დამბლადაცემულისთვის მარხვა ნებადართულია?
იმამ აბდულ აზიზ ბინ ბაზს (ალლაჰის წყალობა მას) კითხეს:
კითხვა: რას გვეტყვით იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც სხეულის ნახევარზე მეტი დამბლადაცემული აქვს. მარხვაზე ღონე არ შესწევს. მარხვის შემთხვევაში ავადმყოფობა უფრო უმწვავდება და სხეულის სხვა ორგანოებზეც გავლენას ახდენს?
პასუხი: გამოცდილი ექიმების მხრიდან დასმული დიაგნოზით თუ გამოჯანმრთელების იმედი არ არსებობს მაშინ არ უნდა იმარხულო და რამაზნის მთვარის განმავლობაში დღეში ერთ ღარიბი უნდა დააპურო. ამის რაოდენობა კი ხურმის, ბრინჯის ან მსგავსი პროდუქტების მიხედვით დგინდება, რომელიც მოცემულ ქვეყანაში უფრო გამოყენებადი პროდუქტია. პროდუქტის რაოდენობა 1,5 კილოგრამია. ამის დილით ან საღამოთი მიცემა საკმარისია.
მაგრამ თუ ექიმები გამოჯანმრთელების იმედს იძლევიან მაშინ ღარიბის დაპურება არ გჭირდება. დაელოდები და გამოჯანმრთელების შემდეგ აანაზღაურებ. რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ
ვინც ავად იყოს ან მგზავრი ის გამოთვლილი (დღეები) სხვა დღეებში(აანაზღაუროს).[1]
ალლაჰმა ყოველი ცოდისგან შვება და განკურნება მოგცეს, ავადმყოფობა და განსაცდელი ცოდვების გამოსასყიდად გიქციოს და მოთმინება გაგიზარდოს. უეჭველად ის სავედრებლად ყველაზე კარგია. ალლაჰის სალამი, სიმშვიდე და წყალობა ნუ მოგკლებოდეთ!
წყარო: მუჯმუ’უ ფეთაავაა ვე მაყაალაათ მუთენევვი’ა, 3/234-235.
[1] სურა ბაყარა, 2/185-ე აიათი.
|