მარხვისას კბილის ჯაგრისი და პასტა

მომარხულეს შეუძლია თუ არა კბილის ჯაგრისი და პასტა რომ გამოიყენოს?

შეიხ მუჰამმედ ალ-უსეიმის (ალლაჰის წყალობა მასჰკითხეს:

კითხვამომარხულისთვის კბილის პასტის გამოყენება მექრუჰია? შეიძლება თუ არა რომ ეს მისვაქს შევადაროთ?

პასუხი: ამის პასუხად გეტყვით, რომ მომარხულისთვის დღის დასაწყისში და ბოლოში მისვაქის გამოყენება სუნნეთია. ვინც შუადღის შემდეგ მისვაქის გამოყენებას მექრუჰად მიიჩნევს არ მგონია მათ მყარი არგუმენტი ქონდეთ. რადგან მისვაქის გამოყენების შესახებ არგუნებტები ზოგადია და არცერთი გამონაკლისი არ გამოირიცხება.

ბუჰარის საჰიჰში ამრ ბინ რაბია (...) ასე გადმოგვცემსალლაჰის შუამავალი მარხვისას მისვაქის გამოყენებაში იმდენჯერ დავინახე რომ ვერ დავითვლი. ამის მიხედვით როგორც სხვისთვის ნებადართულია ასევე მომარხულესთვისაც ნებადართულია მისვაქის გამოყენება.

რაც შეეხება მომარხულისთვის ჯაგრისისა და პასტის გამოყენებას. კბილის პასტა ძლიერი ნივთიერებაა, რამაც შეიძლება კუჭამდე მიაღწიოს, რის გაკონტროლებაც ძნელია. ეს საფრთხილო რამეა და გამოყენება დაუშვებელია. რადგან მარხვის მოშლას უწყობს ხელს. ჰარამზე ხელის შემწყობი თვითონაც ჰარამია.

ლექით ბინ საბრეს (...) მიერ გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებსაბდესისი აღებისას თუ მარხული არ იქნები ცხვირში წყალი ღრმად შეისუნთქე.

ალლაჰის შუამავალმა (...) აბდესის აღებისას ცხვირში წყლის ღრმად შესუნთქვა მხოლოდ მომარხულესთვის გამონაკლისად დააწესა. რადგან მარხვისას ცხვირში წყლის ღრმა შესუნთქვით წყლის მუცელში მოხვედრის რისკია, რის შედეგადაც მარხვა მოიშლება.

ვინაიდან კბილის პასტა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა კუჭამდე მიაღწიოს მისი გამოყენება მიუღებელია, ან აუცილებლობის შემთხვევაში მინიმალური დოზით უნად იქნეს გამოყენებული. მინიმუმზე დაყვანით მცირე დოზის გამოყენაბ კი მექრუჰია. მცირე რაოდენობის გამოყენების შემთხვევაში გაკონტროლება თუ შესაძლებელია, რომ კუჭამდე არ მიარწიოს მაშინ მარხვა არ მოიშლება. რადგან პირი სხეულის გარე ნაწილად ითვლება. ამიტომაც მომარხულე პირს წყლით თუ გამოივლებს, ეს მის მარხვას ზარალს არ მიაყენებს. პირი სხეულის შიგა ნაწილად მიჩნეული რომ ყოფილიყო მაშინ მომარხულესთვის პირში წყლის გამოვლება აკრძალული იქნებოდა.

წყარო: ალ-ფეთაავაა, 1/512-513.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 136 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol