საფლავის დაკითხვა

16/09/2011

ავტორი: უცნობი

კითხვა: საფლავთან დაკავშირებით რა კითხვა პასუხებია?


პასუხი: თქვენი კითხვის პასუხად მოვიყვანთ რამოდენიმე ჰადისს სადაც ნათლად იქნება გადმოცემული თქვენს კითხვაზე პასუხი და ჩვენ ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებთ.
1.
ებუ ჰურაირას (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შმუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანა: “როდესაც მიცვალებულს საფლავში ჩადებენ. მასთან მუქი ლურჯი თვალების მქონე ორი ანგელოზი მოვა, მათგან ერთის მუნქერი ხოლო მეორეს კი ნექირი ერქმება სახელად. ეს ორი ანგელოზი მას ასე ეტყვიან:

-მუჰამმედის შესახებ რას გვეტყვი? ეს კაცი იმას იტყვის რასაც გარდაცვალებამდე ამბობდა.

            -ის ალლაჰის მსახური და შუამავალია. მე ვამოწმებ რომ ალლაჰის გარდა არ არსებობს ჭეშმარირტი სხვა ღვთაება, მუჰამმედი კი მისი მსახური და შუამავალია. ეს ორი ანგელოზი მას ასე ეტყვის:

            -ვიცოდით რომ შენ ასე იტყოდი. შემდეგ საფლავი 70 არშინით გაფართოვდება, განათდება და ეტყვიან მას მშვიდად იძინეო. ეს პიროვნება ეტყვის:

            -შეიძლება უკან დავბრუნდე, ჩემი მდგომარეობა ოჯახს გავაგებინო და უკან დავბრუნდეო? ეს ორი ანგელოზი მას ეტყვის:

            -იძინე მშვიდად, როგორც ნეფე-დედოფალს სძინავთ ხოლმე მშვიდად. ნეფე-დედობალს მათი ოჯახიდან ყველაზე საყვარელი ვინმე გააღვიძებს. ეს პიროვნება ამ საფლავში მეორედ გაცოცხლებამდე მშვიდად იძინებს.

            თუ საფლავში ჩადებული ვინმე მუნაფიყი (ორპირი) იქნება, როცა მუჰამმედის (ალლაჰის სალამი და ლოცვა მას) შესახებ კითხავენ ასე უპასუხებს:

            -ხალხისგან გავşგონე, რომ ამბობდნენ შუამავალიაო მეც იგივენაირად ვთქვი, მართალია თუ არა არ ვიციო იტყვის. ამის თაობაზე ანგელოზები ეტყვიან:

            -ვიცოდით რომ ასე იტყოდიო. საფლავს ეტყვიან რომ შევიწოვდეს და შეკრას იგი, საფლავიც შეკრავს მას და ნეკნები ადგილებიდან მოძრაობას დაიწყებს. ალლაჰის მას მეორედ გაცოცხლებამდე ასეთ სატანჯველს მიუჩენს.” [1]

            2. იბნი ომერისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის სალამი და ლოცვა მას) ასე ბრძანა: “როდესაც ვინმე გარდაიცვლება იმქვეყნად მის სამყოფელს აჩვენებენ, თუ ეს პიროვნება სამოთხის მკვიდრთაგანი იქნება სამოთხეს; ხოლო თუ ჯოჯოხეთის მკვიდრთაგანი იქნება ჯოჯოხეთს აჩვენებენ და ეტყვიან აი ადგილი სადაც უნდა იცხოვრო, წარღვნის დღეს ალლაჰი იქ გაგგზავნის.” [2]       (თირმიზის მიხედვით ეს ჰადისი ჰასენ საჰიჰია)

            3. ელ-ბერა ბინ აზიბისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა ასე ბრძანა: “მორწმუნე მსახურთან ორი ანგელოზი მოვა, მას დააჯენენ და ჰკითხავენ:

            -ვინ არის შენი უფალი?

            -ჩემი უფალი ალლაჰია.

            -რჯული რა გაქვს?

            -ჩემი რჯული ისლამია.

            -თქვენს შორის შუამავლად მოვლენილი კაცი ვინ იყო?

            -ის ალლაჰის შუამავალი იყო. ეს ორი ანგელოზი კვლავ აგრძელებენ დაკითხვას:

            -რა იცი შენ?

            -ალლაჰის წიგნს ვკითხულობდი, ის მწამდა და მას ვემორჩილებოდი. ამის შემდეგ ციდან ხმა მოისმება:

            -ჩემი მსახური მართალს ამბობს, მას სამოთხიდან საწოლი გაუშალეთ და სამოთხიდან კარი გაუღეთო შეეხმიანება. ამის შემდეგ სამოთხის სასიამოვნო და სურნელოვანი სუნი მასთან მოაღწევს და საფლავი მისი თვალსაწიერისოდენა გაფართოვდება. კარგი შესახედაობის მქონე, ლამაზად შემოსილი და სასიამოვნო სურლოვანი სუნის მქონე კაციც მასთან მოვა. ეს კაცი მას ეტყვის:

            -შენდა სასიხარულო რამეები უნდა გახაროო. აი ეს ის დღეა რომელსაც გპირდებოდნენ. მიცვალებული მას ჰკითხავს:

            -შენ ვინხარ? შენი სახის გამომეტყველება კეთილი ამბის მომტანს ჰგავს.

            -მე შენი გულწრფელად შესრულებული ნამაზი ვარო ეტყვის. ამ დროს ეს კაცი:

            -უფალო! მოახდინე წარღვნა რათა დავუბრუნდე ჩემს ოჯახის წევრებს და ქონებასო შეევედრება.

            საფლავში ჩადებულ ურწმუნოსთანაც ორი ანგელოზი მივა, დააჯენენ და ჰკითხავენ:

            -ვინ არის შენი უფალი?

            -არ ვიცი.

            -თქვენს შორის შუამავლად მოვლენილი კაცი ვინ იყო?

            -არ ვიცი. ამის თაობაზე ციდან ხმა მოისმება: ის ტყუის. მას ჯოჯოხეთიდან საწოლი გაუშალეთ და ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ მიმავალი კარი გაუღეთო უბრძანებს. ჯოჯოხეთის ის მწველი და აუტანელი სიმხურვალე მასთან მოაღწევს. საფლავი ისე დავიწროვდება და შეკრავს, რომ ნეკნები ერთმანეთს გაეჩხირება. მასთან ძალიან შეუხედავი, ცუდად ჩაცმული და ცუდი სუნის მქონე კაცი მასთან მოვა და ეტყვის:

            -უნდა გახარო ის რაც არ გესიამოვნება. აი ეს ის დღეა რომელსაც გპირდებოდნენ. მას მიცვალებული ჰკითხავს:

-შენ ვინ ხარ? შენი სახის გამომეტყველება ცუდი ამბის მომტანს გავს. ისიც მიუგებს:

            -მე შენი ბოროტი და ცუდი საქმეები ვარ. ამის თაობაზე ეს პიროვნება:

            -უფალო! ნუ მოახდენ წარღვნას! შეევედრება. [3]

            (ამ ჰადისს იმამი აჰმედი და ებუ დავუდი გადმოგვცემს. ნესაი და იბნი მაჯე კი ჰადისის მხოლოდ დასაწყის ნაწილს გადმოგვცემენ. ასევე ჰაქემ ელ-ისფერაინი თავის საჰიჰი ჰადისების ნაკრებში და იბნი ჰიბბანიც გადმოგვცემს.)

            4. აიშესგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოცემით ალლაჰის შუამავალი (ალაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს: “ჭეშმარიტად საფლავის შეკრა არსებობს, რომლისგანაც ვინმე რომ გადარჩენილიყო სად ბინ მუაზი გადარჩებოდა.” [4]

            5. ენეს ბინ მალიქისგან (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ალლაჰის შუამავალმა (ალაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა: “მიცვალებულების დაუმარხაობის საფრთხე რომ არ ყოფილიყო აუცილებლად შევევედრებოდი ალლაჰს, რომ საფლავის ტანჯვა თქვენც გაგეგონათ. [5]

            6. იბნი აბბასი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) ასე ამბობს: შუამავალმა ორ დაფლავთან ჩაიარა და ასე თქვა: “უეჭველად ამ საფლავებში მყოფნი სატანჯველში არიანო ბრძანა და ბოლოს დასძინა: ამათგან ერთი მაბეზღარა იყო მეორე კი შარდს არ ერიდებოდაო ბრძანა. [6]

            ჰადისის გადმომცემელმა დაამატა: ამის შემდეგ შუამავალმა ერთი ნედლი ხის ტოტი აიღო ორად გაყო და ერთი ერთის საფლავზე მეორე მეორეს საფლავზე დაასო. შემდეგ თქვა სანამ ესენი ნედლი იქნება ვიმედოვნებთ რომ ამ საფლავის პატრონებს ტანჯვა შეუმსუბუქდებათ.




[1] ნესაი, ჯენაიზ: 114; ბუჰარი, ჯენაიზ: 86.

 [2] ბუჰარი, ჯენაიზ: 89.

 [3] მუსნედ, IV, 287, 295-296; ებუ დავუდ 4753.

 [4] აჰმედ, 6/55-23764., ჰეისემი, 3/46-4255, საჰიჰა, 16695.

 [5] მუსლიმ, 8/ 2868; აჰმედ, 6/21149; იბნი ები ასიმ ეს-სუნნე, 868, იბნი ები შეიბე მუსანნეფ.

 [6] ბუჰარი, 3/1300 გვ.; იბნი მაჯე, 1/347; მუსლიმი 1/292.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 6 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol