რა არის ხათმი?

რა არის ხათმი?

კითხვა: სალამ ალეიქუმ! რა არის ხათმი და მიცვალებულის სულისთვის ჩუქება თუ შეიძლება?

პასუხი:  ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექაათუჰ! დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

ხათმი არაბული სიტყვაა და ნიშნავს ბოლოს, დაბოლავებას, დასრულებას. როგორც ტერმინი ხათმი ნიშნავს წმინდა ყურანის თავიდან ბოლომდე სრულად წაკითხვას. რაც შეეხება ხათმის ანუ ყურანის სრულად წაკითხვის შედეგად მონაპოვარი მადლის მიცვალებულის სულზე ჩუქებას, ეს საკამათო თემაა, რადგან სწავლულთა ერთი მხარე მიიჩნევს რომ ეს დასაშვებია, ხოლო სწავლულთა მეორე მხარე არ ეთანხმება. სწავლულთა ის ნაწილი რომლებიც ამის ნებართვას იძლევიან ამბობენ, რომ ეს არაფრით განსხვავდება იმისგან მიცვალებულის დარჩენილი რამაზნის ვალი მისმა შვილმა ან ახლობელმა რომ შეასრულოს მისი სახელით ან მოწყალება რომ გაიღოს მისი სულისთვის. ხოლო სწავლულთა მეორე ნაწილი ამას უარყოფენ იმ მოტივით, რომ მსგავსი რამ არც შუამავალს და არც მის საჰაბეებს არ გაუკეთებიათ. ეს რომ დასაშვები ყოფილიყო ისინი აუცილებლად გვეტყოდნენ ამის შესახებ ან თვითონაც ამგვარად იმოქმედებდნენ. ჩვენ გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ ალლაჰმა ისლამის რჯული უნაკლოდ და სრულყოფილად მოგვივლინა, შუამავალს არ გამოუტოვებია არცერთი საქმე რაც სამოთხისთან დაგვაახლოებს. მან ამის შესახებ ყველაფერი გვიბრძანა. ასევე შუამავალს არ გამოუტოვებია არცერთი საქმე რაც ჯოჯოხეთთან დაგვაახლოებს. მან ამის შესახებ ყველაფერი აგვიკძალა.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

05 რამაზანი 1434 / 13. 07 .2013


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=