მასტურბაციის შესახებ

მასტურბაციის მიმართ შარიათის შეხედულება

 

კითხვა:

ახალგაზრდობის მწვერვალს მიღწეულ ახალგაზრდას სქესობრივი გრძნობების გაკონტროლება მხოლოდ რამოდენიმე გზით შეუძლია:

პირველი ქორწინების გზით. მაგრამ დანიშნული გოგოს მცირეწლოვანობის გამო სამი-ოთხი წელი ლოდინი უწევს.

ისეთი ვინმეს შერთვა ვინთავის ოჯახს არ სურს. ამგვარად მოქცევის შემთხვევაში შეიძლება მთელმა ოჯახმა გაუწყრეს უფრო მეტიც შეიძლება ოჯახს მოწყდეს კიდეც.

 ვიდრე მისი დანიშნული გაიზრდება მანამდე დროებით სხვაზე ქორწინება, მაგრამ ესეც მუთას მსგავსია და მიუღებელია.

 ლტოლვის დასაოკებლად მარხვაც შეუძლია, მაგრამ ისეთ ადგილას მუშაობს სადაც მთელი დღე მძიმე საქმე უწევს და ასეთ მდგომარეობაში ვერ მარხულობს.

უკანასკნელი გამოსავალი იმისა, რომ არ იმრუშოს მასტურბაციის გაკეთებაა. დაშვებულია თუ არა ახალგაზრდამ მრუშობისგან თავდაცვის მიზნით მასტურბაციას მიმართოს?

პასუხი:

მასტურბაციის შესახებ ისლამის სწავლულთა აზრი სამი განსხვავებული მიდგომით აღინიშნება:

1. დასაშვებია, მაგრამ ზნეობრივი ნორმების მიხედვით მიუღებელია, რის გამოც მექრუჰად და არა სასურველ საქმედ მიიჩნევა. ამ აზრზე მყოფნი ამბობენ რომ არსად არ არის ნაბრძანები, რომ ეს საქმე ჰარამია და არგუმენტად შემდეგი აიათი მოჰყავთ:

وَقَدْ فَصَّلَ لَكُم مَّا حَرَّمَ عَلَيْكُمْ

ჭეშმარიტად ალლაჰმა თქვენ დაწვრილებით გამცნოთ რაც თქვენთვის აკრძალულია.”[1] და ამბობენ, რომ ვინაიდან ეს ალლაჰის მიერ გაცხადებულ აკრძალულთა სიაში არ შედის დასაშვებია.

იბნი ჰაზმი ამ აზრს თავისმუჰალლასახელობის ნაშრომში არგუმენტებთან ერთად დეტალურად წარმოდგენილი აქვს. მხოლოდ ათამ ამის შესახებ მექრუჰიაო თქვა.[2]

დიდი სწავლული ალუუსი, თავის რუუჰულ მეაანიიდ სახელობის ნაშრომში იმამი აჰმედ ბინ ჰანბელის შემდეგ აზრს უთმობს ადგილს: “ეს საქმე ისეთივე ნაირად დასაშვებია როგორც სისხლის აღება.”[3]

2. ჰარამია. მაგრამ მრუშობისგან თავდასაცავად თუ ამას გააკეთებს იმის იმედი არის, რომ ამისთვის სასჯელს არ მიიღებს. ეს ჰანეფი მეზჰების სწავლულთა შეხედულებაა. რედდულ მუჰთარ სახელობის ნაშრომში ეს საქმე ჰარამადაა მოხსენებული და შესაბამისად სასჯელსაც იმსახურებს, გამონაკლისი მხოლოდ მრუშობის თავიდან აცილების მიზნით გაკეთებაა.[4]

სწავლული ალუუსი იბნი ჰუმამის მსგავს შეხედულებასაც გადმოგვცემს[5] და მსგავს შეხედულებას ასევე სწავლული იბნი აბიდდინი გადმოგვცემს ებულ-ეისისგან. ამ შეხედულების მიმართ განსაკუთრებული ისლამის კანონი არ მოიპოვება იგი ზოგადი ისლამის წესების მიხედვითაა ნათქვამი. მაგალითად: გამოუვალ მდგომარეობაში აკრძალულებზე ნიბის დართვა და ორი მიუღებელი რამის გარდაუვალობისას ყველაზე უფრო ნაკლები ზარალის მქონეს არჩევის მსგავსად.

3. უეჭველად ჰარამია. იმამი შაფის და იმამი მალიქის აზრი ასეთია. მათ მუმინუნ სურას შემდეგი აიათი მოჰყავთ არგუმენტად:

وَالَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَافِظُونَ ﴿٥﴾ إِلَّا عَلَىٰ أَزْوَاجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ﴿٦﴾ فَمَنِ ابْتَغَىٰ وَرَاءَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْعَادُونَ﴿٧﴾

ისინი, რომელნიც იცავენთავიანთ სარცხვენელთ, გარდა მეუღლეებთან და რაც მათ ხელს ქვეშაა და ისინი ნამდვილად არ განიკიცხებიან. ხოლო ვინც გადავიდეს ამ ზღვარს მიღმა, აი ისინი არიან ზღვარგადასულნი.”[6]

             ამ აიათების არგუმენტად მოყვანისას ამბობენ, რომ: “ნიქაჰით შერთული ცოლისა და ჯარიეს გარდა, მრუშობის, მასტურბაციის, კაცებთან კავშირის დამყარების ან სხვა მსგავსი გზით სქესობრივი სურვილების დაოკების ყოველი ფორმა ყურანის მიხედვით ჰარამია.” შემდეგ ქვემოთ მოყვანილი ჰადისებით თავიანთ შეხედულებას ამყარებენ:

ალლაჰის სასქესო ორგანოებით მოთამაშეებს დასჯის.”

დიდი სწავლული ალუუსი ამ ორ ჰადისს თავისრუჰულ მეაანიდსახელობის ნაშრომშიც უთმობს ადგილს. იბნი ქესირი ზემოთ მოყვანილი აიათის თეფსირისას შემდეგ ჰადისს გადმოგვცემს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ეს ჰადისი ღარიბი[7] და მის გადმომცემთა შორის ერთი გადმომცემელი უცნობია.

განკითხვის დღეს უზენაესი ალლაჰი შვიდი კატეგორიის ხალხს არც სახეზე შეხედავს, არც განწმენდს და არც სხვა ხალხთან ერთად შეკრებს მათ. ისინი ჯოჯოხეთში პირველად შემსვლელთა შორის იქნებიან. გამონაკლისი მხოლოდ მომნანიებელნი იქნებიან, ალლაჰი მომნანიებელთ მიუტევებს. ესენი არიან:

1.      საკუთარ ხელთან ნიქაჰის გამკეთებელნი. (მასტურბაციის მკეთებელნი)

2.      იმის მკეთებელნი, რასაც ლუთის ტომი აკეთებდა. (ჰომოსექსუალობა)

3.      ამ საქმეების მხარდამჭერნი.

4.      ალკოჰოლის მსმელნი.

5.      საკუთარი მშობლების გამლახველნი.

6.      მეზობლების შემწუხებლები.

7.      მეზობლის ცოლთან მომრუშენი.

ამ სხვადასხვა არგუმენტებზე და შეხედულებებზე გადახედვის შედეგად ცხადი ხდება რომ პირველი შეხედულება ძალიან სუსტია და არასწორია. ვინაიდან ეს ალლაჰის ხსენებულ ჰარამთა რიცხვს არ მიეკუთვნება იმას არ ნიშნავს რომ ყოველი ჰარამის დასახელება აუცილებელია. პირიქით უფრო ლოგიკური იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ყურანში ჰარამისა და ჰალალის ზოგადი თეორიაა მოცემული. ამგვარად ყურანში მოხსენებული რომელიმე საფუძველის შემადგენლობაში, რაც შედის ყველაფერი იგივე კატეგორიაში განიხილება და იგივე წესით მოიყვანება მოქმედებაში. თუ ეთი რომელიმე საფუძველის შემადგენლობაში მყოფ რამეს მხოლოდ გამონაკლისის დაშვების შესახებ არგუმენტი თუ ექნება ამ შემთხვევაში შეიძლება ამ საფუძვლის ძალა პასიურად ჩავთვალოთ და გამონაკლისის დაშვებით ვიმოქმედოთ.

ამგვარი კითხვის მოყვანა შეიძლება: ყურანი ბრძანებს, რომ: ნიქაჰით შერთული ცოლისა და ჯარიეს გარდა სხვა გზით სქესობრივი სურვილების დაოკება ჰარამია. მაშინ მასტურბაციის გამონაკლისად ჩათვლისთვის რა არგუმენტი გვაქვს?

ზოგიერთები ამ კითხვას ამგვარად უპასუხებენ: “არაბეთში ამ გვარ საქციელს არ აკეთებდნენ და შესაბამისად არაბულ ენაში ამგვარი სიტყვაც არ იყო.” ამიტომ: ხოლო ვინც ამის გარდა სხვა ხერხს მიმართოს, აი ისინი არიან ზღვარგადასულნი.”[8] აიათის შემადგენლობაში ეს საქციელი არ შევა.

იმასაც ვუპასუხებთ, რომ ეს შეხედულებაც მცდარია, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ რომ, მრუშობა, ჰომოსექსუალიზმი და ცხოველებთან სქესობრივი კავშირის დამყარება უფრო დიდი ცოდვაა ვიდრე ეს საქციელი. აქედან გამომდინარე თუ კაცი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ აშკარად განიცდის ამგვარ ცოდვებში ჩავარდნის საფრთხის. და მისი აქედან ხსნის საშუალება მხოლოდ მასტურბაციაა. მაშინ ვიტყვით, რომშეიძლება ალლაჰმა არ დასაჯოს ეს პიროვნება.’

ახლა მივუბრუნდეთ იმ პიროვნებას ვინç ამ თემაზე კითხვა დაგვისვა. მას უპირველესად ალლაჰის ასეთ რჩევას შევახსენებ:

وَلْيَسْتَعْفِفِ الَّذِينَ لَا يَجِدُونَ نِكَاحًا حَتَّىٰ يُغْنِيَهُمُ اللَّهُ مِن فَضْلِهِ

ვისაც ქორწინების სახსრები არ გააჩნდეთ, მათ პატიოსნება დაიცონ, მანამ სანამ არ გაამდიდრებთ ალლაჰი თავისი წყალობით.”[9] მეც ამგვარი დარიგება შემიძლია: შემიძლია ვთქვა, რომ შენ ასეთ მდგომარეობაში არ იმყოფები. შენ ჰარამი საქმის ჰალალად ჩათვლისთვის მიზეზად იყენებ.  შენ ოჯახის შიშით არ ქორწინდები. თორემ შენს ოჯახს შენნაირი ახალგაზრდის მცირეწლოვანზე დანიშნვით თავისი უვიცობა გამოუხატავს. მიუხედავად იმისა, რომ საშუალება გაქვს და ოჯახის შიშით არ ქორწინდები და რომელიმე ჰარამს ჩაიდენ, ამის შესახებ ალლაჰის წინაშე პასუხისგება მოგიწევს. რადგან ქორწინების დამაბრკოლებელი არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. ცბიერად მიზეზების ძიებას თავი უნდა გაანებო, პირიქით სწორი და მოსაწონი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ცდილობდე. ალლაჰი თუ ოჯახი? რომელი უფრო იმსახურებს შენს შიშს?[10]

სეიდ ებულ ალაა ალ-მევდუდი

--------------------------------------------------------------------------------

[1] სურა ენამ, 6/119.

[2] II/93-392

[3] XVIII/10

[4] ბაჰსულ სავმ ვე ბაბულ ჰუდუდ.

[5] ბაჰსულ სავმ ვე ბაბულ ჰუდუდ.

[6] სურა მუმინუნ, 23/5,6,7.

[7] ღარიბი: უცხოს, მარტო დარჩენილს ნიშნავს. ჰადისების ტერმინოლოგიაში კი ჰადისი რომელსაც მხოლოდ ერთი პიროვნება გადმოგვცემს და სხვა ჰადისის გადმომცემი პირები ამ ჰადისს არ ახსენებენ მას ღარიბი ჰადისი ეწოდება. რომელიმე თაობის გადმომცემთა შორის თუ ერთ რომელიმე ჰადისს მხოლოდ ერთი პიროვნება გადმოგვცემს ეს ღარიბი ჰადისია. ჰადისი შეიძლება ტექსტის მიხედვით ან გადმომცემთა ჯაჭვის მიხედვით იყოს ღარიბი.

[8] სურა მუმინუნ, 23/7.

[9] სურა ნურ, 24/33.

[10] სეიდ ებულ-ალა ალ-მევდუდი, ფეთვები, . I, ფიკჰის საკითხები; ჯურნალი თერჯუმანულ ყურან, (მუჰარრემ-საფერ 1372) ოქტომბერ-ნოემბერი, 1952.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 133 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol