თვალი და ენა-ყბა

თვალისა და ენა-ყბისთვის საკითხავი დუები

 

კითხვა: რა დუა უნდა იკითხო ენა-ყბის ან თვალისთვის, რომ ადამიანს თვალი არ ეცეს? წინასწარ გიხდით მადლობას და ალლაჰი იყოს ჩვენი მფარველი!

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

თვალისა და ენა-ყბისგან თავდასაცავად მუჰამმედ შუამავალის უნაკლო სუნნეთი რამოდენიმე ხერხს გვასწავლის:

შუამავალი (ს.ა.ვ.) გვირჩევს, რომ თუ კი რომელიმე ჩვენგანი დავინახავთ კარგ და მოსაწონ რამეს უნდა წარმოვთქვათ:

مَا شَاءَ اللهُ تَبَارَكَ اللهُ أَحْسَنَ الْخَالِقِينَ.

მნიშვნელობა: „ყველაფერი ისე იქნება, როგორც უზენაეს ალლაჰს სურს. ალლაჰი საუკეთესო გამჩენია.„

اَللَّهُمَّ بَارِكْ عَلَيْهِ.

მნიშვნელობა: „ღმერთო  ბარაქა მიეცი მას.„[1]

مَاشَاءَ اللهُ لَا حَوْلَ وَ لَا قُوَّةَ إِلَّا بِاللهِ.

მნიშვნელობა: „ყველაფერი ისე იქნება, როგორც ალლაჰს სურს. არ არსებობს ღონე და ძლიერება გარდა ალლაჰისა.„

შუამავალი (ს.ა.ვ.) ასევე გვასწავლის დუას თვალისგან თავდასაცავად:

أَعُوذُ بِكَلِمَاتِ اللهِ التَّامَّةِ مِنْ كُلِّشَيْطَانٍ وَهَامَّةٍ وَ مِنْ كُلِّ عَيْنٍ لَا مَّةٍ.

მნიშვნელობა: „სატანისა და ავი თვალის ყოველგვარი სიავისაგან ალლაჰის უნაკლო სიტყვებს შევეფარები.„ ეს დუა თუ სხვას უნდა ვუკითხოთ მაშინ: أَعُوذُ-ს ნაცვლად ვიტყვით أُعِيذُكَ.[2]

ასევე ენა-ყბისა და თვალისთვის სუნნეთში შემდეგი დუა არის გადმოცემული:

بِسْمِ اللهِ أَرْقِيكَ مِنْ كُلِّ دَاءٍ يُؤْذِيكَ وَ مِنْ شَرِّ كُلِّ نَفْسٍ أَوْ عَيْنٍ حَاسِدٍ اللهُ يَشْفِيكَ بِسْمِ اللهِ أَرْقِيكَ.

მნიშვნელობა: „ალლაჰის სახელით შეგილოცავ, ალლაჰი გკურნავდეს, ყოველი შემაწუხებელი სნეულების, სულისა და მოშურნე თვალისაგან. ალლაჰის სახელით შეგილოცავ.„[3]

ებუ ისჰაყი, ჰარისისგან, ის კი ალისგან (რ.ა.) გადმოგვცემს: ერთ დღეს ჯიბრილ ანგელოზი (ა.ს.) შუამავალთან (ს.ა.ვ.) ჩამობრძანდა და შეამჩნია რომ შუამავალი დაღონებული იყო. ჯიბრილ ანგელოზმა მას ჰკითხა:

-რა არის ეს მწუხარება, რომელსაც შენს სახეზე ვხედავ?

-ჰასანსა და ჰუსეინს თვალი ეცაო მიუგო შუამავალმა. ჯიბრილმა უთხრა:

-თვალის გჯეროდეს, რადგან თვალი მართალია. გინდა გასწავლო რამოდენიმე სიტყვა, რითაც ალლაჰის მფარველობაში შეხვალ? შუამავალმა ჰკითხა:

-ეგ რა სიტყვებია? ჯიბრილმა შემდეგი დუა წაუკითხა:

اَللَّهُمَّ ذَا السُّلْطَانِ الْعَظِيمِ وَ الْقَدِيمِ وَ ذَا الْوَجْهِ الْكَرِيمِ وَ لِيَ الْكَلِمَاتُ وَ الدَّعَوَاتُ الْمُسْتَجَابَاتُ عَافِ الْحَسَنَ وَ الْحُسَيْنَ مِنْ أَنْفُسِ الْجِنِّ وَ أُعْيُنِ الْإِنْسِ.

მნიშვნელობა: „უდიდესი მეუფების, საუკუნო წყალობისა და მოწყალე სახის მქონე ღმერთო! უნაკლო სიტყვებისა და მიღებული და’ვეთის მფლობელო! დაიფარე ჰასანი და ჰუსეინი ჯინთა სულებისა და ადამიანთა თვალისაგან.“

 

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე

10 შაღბანი 1434 / 19. 06 .2013

 

 



[1] ებუ ია’ლა; ტაბერანი; ალ-ჰაქიმ, IV, 26.

[2] ბუხარი, ქითაბუ’ლ-ენბია, ჰ.ნ. 3191; იმამი ნევევი, ელ-ეზქარ, 342.

[3] მუსლიმ, ქითაბუ’ს-სელამ, ბაბუ’ტ-ტიბ ვე’ლ-მარად ვე’რ-რუყა, ჰ.ნ. 2186.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=