რა მნიშვნელობა აქვს ფითრას

რა მნიშვნელობა აქვს ფითრას, ვის შეიძლება მიეცეს და რაღირებულება აქვს ფითრას?

 

კითხვა: ფითრის მიცემა ხოჯაზე თუ შეიძლება და რატომ არის ფითრა 5 ლარიროცა ადრე 50 თეთრი იყო?

პასუხი: დიდება ალლაჰს! ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მისოჯახს, მის მეგობრებსა და მის მიმდევრებს!

ვიდრე პასუხზე გადავიდოდე აქ მინდა რამოდენიმე ჰადისის მეშველებითშევეხო ფითრის მნიშვნელობას თუ რა არის ფითრის მოწყალება. ფითრა არისმარხული ადამიანის ერთგვარი გამოსასყიდი, რომელიც მახვისას დაშვებულიშეცდომებისა და ცოდვების გამოსასყიდად ვიხდით ჩვენ. როგორც ალლაჰის შუამავალი(...) გადმოგვცემს მარხვა არ არის მხოლოდ ჭამა-სმისგან თავის შეკავება არამედმარხვა არის ყოველი ცუდი საქციელისგან, ფუჭი და უსარგებლო სიტყვისგან თავისშეკავება. მარხული ხელით, ფეხით, ენით, გულით, ხედვით და სმენით შორს უნდაიყოს აკრძალულისა და ალლაჰისთვის მოუწონარი საქმეებისგან. მიუხედავადმორწმუნის დიდი მცდელობისა ზოგჯერ ხდება ისე რომ მისდაუნებლიედ სძლევსბოროტი და შესცოდებს. ასეთი შეცდომების გამოსასწორებლად და ამ ცოდვებისგამოსასყიდად უზენაესმა ალლაჰმა ჩვენ გამოსავალი დაგვიწესა ფითრის მოწყალებით,რომელიც ღარიბის დაპურებას ისახავს მიზნად. ამ ყველაფერს ალლაჰის შუამავალისს...) ჰადისებში ამგვარი განმარტებით ვპოულობთ:

ვექი ბინ ჯერრაჰ (.)-ისგან გადმოცემით: “რამაზნის მთვარეში ფითრისმოწყალება ისეთივეა, როგორც ნამაზისთვის სეჰვი სეჯდე. როგორც სეჯდეს ნამაზისნაკლები მოჰყავს სისრულეში ისე ფითრის მოწყალებსა მოჰყავს სისრულეში მარხვისნაკლები.”[1]

ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებს: “ფითრის მოწყალება მარხულს ფუჭი,უსარგებლო და ცუდი სიტყვებისგან წარმოქმნილი ცოდვისგან განწმენდს; (ამავედროს) ღარიბებისთვისაც წყალობაა.”[2]

ალლაჰის შუამავალი (...) სხვა ჰადისებში ასე ბრძანებს: “ფითრის მოწყალებისგადამხდელ მდიდარს ალლაჰი ცოდვებისგანაც გაათავისუფლებს და ქონებასაცგაუსუფთავებს. ხოლო ღარიბს მის მიერ გაცემულ მოწყალებაზე უფრო მეტს ალლაჰიდაუბრუნებს.”[3]

რაც შეეხება კითხვას თუ ვის შეიძლება მიეცეს ფითრის მოწყალება ამის შესახებუზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს:

إِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكِينِ وَالْعَامِلِينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِي الرِّقَابِ وَالْغَارِمِينَ وَفِي سَبِيلِ اللَّهِ وَابْنِ السَّبِيلِۖ فَرِيضَةً مِّنَ اللَّهِ.

უეჭველად ალლაჰისაგან სავალდებულოდ ქმნილია (ზექათი-ფითრა) მოწყალებანი (გაიცეს) მხოლოდ ღარიბებისადმიღატაკებისადმი, ამ საქმეზე მომსახურეთადმი, (ისლამისაკენ) გულთა მიმქცევთადმი, მონებისადმი, ვალის მქონეთადმი, ალლაჰის გზაზე მყოფებისადმი და გზად (შეფერხებულ) დაჩენილებისადმი.[4]

ეხლა თითო თითო განვიხილოთ ეს კატეგორიები:

1        ღარიბები

ღატაკები

ზექათის შემგროვებელი მუშაკები: ამ კატეგორიის ხალხზე ზექათის ან ფითრის მოწყალების გაცემა ნებადართულია არა სიღარიბის გამო არამედ ამსაქმით დაკავებულობის გამო და ეს მათთვის ერთგვარი ჯამაგირია, რადგანისინი ხალხის სამსახურში დგანან. ზექათის შემგროვებელი მუშაკები მდიდრებიც რომ იყვნენ მათი შრომის ჯამაგირის აღება შეუძლიათ.

ხალხი რომლებიც ახლოს არიან ისლამთან და შესაძლებელია მათიგულის მოგება: თუ ზექათის/ფითრის მიცემით შესაძლებელია მათიგულების ისლამზე მოლბობა ან მათი გაუვნებელყოფა მაშინ წახალისების მიზნით მათზე ზექათის/ფითრის გაცემა დაშვებულია. ამ კატეგორიის ხალხი7 ჯგუფად იყოფა:

) ლიდერები, რომლების გულების მოლბობა და მათი ხალხის ისლამზე გადმოსვლის იმედი არსებობს.

) ხალხი რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ისლამისთვის და ზექათის მიცემით შესაძლებელია მათი გაუვნებელყოფა.

) ახალგამუსლიმანებულები რომლებიც ჯერ კიდევ არ დგანან ისლამში მტკიცედ.

) პიროვნება რომელიც მუსლიმანია მაგრამ ურწმუნოებთან მეგობრობს.

) სუსტი რწმენის მქონე ლიდერები.

) საზღვრისპირას მცხოვრები მუსლიმანები რომლეთაგან საზღვრსი დაცვას და ერთგულებას ველით.

) მოხალისე ზექათის შემგროვებლები, რომლებიც ისეთ კრიტიკულ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ზექათის შემგროვებელი მუშაკების გაგზავნა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ზექათით მათი წახალისება შეიძლება.

ეს ყოველი ჩამოთვლილი მუჰამმედ შუამავალის (...) დროს ამ კატეგორიაში შედიოდა და მათ ზექათი ეძლეოდათ. სწავლულთა ერთი ნაწილი უარყოფს ამ კატეგორიის ხალხზე ზექათის გაცემას, ამის მიზეზად ასეხელებენ იმ ფაქტს როდესაც ხალიფა ომარმა (..) ამ კატეგორის ხალხზე ზექათი აღარ გასცა, რადგან ისლამის სახელმწიფო უკვე საკმაოდ ძლიერი იყო. აქედან გამომსინარე სწავლუთა ერთი ნაწილი ამბობს ამ კატეგორიის ხალხზე ზექათის გაცემა ისლამის პირველ წლებში იყო საჭირო და ხალიფა ომარის შემდეგ ეს გაუქმდა; მეორე ნაწილი კი ამბობენ, რომ ეს დროისა და მუსლიმთა სიძლიერის მიხედვით შეძლება ცვალებადი იყოს.

5 მონები: მონა ან ტყვე რომელსაც გარკვეული გამოსასყიდის გადახდის შემთხვევაში თავისუფლების პირობა აქვს აღებული.

6 ვალში მყოფნი: ღარიბი, რომელსაც საკუთარ ქონებაზე უფრო მეტი ვალი აქვს. ასეთ შემთხვევაში ვალის მქონე ღარიბზე მოწყალების გაცემა უფრო უკეთესია ვიდრე ვალის არმქონე ღარიბზე.

ალლაჰის გზაზე მყოფნი: ესენი ის კატეგორიაა, რომლებმაც მიატოვეს ყველგვარი ამქვეყნიური საქმე და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად იღრწვიან. მაგალითად: მოსწავლეები რომლებიც ალლაჰის ხათრით მეცნიერებას ეუფლებიან, მებრძოლები რომლებიც ისლამისთვის იბრძვიან და ალლაჰის ხათრით ჰაჯზე წასული და გზად უსახსროდ დარჩენილი მგზავრები.

8 მგზავრი: მგზავრი, რომელიც სახსრების არქონის გამო გზად დარჩა და გამოუვალ მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში მგზავრი სამშობლოში ქონების პატრონიც რომ იყოს იმდენი რაოდენობის მოწყალების მიცემა შეიძლება რითაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

ვისზეც ზექათის გაცემა შეიძლება მათთვის ფითრის მოწყალებაც გაიცემა. ასერომ თქვენს მიერ დასმული კითხვის პასუხიც ამგვარია: თუ აღნიშნული ხოჯა ზემოთჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება რათქმაუნდა მათზე ფითრის მიცემაცშეიძლება. აქვე კარგი იქნება აღვნიშნო, რომ თუ ქვრივ-ობოლიც ზემოთ ჩამოთვლილკატეგორიას მიეკუთვნებიან მაშინ რათქმაუნდა მათზეც გაიცემა ფითრა, თორემმხოლოდ ობლობა ან ქვრივოდა არ არის იმის პირობა რომ მათ ზექათი ან ფითრამიიღონ, რადგან ქვრივ-ობოლი შესაძლოა მდიდარიც იყოს.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას ფითრის მოწყალების ღირებულების შესახებ.იმისათვის, რომ პსუხი უფრო გასაგები იყოს ჯერ გავერკვეთ ფითრის ღირებულებაშიდა შემდეგ განვიხილოთ საქართველოს მდგომარეობა.

ფითრის მოწყალება მიზნად ისახავს ერთი ფითრის ღირებულებით ერთიღარიბის ერთი დღით გამოკვებას. რათქმაუნდა აქ ჩვენ არ ვანგარიშობთ იმას თუ რაღირებულების საკვებს ღებულობს დღეში ღარიბი, არამედ ჩვენ ვანგარიშობთ იმღირებულებით თუ საშუალოდ რა ღირებულების საკვებს ღებულობს გადამხდელისოჯახი. წმინდა ყურანში ფიცის გატეხის გამოსასყიდად ასე ბრძანებსუზენაესი: “საშუალოდ როგორც საკუთარ ოჯახს აპურებთ”[5]

იმამი შაფის იჯთიჰადის მიხედვით ფითრის მოწყალების ღირებულებაც ამაიათზე შედარებითაა და ყველამ ის ღირებულება უნდა გასცეს ფითრად რასაცსაშუალოდ თვითონ მოიხმარს ოჯახში.[6]

ალლაჰის შუამავალის დროს ფითრას ხორბლის, ქერის, ქიშმისშისა და ფინიკისხურმის სახით იხდიდნენ, რომლის წონითი რაოდენობაც დაახლოებით შემდეგი იყო:

 

სახეობა                        წონა:

 

ხორბალი                  1.460 გრამი.

ქერი                            2.920 გრამი.

ქიშმიში                      2.920 გრამი.

ფინიკის ხურმა       2.920 გრამი

 

როგორც ვხედავთ სუნნეთში მოცემულია ძირითადი საკვები პროდუქტები.მათგან წონითაც და ღირებულებითაც ყველაზე დაბლა მყოფი არის ხორბალი 1.460გრამი, ხოლო ყველაზე მაღალი ღირებულების ფინიკის ხურმა რომელიც წონით 2.920გრამს შეადგენს. რაც იმას მიგვითითებს რომ ყველას შეუძლია თავისი ოჯახისეკონომიური მდგომარეობის მიხედვით აირჩიოს ზემოთ ჩამოთვლილიპროდუქტებიდან რომელიმე ან მისი ღირებულებადა გაიღოს მოწყალებას.

როგორც უკვე ვიცით ფითრის მთავარი მიზანია ერთი ღარიბის ერთი დღისსაკვების უზრუნველყოფაა. ადრე საქართველოში სამუფთოს მიერ მართლაც იყო 50თეთრი შემდეგ 2 ლარი ფითრის ღირებულება დადგენილი. დღეს კი ეს ღირებულება5 ლარს შეადგენს. როგორც ვიცი დღეს ამის გამოანგარიშება ყველაზე დაბალი პურისადა ხორბლის მიხედვით ანგარიშდება. იმისათვის რომ უკეთ გასაგები იყოს ჩვენთვისდღევანდელი ფითრის ღირებულება, უნდა გავიხსენოთ თუ რა ღირდა იმ დროს პურიან სხვა კვების პროდუქტები, რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდით ეკონომიურად მაშინ;დღეს რა ღირს პური, ძირითადი კვების პროდუქტები და როგორი ეკონომიურიმდგომარეობაა დღეს. ასევე უნდა დავუფიქრდეთ დღევანდელ პირობებში შესაძლებელათუ არა კაცმა ერთი დღის საკვები 5 ლარად უზრუნველყოს? ფითრა ხომ ისმოწყალებაა, რომელმაც მარხვისას ჩვენი შეცდომებბი უნდა გაწმინდოს. ჩვენიმოწყალება ალლაჰის წინაშე მისაღები, რომ იყოს ამისათვის გულწრფელობააუცილებელი პირობაა. ჩვენ თუ ამ მოწყალებას ასეთ პრობლემად და სადაო თემადვაქცევთ მაშინ რა ფასე ექნება ამას ალლაჰის წინაშე? ამ თემაზე სპეციალურადვამახვილებ ყურადღებას რადგან ეს ჩვენს ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზია.

 

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

 

            ----------------------

[1] ისლამის ფიკჰის ენციკლოპედია, პროფესo დოქტორი ვეჰბე ზუჰაილი, .3, გვ.384.

[2] ებუ დავუდ, ზექათ, 18 (1609) / იბნ მაჯე, ზექათ, 21 (1827).

[3] ებუ დავუდ, ზექათ, 20 (1619).

[4] სურა თევბე, 9/60.

[5] სურა მაიდე, 5/89.

 

[6] ალ-უმმ, იმამი შაფი, 2/59.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=