თეშრიყ თექბირი
კითხვა:
ყურბან ბაირამზე თექბირი როდის იწყება? თქბირის შესახებ გადმოცემების მიხედვით რა უნდა წარმოვთქვათ?
პასუხი:
ყურბან ბაირამზე თექბირი (ალლაჰის დიდება) ორნაირია. პირველი ზოგადი თექბირი და მეორე პირობითი თექბირი.
ზოგადი თექბირი, ზილხიჯჯეს მთვარის პირველი დღიდან იწყება და ბაირამამდე გრძელდება. ეს თექბირი მგზავრობისას, ვაჭრობისას ან სხვა საქმის კეთებისას წარმოითქმება. ერთმანეთთან შეხვედრისასაც წარმოითქმება.
პირობითი თექბირი კი ფარძი ნამაზების შემდეგ წარმოითქმება. განსაკუთრებით ჯგუფურად შესრულებულ ნამაზებზე. ალიმთა უმრავლესობა ჯგუფურად შესრულებული ნამაზის შემდეგ თექბირის წარმოთქმას ერთ-ერთ პირობად ასახელებს. იგივენაირად წარმოითქმება, იმ ადგილებში სადაც ბაირამ ნამაზები სრულდება, ბაირამ ნამაზის შესასრულებლად გზაში ყოფნისას ან ნამაზის შესასრულებელ ადგილას ჯდომისას. იგივე მდგომარეობაა რამაზან ბაირამისთვისაც. რადგან ეს დღეები ისლამის წესების აშკარად გაცხადების დღეებია. ამ წესების ყველაზე ცხადი მაგალითი კი თეშრიყ თექბირია. „ბაირამი თექბირებით გაახალისეთ.„ ამიტომაც მუსლიმანებმა ბაირამის დღეებში აშკარად უნდა გააცხადონ ის რაც სწამთ. ნამაზისთვის მიმავალნი იქნებიან თუ ნამაზის შესასრულებელ ადგილას ნამაზის მოლოდინში, მაღალი ხმით უნდა გააცხადონ „ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ლაა ილააჰე ილლელლაჰუ ვალლაჰუ ექბერ ალლაჰუ ექბერ. ვე ლილლაჰილ ჰამდ.„ ამ სიტყვებს იბნი მეს’უდი t გადმოგვცემს. იმამი აჰმედ ბინ ჰანბელიც იგივეს გადმოგვცემს თავის ნაშრომში. გარდა ამისა არსებობს კიდე სელმანის t მიერ გადმოცემული სიტყვები. „ალლაჰუ ექბერ. ალლაჰუ ექბერ. ალლაჰუ ექბერ ქებიირან.„
ხოლო რაც შეეხება სალავათი და მის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები ალლაჰის შუამავალისგან e არ მოდის. ამის მაგალითად შეგვიძლეა დავასახელოთ „ალლაჰუმმე! სალლი ‘ალაა სეიიდინაა მუჰამმედ ვე ‘ალაა სეიიდინა მუჰამმედ.„ შუამავალის e დალოცვა ყოველთვის დაშვებულია. მაგრამ ზემოთ მოყვანილი შუამავალისგან e არ მოდის. არც რომელიმე საჰაბეს არ გადმოუცია მსგავსი სიტყვები. იგივენაირად ამ მიზეზით წარმოთქმული „ლაა ილააჰე ილლელლაჰ ვაჰდეჰუ, სადაყა ვა’დეჰუ, ნასაარა ‘აბდეჰუ ვე ჰეზემელ აჰზაბე ვაჰდეჰუ.„ სიტყვების ბაირამთან დაკავსირებით წარმოთქმის შესახებ არანაირი გადმოცემა არ მოგვეპოვება. მაგრამ ზემოთ მოყვანილი თეშრიყ თექბირი ალლაჰის შუამავალის e სიტყვებია. „ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ლაა ილააჰე ილლელლაჰ ვალლაჰუ ექბერ. ალლაჰუ ექბერ ვე ლილლაჰილ ჰამდ.„ ყველა მუსლიმანი ამ თექბირს უნდა ამბობდეს. ნამაზის შესრულების ადგილებში ყოველი კუთხიდან ეს ხმები უნდა ისმოდეს. ზილხიჯჯეს მთვარის ათი დღის განმავლობაში თეშრიყ თექბირი ყველა მუსლიმანმა უნდა წარმოთქვას.
რაც შეეხება ნამაზის შემდეგ წარმოთქმულ თექბირებს ანუ პირობითი თექბირები არეფე დღეს (ბაირამის წინა დღეს) დილის ნამაზით იწყება და მეოთხე დღემდე გრძელდება. ანუ მეოთხე დღეს შუა ნამაზის შემდეგ ეს თექბირები სრულდება.
წყარო: პროფესორ დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ჩაღდაშ მესელელერე ფეთვალარ, თაჰირ იაინჯილიქ, ისთანბულ, 1994, 2/63-64.
|