ალლაჰის წყალობა

ალლაჰის წყალობა

 

დიდება ალლაჰს!

უზენაესი ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია, უსაზღვრო წყალობის მქონეა, ისე რომ მისი წყალობა სამყაროში ყველაფერს მოიცავს.

უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში ასე ბრძანებს:

وَرَحْمَتِي وَسِعَتْ كُلَّ شَيْءٍ

ჩემი წყალობა გარემოიცავს ყველაფერს.”[1]

ებუ ჰურეირასგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (....) ასე თქვა:

إِنَّ لِلهِ مِائَةَ رَحْمَةٍ: أَنْزَلَ مِنْهَا رَحْمَةً وَاحِدَةً بَيْنَ الْجِنِّ وَالإِنْسِ وَالْبَهَائِمِ وَالْـهَوَامِّ، فَبِهَا يَتَعَاطَفُونَ، وَبِهَا يَتَرَاحَمُونَ، وَبِهَا تَعْطِفُ الْوَحْشُ عَلَى وَلَدِهَا، وَأَخَّرَ اللهُ تِسْعًا وَتِسْعِينَ رَحْمَةً، يَرْحَمُ بِهَا عِبَادَهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ.

ჭეშმარიტად ალლაჰი ასმაგად შემბრალებელია. მან აქედან მხოლოდ ერთი (წილი) ჩამოავლინა დედამიწაზე (მყოფ) ადამიანებზე, ჯინებზე, ცხოველებზე და ქვეწარმავლებზე. სწორედ ამ გრძობით არიან ლმობიერნი, ამით არიან ურთიერთ შემბრალებელნი. ამ გრძნობით ზრუნავს გარეული ცხოველიც საკუთარ ნაშიერზე. ალლაჰმა ოთხმოცდაცხრამმეტჯერ (დიდი) შეწყალების გრძნობა თავისთვის დაიტოვა, რათა განკითხვის დღეს ხალხი შეიბრალოს.”[2]

ომარ ბინ ხატტაბი (...) გადმოვცემს:

قَدِمَ عَلَى رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم بِسَبْيٍ، فَإِذَا امْرَأَةٌ مِنَ السَّبْيِ تَبْتَغِي، إِذَا وَجَدَتْ صَبِيًّا فِي السَّبْيِ أَخَذَتْهُ فَأَلْصَقَتْهُ بِبَطْنِهَا وَأَرْضَعَتْهُ، فَقَالَ لَنَا رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم : أَتَرَوْنَ هَذِهِ الْـمَرْأَةَ طَارِحَةً وَلَدَهَا فِي النَّارِ؟ قُلْنَا: لا وَاللهِ، وَهِيَ تَقْدِرُ عَلَى أَنْ لا تَطْرَحَهُ، فَقَالَ رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم :  للهِ أَرْحَمُ بِعِبَادِهِ مِنْ هَذِهِ بِوَلَدِهَا

შუამავალთან (....) ტყვეები მოიყვანეს, მათ შორის იყო ქალი რომელიც შვილს ეძებდა. ტყვეებს შორის როგორც კი იპოვა შვილი მაშინვე ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ძუძუს მოწოვება დაუწყო.

ამაზე შუამავალმა (....) ასე თქვა:

-რას იტყვით ეს ქალი ამ ბავშვს ცეცხლში ჩააგდებს?

-ჩვენ: არა, ალლაჰს ვფიცავართ ეს ქალი არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდებს მას ცეცხლში.

ამაზე შუამავალმა (....) ასე თქვა:

-ალლაჰს ვფიცავარ, ალლაჰი მორწმუნეთა მიმართ უფრო მეტად შემბრალებელია ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ.”[3]

ალლაჰის წყალობაა ასევე შუამავლების მოვლინება, წმინდა წიგნების მოვლინება და ყოველგვარი სირთულისგან შორს მყოფი, სწორ გზაზე მატარებელი შარიათი, რომელიც ალლაჰმა დაგვიდგინა.

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا رَحْمَةً لِّلْعَالَمِينَ

შენ (სხვა არაფრისთვის) არ წარმომიგზავნიხარ თუ არა წყალობად სამყაროთათვის.”[4]

ასევე ალლაჰის წყალობაა რამაც მორწმუნე განკითხვის დღეს სამოთხეში უნდა შეიყვანოს, თორემ მხოლოდ მისი ნამოქმედარით ვერავინ ვერ შევა სამოთხეში.

ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (....) ასე ბრძანებს:

لَنْ يُدْخِلَ أَحَدًا عَمَلُهُ الْـجَنَّةَ. قَالُوا: وَلَا أَنْتَ يَا رَسُولَ اللهِ؟ قَالَ: لا، وَلا أَنَا، إِلا أَنْ يَتَغَمَّدَنِي اللهُ بِفَضْلٍ وَرَحْمَةٍ، فَسَدِّدُوا وَقَارِبُوا، وَلا يَتَمَنَّيَنَّ أَحَدُكُمْ الْـمَوْتَ، إِمَّا مُـحْسِنًا فَلَعَلَّهُ أَنْ يَزْدَادَ خَيْرًا، وَإِمَّا مُسِيئًا فَلَعَلَّهُ أَنْ يَسْتَعْتِبَ

 “საკუთარი ნამოქმედარი (კეთილი საქმით) ვერავინ ვერ შევა სამოთხეში!

საჰაბეებმა ჰკითხეს:

-ალლაჰის შუამავალო ვერც შენ ვერ შეხვალ?

-ვერა, თუნდაც მე... მხოლოდ ალლაჰის პატივითა და წყალობით. მთელი ძალღონით კეთილი და სწორი საქმის კეთებას ეცადეთ. სიკვდილს ნუ მოისურვებს რომელიმე თქვენგანი. რადგან კაცი თუ კეთილი პიროვნებაა სიცოცხლის მანძილზე კეთილის ქმნას, ხოლო თუ ბოროტია მონანიებას ვიმედოვნებთ.”[5]

მორწმუნე ყოველთვის ალლაჰის წყალობის იმედად უნდა იყოს და ამავე დროს მისი შიშიც უნდა ჰქონედს.

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

نَبِّئْ عِبَادِي أَنِّي أَنَا الْغَفُورُ الرَّحِيمُ وَأَنَّ عَذَابِي هُوَ الْعَذَابُ الْأَلِيمُ

(შუამავალო!) აცნობე ჩემს მსახურთ, რომ ჭეშმარიტად (თუ კი მოინანიებენ) მე ვარ (ცოდვების) მიმტევებელი, (მე ვარ მორწმუნეების) შემბრალებელი და ასევე (აცნობე თუ არ მოინანიებენ) ჭეშმარიტად ჩემი სასჯელი მწარე სასჯელია.”[6]

ღმერთო შეგვწყალე, მოწყალეთა მოწყალეო!

 

წყარო: islam Q&A

 

-------------------------------

[1] სურა, რაფ, 7/156- აიათი.

[2] მუსლიმ, .. 6908.

[3] ბუხარი, .. 5653; მუსლიმ, .. 6912.

[4] სურა ენბია, 21/107- აიათი.

[5] ბუხარი, .. 5349; მუსლიმ, .. 7042.

[6] სურა ჰიჯრ, 15/49-50- აიათი.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 175 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol