თავის დროზე შეუსრულებელი ნამაზის ანაზღაურება
დრო ნამაზის პირობებიდან ერთ-ერთია. გამოუვალი მდგომარეობის გარდა სხვა მიზნით ნამაზის თავის დროზე შეუსრულებლობა დიდ ცოდვად ითვლება. ამავე დროს იმ მადლის მიღება რაც კონკრეტული ნამაზისთვის განკუთვნილია სხვა არცერთ დროს არ მიიღება. მაგრამ გინდ გამოუვალი მდგომარეობის გამო და გინდ სხვა მიზეზით მიტოვებული ნამაზი ვალად გვრჩება და ისინი აუცილებლად უნდა ავანაზღაუროთ.
ენეს ბინ მალიქისგან (კ. ა. მ.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ა. ლ. ს. მ.) ასე ბრძანა: “ვისაც ნამაზის შესრულება დაავიწყდება, მან გახსენებისთანავე შეასრულოს. ამის გარდა მას არანაირი გამოსასყიდი არ აკისრია.”[1]
მუსლიმი ამ ჰადის თავის საჰიჰ ჰადისთა კრებულში ამგვარად გადმოგვცემს: “რომელიმე თქვენგანს თუ ჩაეძინება და ნამაზი გაუვლის ან ნამაზი დაავიწყდება, მან გახსენების თანავე შეასრულოს.” [2]
ებუ ჰურეირესგან (კ. ა. მ.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ა. ლ. ს. მ.) ასე ბრძანებს: “ვისაც ნამაზი დაავიწყდება მან გახსენებისთანავე შეასრულოს იგი.”[3]
ებუ კათადესგან გადმოცემულის მიხედვით ასეა ნათქვამი:
მათ ალლაჰის შუამავალს (ა. ლ. ს. მ.) უთხრეს, რომ ჩაეძინათ და ნამაზი ვერ შეასრულეს. ალლაჰის შუამავალმა (ა. ლ. ს. მ.) ამის თაობაზე ასე ბრძანა: “ჭეშმარიტად ძილში უგულისყურობა (შეგნებულად ნამაზის მიტოვება, სიზარმაცე და ნამაზის დაუფასებლობა) არ არის; უგულისყურობა მხოლოდ მღვიძარე მდგომარეობაშია. ასე რომ რომელიმე თქვენგანს დავიწყების ან ძილის გამო რომელიმე ნამაზი თუ გაუვლის ის გახსენებისთანავე შეასრულოს.” [4]
ჰადისებზე დაკვირვებით შემდეგი დასკვნა გამოგვაქვს:
1. თავის დროზე შეუსრულებელი ნამაზის პირველივე შესრულების შანსის გაჩენის თანავე შესრულება ფარძია.
2. თავისდროზე შეუსრულებელი ნამაზის გამოსასყიდი მისი ანაზღაურებაა.
3. ვინც შეგნებულოდა და სიზარმაცით მიატოვა ნამაზი შემდეგში ანაზღაურება მისთვის არ არის გამოსავალი. (ეს აზრი ზაჰირებისგან დავუდსა და იბნი ჰაზმს ეკუთვნის)
4. მძინარე პიროვნება ძილის დროს მომხდარით პასუხისმგებელი არ არის.
ჰადისებზე დაყრდნობით მუჯთეჰიდ იმამებმა და სხვა ალიმებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოხატეს.
ა) ჰანეფი იმამების მიხედვით:
კაცმა, რომელმაც ფარძი ნამაზი არ შეასრულა ან ვერ შეასრულა, მან გახსენებისთანავე დროის ფარძის შესრულებამდე უნდა შეასრულოს. რადგან გავლილი ნამაზსა და დროის ფარძ ნამაზს შორის თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. იმამი შაფის მიხევით ეს მუსთეჰაბია ანუ თუ ასე მოიქცევი კარგია თუ აერა და დიდი არაფერი არ დაშავდება. თუ თანმიმდევრობა არ იქნება დაცული ამ მეზჰების მიხედვით არაფერია. რადგან იმამი შაფის მიხედვით ყოველი ნამაზი თვითონ ერთი ფენომენია და მას სხვა პირობა არ სჭირდება.[5]
ჰანეფი ალიმებს ამ საკითხში ალლაჰის შუამავალის (ა. ლ. ს. მ.) შემდეგი ჰადისი მოჰყავთ არგუმენტად:
“ვისაც ჩაეძინება და ნამაზი გაუვლის ან დაავიწყდება და არ შეასრულებს ნამაზს და მას მხოლოდ იმამთან ერთად ნამაზზე დგომისას გაახსენდება ეს ნამაზი, ჯერ ის ნამაზი დაასრულოს რომელზეც დგას, შემდეგ ის გავლილი ნამაზი შეასრულოს, რომელიც გაახსენდა და იმამთან ერთად შესრულებულ ნამაზს კვლავ ნუღარ შეასრულებს.”[6]
ბ) შაფი იმამების მიხედვით:
იმამი შაფის გადმოცემის მიხედვით ამ საკითხზე ასე უთქვამს:
“ვინც თავისდროზე არ შეასრულა ნამაზი და მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც უკვე სხვა ნამაზის შესასრულებლად დგას, ის კაცი ამ ნამაზს ვერ მოშლის ის აუცილებლად უნდა დაასრულოს. ამ მდგომარეობაში გინდ იმამი იყოს, გინდ იმამზე მიმყოლი და გინდ ნამაზის მარტოდ შემსრულებელი მნიშვნელობა არააქვს. ნამაზის დასრულების შემდეგ იმ გავლილ ნამაზს შეასრულებს რომელიც გაახსენდა. ამის მსგავსად დროის ნამაზის დაწყებამდე, რომ გაახსენდეს გავლილი ნამაზი და მან მაინც დროის ნამაზის შესასრულებლად დადგეს, ის მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს და მისი შესრულებული ნამაზი სრულად ჩაითვლება. დროის ნამაზის დასრულების შემდეგ იმ გავლილ ნამაზს შეასრულებს, რომელიც გაახსენდა. მაგრამ უკეთესია დროის ნამაზის დაწყებამდე თუ გაიხსენებს გავლილ ნამაზს და დროც ხელს თუ უწყობს ანუ თუ არ არსებობს დროის ნამაზის გავლის საფრთხე, უმჯობესია ჯერ შეასრულოს გავლილი ნამაზი და შემდეგ დროის ნამაზი. ვალად დარჩენილი ნამაზები თუნდ ერთი დღის და თუნდ ერთი წლის იყოს დაგროვილი მნიშვნელობა არააქვს.”[7]
გ) ჰანბელი იმამების მიხედვით:
თუ ვინმეს დროის ნამაზის შესასრულებლად დადგომის შემდეგ გაახსენდება, რომ მას ვალად აქვს გავლილი ნამაზი, მან ჯერ ეს ნამაზი უნდა დაასრულოს და აიმის შემდეგ შეასრულებს გავლილ ნამაზს. ხოლო თუ დრო იქნება უმჯობესია დროის ნამაზი კვლავ შეასრულოს, რომელიც გავლილ ნამაზზე წინ შეასრულა. რადგან ვალად დარჩენილი ნამაზების თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. ამის შესახებ ბევრ ადგილას მტკიცე არგუმენტები არსებობს. მაგალითად ებუ დავუდის გადმოცემით ასეა ნათქვამი: “ვინც ერთი წლის ნამაზი მიატოვა, მან ესენი უნდა აანაზღაუროს და ამ გავლილ ნამაზებს თუ გაიხსენებს შესრულებულ ყველა ნამაზს თავიდან შეასრულებს. იბნი ომერისგან ნამაზის თანმიმდევრობის აუცილებლობის შესახებ გადმოცემები არსებობს. ამავე დროს ნეჰაისგან, რებია, იაჰია ელ-ანსარისგან, იმამი მალიქი, იმამი ლეისი, იმამი ებუ ჰანიფე და ისჰაყ ბინ რაჰუესგანაც იგივე აზრის დამამოწმებელი გადმოცემები არსებობს. იმამი შაფი ამბობს, რომ “თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელი არ არის.”
ჰანბელი ალიმები ამ თემის დასაწყისში მოყვანილ ჰადისსაც და იმამ აჰმედის მიერ დადგენილ ამ ჰადისსაც არგუმენტად იყენებენ:
“ალლაჰის შუამავალმა (ა. ლ. ს. მ.) ჰენდეკის ომის დღეს ოთხი ნამაზი ვერ შეასრულა და შემდეგ ისინი თანმიმდევრობით აანაზღაურა და ასე ბრძანა: როგორც მე დამინახეთ ნამაზის შესრულებისას თქვენც იგივენაირად შეასრულეთ.”
კიდევ იმამ აჰმედს ებუ ჯუმა ჰაბიბ ბინ სიბასგან ასეთი ნათქვამი აქვს გადმოცემული: “ალლაჰის შუამავალმა (ა. ლ. ს. მ.) აჰზაბის წელს საღამოს ნამაზის შესრულების შემდეგ იკითხა:
- თქვენგან ვინმემ თუ იცის შევასრულე თუ არა შუა ნამაზი?
ამაზე საჰაბიებმა მიუგეს:
- ალლაჰის შუამავალო! თქვენ ის არ შეგისრულებიათ. ამის შემდეგ შუამავალმა მუეზინს უბრძანა ყამეთი გააკეთებინა და გავლილი შუა ნამაზი აანაზღაურა შემდგ კი საღამოს ნამაზი კვლავ შეასრულა.” ესეც თანმიმდევრობის აუცილებლობაზე მამოწმებელი არგუმენტია.[8]
დ) მალიქი იმამების მიხედვით
იმამი მალიქი ასე ამბობს:
“ფარძი ნამაზის შესრულებისას ვინმეს თუ გაახსენდება, რომ მას რომელიმე წინა ნამაზი არ შეუსრულებია და ვალი აქვს. თუ ეს პიროვნება მარტოდ ასრულებს ნამაზს და თანაც ახალ დაწყებული აქვს, მან ეს ნამაზი უნდა მიატოვოს ჯერ გამოტოვებული ნამაზი აანაზღაუროს და შემდეგ ის დროის ნამაზი შეასრულოს, რომელიც დაწყებული ქონდა და მიატოვა. თუ ამ პიროვნებას ნამაზის ერთი მუხლი უკვე სრულად აქვს შესრულებული მაშინ არ მიატოვოს ნამაზი მეორე მუხლიც შეასრულოს და ორ მუხლზე დაასრულოს; ხოლო თუ სამი მუხლი აქვს შესრულებული მაშინ ნუღარ მოშლის ნამაზს დაასრულოს და შემდეგ აანაზღაუროს გავლილი ნამაზი.”
მალიქი იმამებისგან იბნი ყასიმი ამბობს:
“ფარძი ნამაზის დაწყების შემდეგ თუ გაახსენდება, რომ მას რომელიმე წინა ნამაზი არ შეუსრულებია, თუნდ სამი მუხლიც, რომ ქონდეს შესრულებული ჩემი აზრით უფრო უკეთესი იქნება შეწყვიტოს ეს ნამაზი ჯერ გავლილი ანუ ვალად დარჩენილი ნამაზი აანაზღაუროს ხოლო შემდეგ დროის ნამაზი შეასრულოს.”
ამ საკითხთან დაკავშირებით იმამი მალიქი კიდევ ასე ამბობს:
“დავიწყებული ნამაზი თუ შუადღისა და შუა ნამაზის შესრულების შემდეგ გაახსენდება და მზე ჯერ კიდევ არ იქნება ჩასული ანუ დრო იქნება იმისა, რომ ჯერ შეასრულოს დავიწყებული ნამაზი და შემდეგ შუადღისა და შუა ნამაზები თავიდან შეასრულოს, მაშინ ჯერ ის ნამაზი უნდა შეასრულოს, რომელიც დაავიწყდა და შემდეგ შუადღისა და შუა ნამაზებს თავიდან შეასრულებს. თუ მზის ჩასვლამდე იმდენი დროა დარჩენილი, რომ დავიწყებული ნამაზის შემდეგ მხოლოდ ერთი ნამაზის შესრულებას მოასწრებს, მაშინ ჯერ დავიწყებულ ნამაზს აანაზღაურებს და შემდეგ მხოლოდ შუა ნამაზს თავიდან შეასრულებს.[9]
თემასთან დაკავშირებით სხვა გადმოცემები, შეხედულებები, კომენტარები და აზრთა სხვადასხვაობები
ებუ ჯაფერ ეთთაჰავის ამ თემასთან დაკავშირებით თექვსმეტამდე გადმოცემა აქვს დადგენილი. ჩვენ მათგან მხოლოდ რამოდენიმეს მოვიყვანთ რაც თემის უკეთ გაგებას შეუწყობს ხელს.
მუჰბირ (ან მუჰმირ) ბინ აჰი ნეჯაში (კ. ა. მ.) ამბობს:
“ერთხელ მგზავრობისას ალლაჰის შუამავალთან (ა. ლ. ს. მ.) ერთად ვიყავი. დავიძინეთ და მხოლოდ მაშინ გამოგვეღვიძა, როდესაც მზის მცხუნვარებამ შეგვაწუხა. შემდეგ იქედან წამოვედით. (მეორე დღეს დილით) ალლაჰის შუამავლის (ა. ლ. ს. მ.) წინამზღვრობით ნამაზი შევასრულეთ. როდესაც გათენდა და მზე კარგად ამოვიდა ბილალს (კ. ა. მ.) ეზნის კითხვა უბრძანა, შემდეგ ყამეთის კითხვაც უბრძანა ჩვენც ეს ნამაზი შევასრულეთ. ნამაზის შესრულების შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ა. ლ. ს. მ.) ასე ბრძანა:
-ეს ჩვენი გუშინდელი ნამაზია.”[10]
ეს ჰადისი ცხადად მოწმობს, რომ ალლაჰის შუამავალს (ა. ლ. ს. მ.) გავლილი დილის ნამაზი შუადღის ან შუა ნამაზის ერთად არ შეუსრულებია და იგი მეორე დღეს დილის ნამაზთან ერთად აუნაზღაურებია, რაც იმაზე მეტყველებს რომ შუამავალსაც (ა. ლ. ს. მ.) და საჰაბიებსაც ნამაზის თანრიგზე და დროზე უყურადღებონი არ ყოფილან. მაგრამ ამ ჰადისის გადმომცემთაგან მესლემ ბინ ალქამეს სისუსტე აჰმედ ბინ ჰანბელს ამ სიტყვებით აქვს გადმოცემული: “სუსტი შეიხია, დავუდისგან რამოდენიმე მოუწონარი გადმოცემები აქვს გადმოცემული.” იაჰია ბინ მაინი კი ამბობს რომ ის “სიყა” ანუ სანდოა. ებუ ჰათიმიც მის შესახებ ამბობს, რომ “სალიჰულ-ჰადის” ანუ ჰადისების გადმოცემაში გულწრფელი კაცია და მის მიერ გადმოცემული ჰადისების არგუმენტად გამოყენება შესაძლებელია. ვინაიდან ამ პიროვნების შესახებ ორი განსხვავებული აზრი არსებობს მუჯთეჰიდი იმამების უმრავლესობას მის მიერ გადმოცემული ჰადისები არგუმენტად არ გამოუყენებიათ.[11]
ზემოთ მოყვანილ ნეჯაშის მიერ გადმოცემულ ჰადისს აძლიერებს კიდევ ერთი საჰაბის სემურე ბინ ჯუნდების (კ. ა. მ.) გადმოცემა: “ვისაც რომელიმე ნამაზი დაავიწყდება და ვერ შეასრულებს, როცა გაახსენდება იგი მეორე დღეს იმავე დროს შეასრულოს.”[12]
ესეც იმაზე მეტყველებს, რომ დავიწყებული ნამაზის გახსენების შემთხვევაში მეორე დღეს იგივე დროს ანაზღაურებაა საჭირო, უფრო მეტიც სუნნეთია.
ამ ჰადისი გადმომცემთაგან ჰამმად ბინ სელემეს შესახებ იმამი აჰმედ ბინ ჰანბელი ასე ამბობს: “ის ჰადისების დაზეპირების საკითხში ადამიანთა შორის ყველაზე მცოდნე იყო.” იბნი მაინი კი ასე ამბობს: “ჰადისების გამორჩევის საკითხში ადამიანთა შორის ყველაზე მცოდნე იყო. თუ ვინმე ნახოთ, რომელიც მას ენას უგრძელებს და ცუდს ამბობს მის შესახებ, ეჭვი გქონდეთ იმ პიროვნებაზე, რომ ისლამის მოწინააღმდეგეა...” ამრ ბინ სელემეს გადმოცემით ჰამმადმა 10.000-ზე მეტი ჰადისი იცოდა.[13]
გამოდის, რომ ეს ჰადისი არგუმენტად გამოყენებისათვის საკმაოდ ძლიერია და თამამად შეგვიძლია მას ვენდოთ, როგორც მტკიცე არგუმენტს. გარდა ამ ორი ჰადისისა კიდევ არის განსხვავებული აზრის მქონე კიდევ ორი გადმოცემა:
იბნ ებუ მერიემის მამისგან გადმოცემის მიხედვით, მას ასე უთქვამს: “ალლაჰის შუამავალთან (ა. ლ. ს. მ.) ერთად საჰაბიებს ჩაეძინათ და ნამაზი ვერ შეასრულეს. მაშინ გამოეღვიძათ, როდესაც მზე უკვე ამოსული იყო. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ა. ლ. ს. მ.) ბილალს ეზნის კითხვა უბრძანა, შემდეგ ორი მუხლი სუნნეთი შეასრულა, შემდეგ ყამეთის კითხვა უბრძანა ამგვარად (გავლილი ნამაზის) ფარძი შეასრულეს.”[14]
ჰადისის გადმომცემთა შორის ათა ბინ საიბი თაბიინისგან (მორწმუნე, რომელმაც საჰაბეს მოესწრო) ერთ-ერთი მოწინავე პიროვნებაა. ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მეხსიერება საკმაოდ დაუქვეითდა. ამიტომაც აჰმედ ბინ ჰანბელი მის შესახებ ასე ამბობდა: “ათასგან რაც ადრე გაიგონეთ ისინი სწორი და მართალია; ხოლო რაც შემდეგ ანუ ხანში შესულობისას გაიგონეთ ის დიდ მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს.” იაჰია ბინ მაინი კი ასე ამბობს: “მისი გადმოცემები არგუმენტად არ გამოიყენება.”[15]
ამიტომაც ზემოთ მოყვანილი ჰადისი ათამ ახალგაზრდობისას გადმოცემითაა თუ ხანში შესულობისას გაურკვეველია, რის გამოც მუჯთეჰიდ იმამთა უმრავლესობა ამ ჰადისს არგუმენტად არ იყენებს.
ამ გადმოცემასთან ერთად გავლილი ნამაზის გახსენებისთანავე შესრულებაა ნაბრძანები. ენესისგან (კ. ა. მ.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ა. ლ. ს. მ.) ასე ბრძანებს: “ვისაც ნამაზი დაავიწყდება და ვერ შეასრულებს მან გახსენებისთანავე შეასრულოს იგი.”[16]
ამ მნიშვნელობით ერთი გადმოცემა კათადესგანაც არის გადმოცემული. ამ ბოლო გადმოცემის გამაძლიერებელი რამოდენიმე გადმოცემა კიდევ არსებობს, რომლებიც თემის დასაწყისში მოვიყვანეთ. “ვისაც ნამაზის შესრულება დაავიწყდება, მან გახსენებისთანავე შეასრულოს. ამის გარდა მას არანაირი გამოსასყიდი არ აკისრია.” ამავე მნიშვნელობის ენესის ჰადისიც იგივე წინადადებიდანაა.
ამგვარად თაჰავის მიერ გადმოცემული ჰადისები ჩვენ ორ განსხვავებულ დასკვნას გვაძლევს.
1- ვალად დარჩენილი ნამაზი მეორე დღეს იგივე დროს უნდა შესრულდეს ან ასე გაკეთება სუნნეთია.
2- ვალად დარჩენილი ნამაზი გახსენებისთანავე უნდა შესრულდეს.
თაჰავის, როგორც ჰადისების სიძლიერესა და სისუსტეზე არ გაუმახვილებია ყურადღება ასევე არც მტკიცე დასკვნა არ დაუფიქსირებია.
ჰადისებიდან გამოტანილი საბოლოო დასკვნები
1- ვალად დარჩენილი ნამაზი, დროის ფარძზე წინ უნდა შესრულდეს, მაგრამ თუ დრო მცირეა მაშინ ჯერ დროის ფარძი და შემდეგ გავლილი ნამაზის ფარძი შესრულდება. (ჰანეფი მეზჰების მიხედვით)
2- ვალად დარჩენილი ნამაზი გახსენებისთანავე, თუ დროის ფარძი უკვე დაწყებულია ფარძის შემდეგ შესრულებაც შეიძლება. (შაფი მეზჰების მიხედვით)
3- თუ დროის ფარძის დაწყების შემდეგ გაახსენდება შეუსრულებელი ნამაზი, მაშინ დაასრულებს დროის ფარძს, შემდეგ აანაზღაურებს გავლილ ნამაზს და თუ საკმარისი დრო იქნება დროის ფარძს კვლავ შეასრულებს. (ჰანბელი მეზჰების მიხედვით)
4- დროის ფარძის დაწყების თანავე ანუ თუ დაწყებიდან ცოტა დროა გასული და ერთი მუხლიც არ აქვს შესრულებული, მაშინ შეწყვეტს ამ ნამაზს და ჯერ ვალად დარჩენილ ნამაზს აანაზღაურებს. თუ ერთი მუხლი უკვე შესრულებული აქვს მეორესაც შეასრულებს და ისე შეწყვეტს. თუ სამი მუხლი აქვს უკვე შესრულებული მაშინ უნდა დაასრულოს ოთხივე მუხლი ფარძი და შემდეგ აანაზღაუროს ვალად დარჩენილი ნამაზი. (მალიქი მეზჰების მიხედვით)
5- გავლილ ნამაზს, გახსენებისთანავე შესრულების გარდა სხვა გამოსასყიდი არააქვს.
6- ძილის გამო, ანუ უნებლიედ გამოუღვიძებლობის გამო ნამაზის გამცდენი ცოდვილად არ ჩაითვლება. რადგან ჩაძინება და დილის ნამაზზე გამოუღვიძებლობა კაცის ნებას არ ექვემდებარება. რათქმაუნდა აქ მხედველობაში არ გვაქვს შეგნებულად გამოუღვიძებლობა ან წინასწარ გამოსაღვიძებლად შესაბამისი ზომების არ მიღება.
[1] ბუჰარი, მევაქით: 37; მუსლიმ, მესაჯიდ: 309, 314, 315; ებუ დავუდ, სალათ: 11; თირმიზი, სალათ: 16, 17; ნესაი, მევაქით: 52, 54; იბნი მაჯე, სალათ: 10; დარემი, სალათ: 26; ტაბერანი, სალათ: 25, სეფერ: 77, აჰმედ: 3/100, 243, 237, 269, 282, 5/22.
[2] მუსლიმ, მესაჯიდ: 316; ტაბერანი, ვუყუ: 26; აჰმედ: 3/184, 216.
[3] ნესაი, მევაქით: 52, 54; თირმიზი, სალათ: 16, 17; ებუ დავუდ, სალათ: 11.
[4] მუსლიმ, მესაჯიდ: 311; ებუ დავუდ, სალათ: 11; თირმიზი, მევაქიტ: 16; ნესაი, მევაქიტ: 53; იბნი მაჯე, სალათ: 10; აჰმედ: 5/305.
[5] შერჰუ ფეთჰილ-ყადირ, ყაზა-ი ფევაით: 1/346.
[6] ებუ დავუდ, სალათ: 11; ნესაი, მევაქით: 53; იბნი მაჯე, სალათ: 10; დარემი, სალათ: 26.
[7] ელ-უმმ, სალათ-ი ფაითე: 1/78.
[8] el-muRni, 1/607.
[9] ელ-მუდევვენეთულ-ქუბრა, ყაზა-ი სალათ: 1/139.
[10] შერჰუ მეანილ-ასარ, ყაზა-ი სალათ: 1/484, 465.
[11] mizanul iTidal: 4/109, 8526.
[12] მუსლიმი.
[13] მიზანულ ითიდალ: 1/580, 2251.
[14] შერჰუ მეანილ-ასარ: 1/465.
[15] მიზანულ-ითიდალ: 3/70, 5641.
[16] შერჰუ Mეანილ-ასარ: 1/466.
|