ყადირის ღამე

ყადირის ღამე

კითხვა: ყადირის ღამის შესახებ ყურანსა და სუნნეთში თუ არის ნახსენები და ამ ღამისთვის რაიმე განსაკუთრებული ლოცვა თუ არსებობს?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

ყურანში ამ წმინდა ღამეზე ერთი სურაც კი არის მიძღვნილი, 97-ე სურა ანუ ყადირის სურა სწორედ ამ ღამის სიძვირფასეს გვიხსნის. ამ ღამის შესახებ შუამავლის უნაკლო სუნნეთშიც ჰადისები მრავლად არის, მაგალითად:

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ قَالَ مَنْ قَامَ لَيْلَةَ الْقَدْرِ اِيمَانًا وَاحْتِسَابًا غُفِرَ لَهُ مَا تَقَدَّمَ مِنْ ذَنْبِهِ. مُتَّفَقٌ عَلَيْهِ.

ალლაჰის შუამავალი სხვადასხვა ჰადისებში ბრძანებს, რომ იგი რამაზნის მთვარეში ვეძიოთ, რამაზნის ბოლო ათდღეში ვეძიოთ და კენტ რიცხვებში ვეძიოთ. დაკონრეტებით არ არის ნათქვამი, რომ ეს რამაზნის ოცდამეშვიდე ღამეა, თუმცა ყველაზე სანდო ვარაუდის მიხედვით შესაძლოა ეს რამაზნის ოცდამეშვიდე ღამე იყოს.

ებუ ჰურეირას (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ.) ბრძანა:

„ვინც ირწმუნებს და სამაგიეროს ალლაჰისგან მოლოდინით ყადირის ღამეს ღვთისმსახურებაში გაატარებს მას წარსულში ჩადენილი ცოდვები ეპატიება.„[1]

عَنْ عَائِشَةَ رَضَيَ اللهُ عَنْهَا قَالَتْ قُلْتُ يَا رَسُولُ الله أَرَأَيْتُ اِنْ عَلَمْتُ اَيّ لَيْلَةَ لَيْلَةَ الْقَدْرِ مَا اَقُولُ فِيهَا؟

قَالَ: قُولِي اَللَّهُمَّ اِنَّكَ عَفُوٌّ تُحِبُّ الْعَفْوَ فَاعْفُ عَنِّي

მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს: „მე ალლაჰის შუამავალს ვკითხე, თუ მოვესწრები ან გავიგებ რომელი ღამეა ყადირის ღამეო და რა ვიკითხოო. მან ასე მიპასუხა, თქვი: ალლაჰ უეჭველად შენ მოწყალე ხარ, პატიება გიყვარს და მაპატიე მეც.„[2]

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

06 შევვალი 1434 / 11. 08 .2013



[1] რიადუ’ს-სალიხინ, ჰ.ნ. 1194: ბუხარი და მუსლიმი.

[2] თირმიზი, დეავეთ, 3508.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=