თურქული ინტერნეტგამოცემა „ჰაბერ იქს“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ყურანის საუკეთესო მკითხველთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. ღონისძიება ირანის მუსტაფას უნივერსიტეტის, საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციისა და ქ.სტამბოლის „აზიზ მაჰმუდ ჰუდაის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით ჩატარდა.
კონკურსი თბილისში ირანის კულტურის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები იღებდნენ.გერმანელ, ქართველ და აზერბაიჯანელ კონკურსანტებს შორის, პირველი ადგილი წილად ბათუმელ ბადრი (ჰუსეინ) ვანაძეს ხვდა, რომელსაც დიპლომი და ფასიანი საჩუქარი-პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
ვანაძემ ქალაქ სტამბოლის ყურანის ზეპირმცოდნეობის სკოლა და სირიის დედაქალაქ დამასკოში არაბული ენის და ლიტერატურის უნივერსიტეტი დაამთავრა. ის თავისუფლად ფლობს არაბულ და თურქულ ენებს. ერთი წლის განმავლობაში ის საუდის არაბეთის ტელეკომპანია „ალმაჯდში“ არაბულ-თურქულ-ქართულენოვანი გადაცემის წამყვანად მუშაობდა.
ბადრი ვანაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ყურანის კითხვის და ზეპირმცოდნეობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის ემზადება, რომელიც მომავალ წელს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდება.
სამი წლის წინ რუსეთის ახალგაზრდა მუსლიმანებმა დილიდ ლოცვის შემდეგ სტადიონზე თავის მოყრა და საფეხბურთო მატჩების გამართვა დაიწყეს, მაგრამ არავის ეგონა თუ ეს ახალგაზრდები ერთ დღეს თავიანთ ლიგას ჩამოაყალიბებდნენ. მაგრამ მათი ამ წამოწყებით დღეს 30 გუნდზე მეტი ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის.
პირველ დღეებში მუსლიმანი ახმედ მაგომედ კამილოვი მსაჯად დანიშნეს. თანდათან მატჩის მაყურებლებიც მომრავლდნენ და ერთი უმაღლესი და ერთი ცვეულებრივი ლიგა ჩამოყალიბდა. ამჟამად „სალაფ-ლიგი„ სახელობის ლიგაში სხვადასხვა რეგიონებიდან 30-ზე მეტი გუნდი თამაშობს.
მაგომედ კამილოვის თქმით მაყურებლის მატების მიზეზი მოთამაშეთა და მაყურებელთა შორის გინების აკრძალვაა. გოლის გატანისას კი „ალლაჰუ ექბერ„ (ალლაჰუ უდიდესია) წარმოთქვამენ და ალლაჰს ადიდებენ. ზოგიერთი ახალგაზრდების ცხოვრებაში რელიგიას დიდი ადგილი არ უჭირავს, ზოგი ნამაზსაც არ ასრულებს მაგრამ გუნდებში მაინც თამაშობენ. მათშორის არის ისეთებიც ვინც თანდათან ისლამის რელიგიას უფრო ახლოდან გაეცნო და რელიგიურ ვალდებულებებს უფრო გულისყურით ეკიდებიან.
საფეხბურთო ლიგაში, რომლსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებიც და სასულიერო პირებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან ყოველთვიური სემინარები და რელიგიური საგანმანათლებლო პროგრამებიც ტარდება. ლიგაში მონაწილეოის მიმღები გუნდები არანაირ გადასახადს არ იხდიან, ლიგის ყოველგვარ ხარჯებს საქველმოქმედო ფონდები კისრულობს.
უნგრეთში ყურანის პრეზენტაცია
უნგრეთში ადრე ყურანი ქრისტიანების მხრიდან ნაწილობრივ იყო ნათარგმნი, ამჯერად კი უნგრელმა მუსლიმანებმა თავიდან ბოლომდე თარგმნეს ყურანი. უნგრულად ნათარგმნი ყურანის პრეზენტაციაზე მოსლიმანებთან ერთად ქრისტიანები და ებრაელებიც ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია სტამბოლის ფათიჰის მეჩეთის იმამმა ყურანის და ეზნის კითხვით გახსნა. ამ პატარა ევროპულ ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ მუსლიმთა რიცხვი ხოტაა, უნგრელი მუსლიმანები, ისლამის ხალხზე გასაცნობად ღონეს არ ისურებენ.
დისკუსია პრესკაფეში: უნდა აშენდეს თუ არა მეჩეთი ბათუმში
საჯარო შეხვედრა, რომელიც დღეს პრეს-კაფეში გაიმართა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში მუსლიმანური სალოცავების აშენების თემის განხილვას მიეძღვნა, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივით მოეწყო. პირველი კითხვა ჟურნალისტმა ნათია ზოიძემ დასვა. მან იკითხა, ექნებოდა თუ არა პოლიტიკოსებს იგივე რეაქცია ეკლესიის მშენებლობის გამო და ხომ არ ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკელების ლიბერალურ კურსს მეჩეთის მშენებლობისადმი მათი დამოკიდებულება. რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ ტაო-კლარჯეთში ისტორიული ძეგლების გადარჩენის სანაცვლოდ ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობა ქართულ მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს. მურმან დუმბაძის პოზიციას არ ეთანხმება ისტორიკოსი ემზარ კახიძე. იგი თვლის, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს, ეს საშიში არაა, მისი აზრით, უფრო საშიში ურწმუნოებაა. კახიძის აზრით, თუკი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უმჯობესი იქნება აშენდეს მეჩეთი და არა მუზეუმი. შეხვედრაზე მოსულმა მუსლიმანებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მეჩეთების აშენების შესაძლებლობა მათ არ ეძლევათ, მათი თქმით, დაუცველია მუსლიმანთა უფლებებიც: „როგორც გეიაღლუმი არ ჩავატარებინეთ ბათუმში, ასევე არ უნდა აშენდეს მეჩეთიც“- განაცხადა შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატმა ნიაზ ზოსიძემ, მისი აზრით, თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების საფლავზე მეჩეთი არ უნდა აიგოს. შეხვედრა პრეს-კაფეში სამი საათი გრძელდებოდა. მას ესწრებოდნენ რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
აზერბაიჯანში თავსაფრის აკრძალვაზე მოყოლილი ხმაური ქვეყნის მთავრობას არ ესმის
აზერბაიჯანში თვეების წინ მორწმუნე ქალებს თავსაფრის ტარება აუკრძალეს. აკრძალვას ქვეყანაში დიდი ხმაური მოჰყვა, ქვეყნის ზოგიერთ ქალაქებში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ხალხის პროტესტს მთავრობა ყურს არ უგდებს მაგრამ პროტესტი ყოველ დღე უფრო და უფრო მატულობს.
მოსწავლეები და მათი ახლობლები რომლებიც უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ მათი გულსატკივარის მომსმენს ეძებენ. უფლებებ წართმეული ერთ-ერთი მოსწავლე გულისტკივილს ასე გამოხატავს: „ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ? სად არის ჩვენი უფლებები? ჩვენ მთავრობიდან მხოლოდ საკუთარ უფლებებს ვითხოვთ. რატომ გვიზღუდავენ ჩვენ განათლების უფლებას? ჩვენ ასეთს რას ვითხოვთ? ჩვენ მხოლოდ სწავლის უფლებას ვითხოვთ. ჩვენი თავსაფარი ვის უფრთხობს ძილს? ჩვენ სხვის თავდაუბურაობას არ ვეხებით.„