კბილის ამოღება და სისხლის გაცემა მარხვას მოშლის?
შეიხ მუჰამმედ ალ-‘უსეიმინს (ალლაჰის წყალობა მას) ჰკითხეს:
კითხვა: მომარხულე პიროვნებამ კბილი რომ ამოიღოს მარხვა თუ მოიშლება? სისხლის ანალიზი მარხვას მოშლის?
პასუხი: კბილის ამოღებით და მსგავსი რამეების მიზეზად გამოდენილი სისხლი მარხვას არ მოშლის. რადგან ეს ისეთ შედეგს არ გამოიწვევს როგორსაც ჰაჯამათი იწვევს. კბილის ამოღებით არავითარ შემთხვევაში მარხვა არ მოიშლება.
იგივენაირად ანალიზისთვის სისხლის აღებითაც მარხვა არ მოიშლება. რადგან დიაგნოზის დასასმელად სისხლის აღება აუცილებელია. ექიმი ამ სისხლს გამოიკვლევს და ავადმყოფობის მიზეზებს ამის საშუალებით დაადგენს. ეს კი მარხვას არ მოშლის. რადგან ანალიზისთვის აღებული სისხლი ძალიან ცოტაა. ორგანიზმში ისეთ ეფექტს არ გამოიწვევს, როგორსაც ჰაჯამათი იწვევს. შესაბამისად მარხვაც არ მოიშლება. მთავარია მომარხულემ სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოს. მარხვის მოშლა კი შარიათის კანონებით დგინდება.
ასე ცოტა სისხლით მარხვის მოშლის შესახებ არავითარი არგუმენტი არ არსებობს. რაც შეეხება სხვაზე დონორობის გაწევის მიზნით სისხლის გაცემის საკითხს, ამ შემთხვევაში ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სისხლის აღება ხდება, რაც ჰაჯამათისნაირ ეფექტს (ღონემიხდილობას) იწვევს ორგანიზმში, შედეგად მარხვაც იშლება.
აქედან გამომდინარე, მომარხულესთვის სხვაზე სისხლის მიცემა დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მარხვა მოიშლება. მაგრამ თუ ავადმყოფის მდგომარეობა იმდენად მწვავეა, რომ საღამომდე ვერ მოიცდის, და ექიმის დასტურით სისხლის გადასხმის შემთხვევაში კრიტიკულ მომენტს გადაიტანს, მაშინ მომარხულეს შეუძლია სისხლი გადაუსხას. მაგრამ მარხვა მოიშლება, ამის შემდეგ მას ჭამა-სმა შეუძლია, ხოლო ამ დღის მარხვას სხვა დროს აანაზღაურებს.
წყარო: ფეთაავაა, 1/511.წყარო: ფეთაავაა, 1/511.
|