თერავიჰ ნამაზის ჩქარა ლოცვა

თერავიჰ ნამაზის ჩქარი ლოცვა მიღებულია?

პასუხი:

ბუჰარისა და მუსლიმის სარწმუნო ჰადისთა კრებულში ალლაჰის შუამავალის (...) ასეთი ნათქვამია გადმოცემულივინც ალლაჰის რწმენით და მადლის ალლაჰისგან მოლოდინში რამაზნის მთვარე ღვთისმსახურებაში გაატაროს, ალლაჰი მას წარსულში ჩადენილ ცოდვებს მიუტევებს. უზენაესი ალლაჰი დღისით მარხვას გვიბრძანებს, ხოლო მისი შუამავალი ღამის ღვთისმსახურებაში გატარებას გვავავლებს. ღამით აღვლენილი ღვთასმსახურება ცოდვებისა და შეცდომების საპატიებლად საუკეთესო საშუალებაა. ვინაიდან ღვთისმსახურებაა ჩვენი მხსნელი და ცოდვებისგან გამთავისუფლებელი, მათი წესისამებრ დიდი მოწიწებითა და სიფრთხილით შესრულებაა აუცილებელი. როგორც ვიცით ნამაზს თავისი პირობები, წესები და თანრიგი აქვს. მაგალითად: ფათიჰა სურას კითხვა, ფეხზე დგომა, რუქუღი, სეჯდე და .. მათგან რომელიმეს შეუსრულებლობის ან არასწორი შესრულების შემთხვევაში ნამაზი მიუღებელია და თავიდან უნდა შესრულდეს. როდესაც ალლაჰის შუამავალმა დაინახა მლოცველი, რომელიც ნამაზს საჭირო სიფრთხილით არ ასრულებდა, მას ასე უთხრამიბრუნდი და ნამაზი კვლავ შეასრულე. რადგან შენ ნამაზი არ შეგისრულებია. შემდეგ მას ასწავლა თუ როგორი უნდა ყოფილიყო სრული ნამაზიისეთი რუქუღი გააკეთე, რომ გულმა დარწმუნდეს შენი რუქუღის სისრულეში. წელში რომ გაიმართები ისე გაიმართე რომ სახსრები მთლიანად გაიმართოს და ორგანოებმა თავიანთი ადგილი ნახოს. ისეთი სეჯდე გააკეთე რომ გულმა დარწმუნდეს შენი სეჯდეს სისრულეში. ორ სეჯდეს შორის დაჯდომისას სანამ გული არ დარწმუნდება შენი დაჯდომის სისრულეში მანამდე შეყოვნდი.[1]

ნამაზის ყოველი მოქმედების უნაკლოდ შესრულება და მოქმედებებს შორის მცირე დროით შეყოვნება აუცილებელი პირობაა. მცირე დროით შეყოვნების თაობაზე სწავლულებს აზრთა სხვადასხვაობა გამოუხატავთ. მათგან ზოგიერთები ამბობენ რომ შეყოვნების ხნგრძლიობა ერთი თესბიჰის ტოლი დრო ანუ ერთხელ სუბჰანე რაბბიელ ლაა თქმის ტოლი დროით შეყოვნება აუცილებელია, ზოგიერთები კი მაგალითად იბნი თეიმიე და მსგავსი სწავლულები ამბობენ, რომ სამი თესბიჰის ტოლი დროით შეყოვნება აუცილებელია. ალლაჰის შუამავალისგან (...) გადმოცემული ჰადისების მიხედვით თესბიჰები სამჯერ კეთდება. ეს თესბიჰების ყველაზე დაბალი რაოდენობაა. ამგვარად სამი თესბიჰის ტოლი დროით შეყოვნებაა საჭირო. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

قَدْ أَفْلَحَ الْمُؤْمِنُونَ * الَّذِينَ هُمْ فِي صَلَاتِهِمْ خَاشِعُونَ.

უეჭველად გადარჩნენ მორწმუნენი. ისინი ვინც ნამაზზე ყოფნისას გულმოდგინენი არიან.[2]

გულმოდგინება ორი სახისაა:

სხეულით და გულით

1. სხეულით გულმოდგინება გულისხმობს, ნამაზის ყოველი მოქმედების სრულად და აუჩქარებლად შესრულებას. კაცი ლოცვისას უსარგებლო რამეებით არ უნდა იყოს დაკავებული და მელასავეთ აქეთ-იქეთ არ უნდა იხედებოდეს. რუღსა და სეჯდეს ისეთი სიჩქარით არ უნდა სრულებდეს, როგორც მამალი საკენკს კეკავს. ნამაზი ალლაჰის მიერ დაწესებული წესების სრული და უნაკლო შესრულებით უნდა ვილოცოთ. იმისათვის, რომ ნამაზი სრული იყოს სხეულითაც და გულითაც დიდი მოწიწებითა და გულმოდგინებით უნდა შესრულდეს.

2. მლოცველი ალლაჰის სიდიადეს გულით უნდა გრძნობდეს. ეს კი წარმოთქმული აიათების მნიშვნელობაზე დაკვირებით, უკანასკნელი დღის გახსენებით, ალლაჰის წინაშე დგომის და მასთან საუბრის შეგნებით მიიღწევა. ერთ-ერთ ყუდსი ჰადისში უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: ნამაზი(ანუ სურა ფათიჰაჩემსა და მსახურს შორის ორად გავყავი და მსახურსაც მიეცემა ის რასაც ითხოვს. როდესაც მსახური იტყვის: ალ-ჰამდუ ლილლაჰი რაბბილ აალემიინ ალლაჰიც: მსახური მე მადიდებსო ბრძანებს. როდესაც: არ-რაჰმაანი რრაჰიიმ იტყვის, ალლაჰიც: მსახური მე მაქებსო ბრძანებს. როდესაც: მაალიქი იევმი დდიინ იტყვის, ალლაჰიც: მსახური მე განმადიდებსო ბრძანებს. როდესაც: იააქე ნაბუდუ ვე იააქე ნესთეიინუქე ამბობს, ალლაჰიც: აი ეს არის ჩემსა და მსხურს შორის მყოფი და მსახურს მიეცემა, ის რასაც ითხოვს. როდესაც: იჰდინაა სირაატელ მუსთაყიიმ, სირაატელ-ლეზიინე ენამთე ალეიჰიმ ველა- დაალლიინ იტყვის, ალლაჰიც: აი ეს მსახურს ეკუთვნის (მისი უფლებაა) და მას მიეცემა ის რასაც ითხოვს.[3]

უზენაესი ალლაჰი მსახურისგან შორს არ არის. მას ყოველთვის ესმის მისი ვედრება და პასუხს ცემს. ამიტომაც მსახურს ყოველი მოქმედების შესრულებისას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ალლაჰის წინაშე დგას და მას ელაპარაკება. ის მთელი ცხოვრება ასე უნდა აგრძელებდეს ყოველი დროის ნამაზის ყოველ მოქმედებას. რაც შეიძლება მალე ვილოცო, დავასრულო და მოვიხსნა ზურგიდან ტვირთიო ამგვარი შეგნებით ჩქარი ნალოცი ნამაზი არ არის ის ნამაზი რომელსაც ალლაჰი ჩვენგან ითხოვს. რამაზნის მთვარეში უმრავლესობა ღამის ნამაზთან ერთად 33 მუხლ ნამაზს ასრულებენ. არც რუქუღს, არც სეჯდეს და არც გულმოდგინებას არ აქცევენ ყურადღებას. ეს იმ მდგომარეობას ჰგავს, რომელიც ჰადისშია ნახსენებიროდესაც ნამაზი ბნელი ფორმით ზეცისკენ ამაღლდება თავის პატრონს ეტყვის: როგორც მე დამამახინჯე ალლაჰმაც ისე დაგამახინჯოს. რწმენითა და გულმოდგინებით შესრულებული ნამაზი ნათელივით ამაღლდება ცისკენ და თავის პატრონს ასე ეტყვის: როგორც მე დამიცავი ისე დაგიცოს ალლაჰმა შენ!

ვინც ნამაზს სხეულითა და გულით უგულისყუროდ ლოცულობენ ან ალოცებენ მათთვის ჩემი რჩევა ამგვარია: თერავიჰ ნამაზის უგულისყუროდ 20 მუხლის შესრულებას, გულმოდგინედ 8 მუხლი რომ შეასრულოთ უფრო უკეთესია. ნანაზისში მნიშვნელოვანი ისაა თუ როგორ ასრულებ მას და არა ის რამდენს ასრულებ. თვითონ ნამაზია მნიშვნელოვანი. ნამაზს გულმოდგინედ ასრულებ თუ უგულისყუროდ მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. უზენაესი ალლაჰი უგულისყუროდ მლოცველთ შემდეგნაირად აფრთხილებს:

فَوَيْلٌ لِّلْمُصَلِّينَ الَّذِينَ هُمْ عَن صَلَاتِهِمْ سَاهُونَ

ვაი იმ ნამაზის მლოცველთ, ვინც ლოცულობს უგულისყუროდ.[4]

უზენაესმა ალლაჰმა გულმოდგინე მორწმუნეებად გვაქციოს!

წყაროპროფესორ დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ფეთვები, 1/429-430.



[1] ბუჰარი და მუსლიმი, სუნენთა ავტორები ებუ ჰურეირასგან გადმოგვცემენ.

[2] სურა მუმინუნ, 23/1-2- აიათი.

[3] მუსლიმ, სალათ, 38; მუვატტა, ნიდა, 39; ებუ დავუდ, სალათ, 132; თირმიზი, თეფსირ, სურა ფათიჰა; ნესაი, იფთითაჰ, 23; იბნი მაჯე, ედებ, 52.

[4] სურა მაუნ, 107/4-5- აიათები.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 152 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol