმენა და ღირსება იქნება. ვინც საეჭვო რამეებს უმნიშვნელოდ ჩათვლის ის ჰარამში ჩავარდება. მსგავსად მწყემსისა, რომელიც აკძალული ტერიტორიის განაპირას (ყანა-ჭალა, ბაღ-ვენახი) აბალახებს ცხვრებს და დიდი საფრთხეა, რომ ცხვრებმა გადავიდნენ აკრძალულ ტერიტორიაზე. ალლაჰის აკრძალული ტერიტორიაც ჰარამებია. ესეც კარგად დაიხსომეთ, რომ ადამიანის სხეულში არსებობს ერთი ხორცის ნაჭერი. თუ ის წესიერი იქნება მთელი სხეული ექნება წესიერი, თუ ეს გაფუჭებული იქნება მთელი სხეული ექნება გაფუჭებული. ეს ხორცის ნაჭერი გულია.” [16]
ჰადისის განმარტება: რწმენის დაცვის ყველაზე კარგი და სანდო გზა საეჭვო რამეებისგან შორს დგომაა.
ვინაიდან საეჭვო რამეებით ქმედება ჰარამთან ახლოს დგას ნუ დავტოვებთ საკუთარ საქმეს, საეჭვოდ და ნუ ვივლით გზის კიდეზე, რდაგან ეს დიდი ალბათობაა გზიდან აცდენის. ყოველთვის გზის შუაზე ვიაროთ და არ ავცდებით გზას. ასე რომ ამ თემასთან დაკავსირებით ყველაზე სანდო და უტყუარი ის არის რომ მუსლიმანმა დღეში ხუთჯერ, დროულად, ალლაჰის სიყვარულით დიდი მოწიწებითა და გულწრფელად ნამაზი უნდა შეასრულოს. მუსლიმანისთვის ამაზე სანდო და გამართლებული გზა არ არსებობს. ალლაჰმა უკეთესად იცის!
[1] მუსლიმ, იმან, 134; ებუ დავუდ, სüნნე, 15. თირმიზი, იმან, 9; იბნი მაცე, იყამე, 17; დარიმი, სალათ, 29.
[2] ნესაი, სალათ, 8; თირმიზი, იმან, 9; იბნი მაჯე, იყამე, 77, ფითენი 23; აჰმედ, 5/334, 355.
[3] სურა ნისა 4/48.
[4] ბუჰარი და მუსლიმი.
[5] სურა თევბე, 9/5.
[6] ბუჰარი, დიეტ, 6, მუსლიმ, ყასამე,25, 26; ებუ დავუდ, ჰუდუდ, 1; თირმიზი, ჰუდუდ, 15; ნესაი, თაჰრიმ, 1; დარიმი, სიერ, 11; აჰმედ, 1/61, 63, 65, 70, 163, 382, 444, 465, 6/187, 214.
[7] თირმიზი, სალათ, 188; ებუ დავუდ, სალათ, 145, ნესაი, სალათ, 6, თაჰრიმ, 2; იბნი მაჯე, იყამე, 202; დარიმი, სალათ, 91, აჰმედ, 2/290, 425, 4/65, 103, 5-72, 377.
[8] buhari da muslimi.
[9] buhari da muslimi.
[10] მუსლიმ, იმან, 334, 335, 337, 341, 345; ბუჰარი, დაავათ, 1; თირმიზი, დაავათ, 130; იბნი მაჯე, ზუჰდ, 37; დარიმი, რიყაყ, 85, აჰმედ, 1/281, 295.
[11] ბუჰარი, ილიმ, 33, რიყაყ, 51; აჰმედ, 27373.
[12] ბუჰარი, იმან, 36, ედებ 44; მუსლიმ, იმან, 116; თირმიზი, ბირრ, 51, იმან, 15; ნესაი, თაჰრიმ, 27; იბნი მაჯე, ფითენ, 4; აჰმედ, 1/176, 178, 385, 411, 433, 454, 5; ველაა, 3; ნესაი, ჰუდუდ, 36, ვასაია, 6; დარიმი, სიერ, 81, ფერაიზ, 2; აჰმედ 2/118, 5/38, 46.
[13] მუსლიმ, იმან, 121.
[14] თირმიზი, ნეზირ, 9; ნესაი, ეიმან, 4; იბნი მაჯე, ქეფფარაათ, 2; დარიმი, ნეზირ, 6; აჰმედ, 1/47, 2/34, 67, 69, 87, 125, 142.
[15] აჰმედ, 1/272, 2/69, 128, 134, 164, 201, 203, 3/14, 28, 83, 226, 399, 6/441.
[16] ბუჰარი, იმან 39
|