რწმენა შუამავლებისა

რწმენა შუამავლებისა

 

დიდდება ალლაჰს!

შუამავლების რწმენა ოთხ საკითხად შეიძლება განვიხილოთ:

პირველი:

უყოყმანოდ უნდა დავამოწმოთ, რომ ისინი ხალხს მხოლოდ ალლაჰის სათაყვანოდ და ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებების უარყოფისკენ მოუწოდებდნენ. ალლაჰმა საზოგადოების ყველა თემს სხვადასხვა დროში თითო შუამავალი მოუვლინა. ყოველი შუამავალი საკუთარი სიტყვის ერთგულია. შუამავლები ალლაჰის მიერაა დამოწმებული. ისინი კეთილი, ერთგული, ღვთისმოსავნი და სანდო ადამიანები არიან. ხალხს აცნობეს ყველა ის ბრძანება რაც ალლაჰმა მათზე ჩამოავლინა, მათზე ჩამოვლენილი ბრძანებებიდან არაფერი არ დაუმალავთ და არც შეუცვლიათ. მათ ამ ბრძანებებზე საკუთარი ნებით არცერთი ბგერა არ მიუმატებიათ და არც გამოუკლიათ.

უზენაესი ალლაჰი შუამავლების შესახებ ასე ბრძანებს:

فَهَلْ عَلَى الرُّسُلِ إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ

შუამავლებს ცხადი ქადაგების გარდა სხვა რა აკისრიათ.”[1]

პირველი შუამავლიდან ბოლო შუამავლამდე ყველა შუამავალი ხალხს ერთ რამეზე ეპატიჟებოდნენ. ეს იყო საქმით, სიტყვით და რწმენით მხოლოდ ერთი ალლაჰის დიდება, მის მიმართ მორჩილება, მხოლოდ მასზე თაყვანისცემა, მის იმედად ყოფნა და მისი შიში, რასაც ერთი სიტყვით თევჰიდი ეწოდება.

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

وَمَا أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رَّسُولٍ إِلَّا نُوحِي إِلَيْهِ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاعْبُدُونِ

(მუჰამმედ! ისე) არ წაროგვიგზავნია შენზე წინ შუამავალი, რომ არ გვებრძანებინოს მისთვის: “ჩემს გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს დაე მე მეთაყვანეთო.”[2]

ალლაჰი კიდევ სხვა აიათში ასე ბრძანებს:

وَاسْأَلْ مَنْ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رُّسُلِنَا أَجَعَلْنَا مِن دُونِ الرَّحْمَٰنِ آلِهَةً يُعْبَدُونَ

(მუჰამმედ!) ჰკითხე ჩვენს შუამავალთაგან (რომელიმეს ან რომელიმე მათ უმმეთთაგანს) ვინც წარმოვგზავნეთ შენზე ადრე, თუ დაგვიდგენია მოწყალე ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანო? (ყოველი შუამავალი ისე ეპატიჟებოდა ხალხს, როგოეც შენ ეპატიჟები. ისინიც ამბობდნენ ალლაჰი ერთია, მხოლოდ მას ეთაყვანეთ, მას არ გააჩნია არავითარი მოზიარე და მის გარდას ხვა ღვთაებებს ნუ ეთაყვანებითო)”[3]

ყურანში იგივე მნიშვნელობის აიათი ბლომადაა.

უზენაესი ალლაჰი ზოგიერთ რამეებს მხოლოდ შუამავლებისთვის ფარძად აწესებს, როგორებიცაა: თეჰეჯჯუთ ნამაზი, დღეჩაგდებით მარხვა და სხვა. ასევე ალლაჰი გამოცდის მიზნით შუამავლებისთვის ზოგიერთ ჰალალ რამეებს ჰარამადაც აწესებს. მაგალითად: ზექათისა და მოწყალების აღება შუამავლისთვის ჰარამია.

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

الَّذِي خَلَقَ الْمَوْتَ وَالْحَيَاةَ لِيَبْلُوَكُمْ أَيُّكُمْ أَحْسَنُ عَمَلًا ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْغَفُورُ

(ალლაჰია) რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თუ რომელი თქვენგანი იქნებოდა საქმით უფრო კარგი. და ის ღირსეული (უძლეველი) და უსაზღვროდ მპატიებელია.”[4]

კიდევ ერთ აიათში ასე ბრძანებს:

لِكُلٍّ جَعَلْنَا مِنكُمْ شِرْعَةً وَمِنْهَاجًا

თითოეულ თქვენთაგანს ჩვენ დავუდგინეთ კანონიı და გზა.”[5]

აბდულლაჰ ბინაბბასი (...) ამ აიათის შესახებ ასე ამბობდა: “ყოველ თქვენთაგანს დაგიდგინეთ გზა და სუნნეთი.”

მუჯაჰიდი, ‘იქრიმე და ზოგიერთი სხვა მუფესსირებიც[6] იგივეს ამბობენ.

ებუ ჰურეირასგან (...) გამდომცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა ასე თქვა:

أَنَا أَوْلَى النَّاسِ بِعِيسَى ابْنِ مَرْيَمَ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ، وَالْأَنْبِيَاءُ إِخْوَةٌ لِعَلاَّتٍ، أُمَّهَاتُهُمْ شَتَّى، وَدِينُهُمْ وَاحِدٌ

მე ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც მარიამის ძეისასთან ადამიანებს შორის ყველაზე ახლოს მყოფი ვარ. შუამავლები ძმები არიან, რომლებსაც სხვადასხვა დედები ჰყავთ, თუმცა ყოველი მათგანის რჯული ერთია.”[7]

ანუ უზენაესი ალლაჰის მიერ ჩამოვლენილი ყოველი წმინდა წიგნის მთავარი საკითხი თევჰიდია. ხოლო შუამავლების შარიათები, ბრძანებები, ნებადართული თუ აკრძალული რამეები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, რადგან შუამავლები იმ ძმებს ჰგავან, რომლებსაც სხვადასხვა დედები ჰყავთ. ვინც ერთი რომელიმე შუამავალის შუამავლურ მისიას უარყოფს ის უარყოფს სხვა შუამავალებსაც.

რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

كَذَّبَتْ قَوْمُ نُوحٍ الْمُرْسَلِينَ

ნუჰის ხალხმა შუამავლები უარყვეს.”[8]

ნუჰ (..) შუამავალის ხალხმა უარყვეს იგი და არ ირწმუნეს მისი შუამავლობა. მათ მხოლოდ ის ერთი უარყვეს, მასთან ერთად სხვა შუამავალი არ ყოფილა, მაგრამ ალლაჰმა ეს ჩაუთვალა ისე, როგორც ყველა შუამავლების უარყოფად და ბრძანა: “ნუჰის ხალხმა შუამავლები უარყვეს.”

მეორე:

მუჰამმედი, იბრაჰიმი, მუსა, ‘ისა და სხვა შუამავლები (..) რომლეთა სახელებიც ვიცით თავიანთ სახელებთან ერთად გვწამს. ზოგადად ყველა შუამავლის გვწამს, რომელთა სახელებიც არ ვიცით.

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

آمَنَ الرَّسُولُ بِمَا أُنزِلَ إِلَيْهِ مِن رَّبِّهِ وَالْمُؤْمِنُونَ ۚ كُلٌّ آمَنَ بِاللَّهِ وَمَلَائِكَتِهِ وَكُتُبِهِ وَرُسُلِهِ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِّن رُّسُلِهِ ۚ وَقَالُوا سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۖ غُفْرَانَكَ رَبَّنَا وَإِلَيْكَ الْمَصِيرُ

ირწმუნა შუამავალმა ის რაც ჩამოევლინა თავისი ღმერთისგან და მორწმუნეებმაც (ირწმუნეს). ყველამ ირწმუნა ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მის მიერ წარმოგზავნილი შუამავლები. ჩვენ არ განვასხვავებთ არცერთს მის მიერ წარმოგზავნილ შუამავალთაგანს. (ისინი) ამბობენ გვესმა და დავემორჩილეთ, შენს პატიებას (მოველით) ღმერთო ჩვენო და შენთანაა (ბოლოს) მოსასვლელი.[9]

ალლაჰი ამის შესახებ სახვა აიათში ასე ბრძანებს:

وَلَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلًا مِّن قَبْلِكَ مِنْهُم مَّن قَصَصْنَا عَلَيْكَ وَمِنْهُم مَّن لَّمْ نَقْصُصْ عَلَيْكَ

ვფიცავ, ჩვენ შენზე ადრეც წარმოვგზავნეთ შუამავლები. მათგან არიან ისეთები ვისზეც გიამბეთ შენ და მათგან არიან ისეთები ვისზეც არ გვითქვამს შენთვის.”[10]

ჩვენ გვწამს, რომ მუჰამმდი (....) ბოლო შუამავალია და მის შემდეგ შუამავალი აღარ მოვა.

ალლაჰი ამის შესახებ თავის წმინდა წიგნში ასე ბრძანებს:

مَّا كَانَ مُحَمَّدٌ أَبَا أَحَدٍ مِّن رِّجَالِكُمْ وَلَٰكِن رَّسُولَ اللَّهِ وَخَاتَمَ النَّبِيِّينَ ۗ وَكَانَ اللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمًا

არ ყოფილა მუჰამმედი მამა რომელიმე თქვენი კაცების, თუმც ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა (ჯაჭვის ბოლო) რგოლია. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლის მცოდნეა.”[11]

გადმოცემის მიხედვით სად ბინ ები ვაყყასმა (...) ასე თქვა:

أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صلى الله عليه وسلم خَرَجَ إِلَى تَبُوكَ وَاسْتَخْلَفَ عَلِيًّا، فَقَالَ: أَتُخَلِّفُنِي فِي الصِّبْيَانِ وَالنِّسَاءِ؟ قَالَ: أَلاَ تَرْضَى أَنْ تَكُونَ مِنِّي بِمَنْزِلَةِ هَارُونَ مِنْ مُوسَى؟ إِلاَّ أَنَّهُ لَيْسَ نَبِيٌّ بَعْدِي

ალლაჰის შუამავალმა თებუქში (ჯიჰადისთვის) გამგზავრებისასალი (მედინაში) დატოვა. ‘ალიმ (...) ამაზე ასე უთხრა: მე ქალებთან და ბავშვებთან მტოვებ? შუამავალმა უპასუხა: განა კმაყოფილი არ ხარ ისე ახლოს იყო ჩემთან როგორც ჰარუნი იყო მუსასთან? მაგრამ ჩემს შემდეგ შუამავალი აღარ მოვა.”[12]

უზენაესმა ალლაჰმა მუჰამმედ შუამავალი (....) სხვა შუამავლებთან შედარებით უპირატესყო და მას ზოგიერთი მაღალი თვისებები მიანიჭა. ეს თვისებები შემდეგია:

1. ალლაჰმა იგი ადამიანებსაც და ჯინებსაც ყველას შუამავლად მოუვლინა. მუჰამმედ შუამავლამდე (....) მოვლენილი შუამავლები მხოლოდ თავიანთი თემისთვის იყვნენ მოვლენილნი და ყოველი მათგანი აუწყებდა ხალხს მის შემდგომ მოსასვლელ შუამავალზე, რაც იმაზე მიუთითებდა რომ ეს უკანასკნელი ბოლო შუამავალი არ იყო.

2. ალლაჰის დახმარებით ერთი თვის სავალი გზის სიშორიდან მისი მტრების გულებში შიში ღვივდება.

3. მთელი დედამიწა მისთვის სუფთაა და ალლაჰმა იგი მესჯიდად (სამლოცველოდ) დაუდგინა.

4. ალლაჰმა მას ჯიჰადის შედეგად მონაპოვარი ნადავლი ჰალალად დაუდგინა.

5. მუჰამმედ შუამავალს (....) მიეცემა მსახურთა ქომაგობის უფლება.

ამ ჩამოთვლილის გარდა, მუჰამმედ შუამავალს (....) სხვა მრავალი აღმატებული თვისებები ახასიათებდა.

მესამე:

ვამოწმებთ ყველაფერს, რაც თუ შუამავლებმა გადმოგვცეს.

მეოთხე:

ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიცხოვროთ იმ შარიათის მიხედვით, რომელიც ჩვენთვის წარმოგზავნილმა მუჰამმედ შუამავალმა გვამცნო.

ამის შესახებ უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

فَلَا وَرَبِّكَ لَا يُؤْمِنُونَ حَتَّىٰ يُحَكِّمُوكَ فِيمَا شَجَرَ بَيْنَهُمْ ثُمَّ لَا يَجِدُوا فِي أَنفُسِهِمْ حَرَجًا مِّمَّا قَضَيْتَ وَيُسَلِّمُوا تَسْلِيمًا

არა და არა ვფიცავ ღმეთსა შენსა, მანამ არ ირწმუნებენ სანამ მსაჯულად არ აგიყვანენ იმაში რაზეც უთანხმოებაა მათ შორის და შემდეგ თუ სრული მორჩილებით არ დაემორჩილებიან შენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისე რომ მცირედი საჭოჭმანოც კი არ ჰქონდეთ გულებში.”[13]

შუამავლის რწმენასთან სხვა ბევრი საკითხებია დაკავშირებული. ამათგან ზოგიერთი ესენია:

1. შუამავალის რწმენა ხელს გვიწყობს უფრო უკეთ გავაცნობიეროთ ალლაჰის ჩვენდამი წყალობა. ალლაჰს ადამიანები ძალიან უყვარს და მათ აფასებს, მან არაერთი შუამავალი წარმოუგზავნა ადამიანებს, რათა მათთვის ესწავლებინათ სწორი გზა და ამ სწორ გზაზე სვლის წესები. ამ სწორ გზაზე სვლის წესები ღვთის მსახურებაა, ალლაჰის ბრძანებების შესრულება და აკრძალულებისგან შორს დგომა. ადამიანებს შუამავლები აუცილებლად ესაჭიროებათ, რადგან ადამიანები თავიანთი ჭკუით ვერ იპოვიან ალლაჰისკენ მიმავალ გზას და ვერ გაარკვევენ ალლაჰის წინაშე რომელი საქმე იქნება მოსაწონი და რომელი მოუწონარი.

2. შუამავლების რწმენა ხელს გვიწყობს მადლიერნი ვიყოთ უზენაესი ალლაჰისა, რომელმაც ეს დიდი წყალობა მოგვცა.

 

3. ასევე მათი რწმენითაა გამოწვეული, როცა ისინი გვიყვარს, მათ საკადრისად ვაფასებთ და კეთილად ვიხსენებთ. რადგან ისინი ალლაჰის შუამავლები და რჩეული მსახურები არიან. ისინი ღვთისმოსავნი,  ალლაჰის მიერ დაკისრებული შუამავლური მისიის შემსრულებელნი, ხალხის აღმზრდელნი და ამ გზაზე უამრავი სირთულის ამტანნი არიან.

ალლაჰმა ყველაფერი უკეთ იცის!

წყარო: islam Q&A

------------------------------

[1] სურა ნაჰლ, 16/35- აიათი.

[2] სურა ენბია, 21/25- აიათი.

[3] სურა ზუჰრუფ, 43/45- აიათი.

[4] სურა მულქ, 67/2- აიათი.

[5] სურა მაıდე, 5/48- აიათი.

[6] თეფსირის, ანუ ყურანის განმარტების მეცნიერები.

[7] გადმოგვცემს ბუხარი და მუსლიმი.

[8] სურა შუარა, 26/105- აიათი.

[9] სურა ბაყარა, 2/285- აიათი.

[10] სურა მუმინ, 40/78- აიათი.

[11] სურა აჰზაბ, 33/40- აიათი.

[12] ბუხარი, .. 4416; მუსლიმ, .. 2404.

[13] სურა ნისა, 4/65- აიათი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=