5 წლის ბავსვს

კითხვა: ხუთი წლის ბავშვს, როგორ განკითხავენ, მას ექნება თუ არა?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

მუსლიმური სწავლების მიხედვით ყოველი ახალშობილი უცოდველი იბადება:

كل مولود يولد على الفطرة فأبواه يهودانه أو ينصّرانه أو يمجّسانه

„ყოველი ახალშობილი იბადება სპეტაკი ბუნებით, ხოლო მშობლები მას ან იუდეველად, ან ქრისტიანად ან კიდე მაზდეანად აქცევს.„[1]

ამავე დროს ისლამში ცოდვაც და მადლიც ინდივიდუალურია, არავინ არ იტვირთავს სხვის ტვირთს, არავინ არ დაისჯება სხვისი ცოდვით და არც არავინ დაჯილდოვდება სხვისი ამაგით:

أَلَّا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَى

„ჭეშმარიტად ვერცერთი ცოდვილი ვერ იტვირთავს სხვათა ცოდვას.„[2]

وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ ۚ وَإِن تَدْعُ مُثْقَلَةٌ إِلَىٰ حِمْلِهَا لَا يُحْمَلْ مِنْهُ شَيْءٌ وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ

და არ იტვირთავს არც ერთი სული სხვის ტვირთს და თუ მოუხმოს ტვირთით დამძიმებულმა, არაფერს შეუმსუბუქებს მას, თუნდ ახლო ნათესავი იყოს.”[3]

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას ხუთი წლის ბავშვი უცოდველად ითვლება. ბავშვი რომლის ასაკიც არ აღემატება 9-12 წელს ის უცოდველად ითვლება, რადგან მასზე არ ვრცელდება რელიგიური ვალდებულებების პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე მცირე წლოვანი ბავშვები ალლაჰის ნებით სამოთხეში შევლენ. ამაზე მეტყველებს ბუხარისა და მუსლიმის სარწმუნო ჰადისთა კრებულში გადმოცემული ჰადისიც, რომელიც აღრიცხულია 7047 ნომრით.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

16 შაღბანი 1434 / 24. 06 .2013

 



[1] ბუხარი და მუსლიმი.

[2] სურა ნეჯმ, 53/38-ე აიათი.

[3] სურა ფატირ, 35/18-ე აიათი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 27 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol