ვინც ყურბანს კლავს მათთვის ზილხიჯჯეს მთვარის პირველ ათ დღეს თმისა და ფრჩხილების მოჭრის აკრძალვა
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:
კითხვა: ჰადისში ნაბრძანებია რომ: „ვინც ყურბნის დაკლა დააპიროს ან მისთვის ყურბანი იკლებოდეს, ზილხიჯჯეს მთვარის დასაწყისიდან ყურბნის დაკლამდე თმებს, კანს ან ფრჩხილებს ნუ მოიცილებს.„ ამ ჰადისის მიხედვით უფროსიც და პატარებიც ყოველი ოჯახის წევრი ვალდებულია თუ მხოლოდ უფროსები არიან ვალდებულნი?
პასუხი: როგორც კითხვის ავტორმა აღნიშნა ეს ჰადისი ამ ფორმით და ამ სიტყვებით არ ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, ბუჰარის გარდა ქუთუბი სიტტეს ყველა ავტორის ნაშრომში გადმოცემული ჰადისია, რომელიც ასეთია: უმმუ სელემესგან t გადმოცემით ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა: “როდესაც ზილხიჯჯეს მთვარეს იხილავთ და თქვენგან რომელიმე ყურბნის დაკლას ისრუვებს მან ყურბნის დაკლამდე თმებს და ფრჩხილებს არ შეეხოს.„ ამავე დროს ებუ დავუდის ნაშრომში მუსლიმის და ნესაის ჰადისი ასეთი სიტყვებითაა მოცემული: „ვისაც დასაკლავად საყურბნო გამზადებული ყავს, მან ზილხიჯჯეს მთვარის დადგომიდან ყურბნის დაკლამდე თმები და ფრჩხილები არ მოიჭრას.„ ეს ჰადისი ყურბნის დაკლის მსრუველებს ზილხიჯჯეს მთვარის პირველ ათ დღეს თმებისა და ფრჩხილების მოჭრას უკრძალავს.
ჰადისის პირველ გადმოცემაში ბრძანებასა და განრიდებას ვხედავთ. ბრძანების მიზანი ფარძად დადგენაა. ამ მიზნისგან ამრიდებელი სხვა მიზეზი ჩვენ არ მოგვეპოვება.
ჰადისის მეორე გადმოცემაში აკრძავას ვხედავთ. აკრძალვის მიზანი ჰარამად დადგენაა. ანუ ფრჩხილებისა და თმების (ამ კონკრეტულ დღეებში) მოჭრის ჰარამობა. არც ამ მიზნისგან ამრიდებელი სხვა მიზეზი არ მოგვეპოვება.
აქედან ვხვდებით რომ ეს ჰადისი მხოლოდ იმ პიროვნებას ეხება ვინც ყურბანს კლავს. ვინც ყურბანს კლავს ან სხვას აკლევინებს, მისი ოჯახის წევრებზე გინდ უფროსებზე და გინდ უმცროსებზე რაიმე აკრძალვა არ ვრცელდება. რადგან ეს საკითხი სინამდვილეში მათთვის ჰალალია. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ მოგვეპოვება.
წარმატება ალლაჰისგანაა. ალლაჰის სალამი დალოცვა მის შუამავალს.
წევრი: ‘აბდულლაჰ ბინ მენი’
წევრი: ‘აბდულლაჰ ბინ ღუდეიან
ხელმძღვანელი: ‘აბდურრეზზაყ აფფანიი
თავმჯდომარე: ‘აბდულ’აზიზ ბინ ბააზ
წყარო: ფეთავაა ალ-ლეჯნეთი’დ-დააიმე, 1/11/426.
|