თევჰიდი

ლაა ილაჰე ილლელლაჰის პირობები

დიდება ალლაგს!

I პირობა: ცოდნა

ცოდნა უვიცობის, უცოდინრობის ანტონიმია, რაც ლაა ილააჰე ილლელლაჰ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნას და ასევე იმ საკითხების ცოდნასაც მოიცავს, რასაც უნდა უარვყოფდეთ ან ვეთანხმებოდეთ ამ სიტყვების აღიარების შემთხვევაში.

რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

فَاعْلَمْ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا اللَّهُ وَاسْتَغْفِرْ لِذَنبِكَ وَلِلْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ مُتَقَلَّبَكُمْ وَمَثْوَاكُمْ

(ეი მუჰამმედიცოდ რომ ჭეშმარიტად (ზეცასა და დედამიწაზე თაყვანის ღირსი სხვა)ღვთაება არ არსებობს, გარდა ალლაჰისა. პატიება ითხოვე შენი ცოდვებისთვის, ასევე მორწმუნე კაცებისა და ქალებისთვისაც. ალლჰმა იცის (დღისით) თქვენი სავალი (გზებიც)და (ღამით) თქვენი სადგომიც.[1]

სხვა აიათში ასე ბრძანებს:

وَلَا يَمْلِكُ الَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِهِ الشَّفَاعَةَ إِلَّا مَن شَهِدَ بِالْحَقِّ وَهُمْ يَعْلَمُونَ

ვისაც მის[2] გარდა უხმობენ მათ არ ძალუძთ ქომაგობა, გარადა ვინც იციან და დაამოწმეს ჭეშმარიტება.[3]

ოსმან ბინ აფფანისგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (....) ბრძანა:

مَنْ ماَتَ وَهُوَ يَعْلَمُ أَنَّهُ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ دَخَلَ الْجَنَّةَ

ვინც ალლაჰის გარდა სხვა ღვთაების არ არსებობის ცოდნით გარდაიცვლება ის სამოთხეში შევა.[4]

II პირობა: უეჭველიობა

ანუ ვინც ამბობს ლაა ილააჰე ილლელლაჰ მას უეჭველად უნდა სჯეროდეს ამ სიტყვების. რადგან ეჭვის ქვეშ მყოფ ცოდნას ფასი არააქვს. როდესაც ცოდნა ეჭვის ქვეშაა, ასეთ ცოდნაზე დაფუძნებული რწმენა როგორი იქნება?

ალლაჰი ამის შესახებ ასე ბრძანებს:

إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ثُمَّ لَمْ يَرْتَابُوا وَجَاهَدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنفُسِهِمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ أُولَٰئِكَ هُمُ الصَّادِقُونَ

ჭეშმარიტად მორწმუნეები არიან ისინი, ვინც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, შემდეგ არც კი დაეჭვებულან და ალლაჰის გზაზე საკუთარი ქონებითა და სულებით იბრძვიან. აი სწორედ ეგენი არიან (თავიანთი რწმენისერთგულნი.[5]

უზენაესი ალლაჰი ამ აიათში ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ რწმენის ერთგულებას უეჭველობის პირობას უყენებს. ვინც ამას ეჭვის ქვეშ აყენებს ის ფარისეველია (მუნაფიყი).

ებუ ჰურეირასგან (...) გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი ასე ბრძანებს:

أَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ وَأَنيِّ رَسُولُ اللهِ لاَ يَلْقَى اللهَ بِهِماَ عَبْدٌ غَيْرَ شاَكٍّ فِيهِمَاإِلاَّ دَخَلَ الْجَنَّةَ

მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მე ალლაჰის შუამავალი ვარ. მსახური რომელსაც ამ ორი რამის მიმართ ეჭვი არ ექნება ალლაჰი მას აუცილებლად სამოთხეში შეიყვანს.[6]

კვლავ ებუ ჰურეირასგან (...) გადმოცემულ გრძელ ჰადისში ალლაჰის შუამავალმა (....) მას ასე უთხრა:

... مَنْ لَقِيْتَ مِنْ وَرَاءِ هَذَا الْحَائِطِ يَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللَّهُ مُسْتَيْقِنًا بِهَا قَلْبُهُ فَبَشِّرْهُ بِالْجَنَّةِ

“(ებუ ჰურეირა!) ამ კედელს მიღმა ვისაც ნახავ, რომ გულით ამოწმებს არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და ამაში ეჭვი არ ეპარება. მას სამოთხე ახარე.[7]

ალლაჰის შუამავალი (....) ლაა ილააჰე ილლელლაჰის მთქმელის სამოთხეში შესვლას უეჭველობის პირობას უყენებს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დანაპირებიც (სამოთხე) არ შესრულდება.

III პირობა: თანხმობა

ეს გულისხმობს იმ ყველა პირობის მიმართ თანხმობას, რასაც ლაა ილააჰე ილლელლაჰ სიტყვები შეიცავს. უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში გვამცნობს, რომ წინა უმმეთთაგან ვინც ლაა ილააჰე ილლელლაჰ სიტყვებს დაეთანხმნენ ისინი გადაარჩინა; ხოლო ვინც უარყვეს იგი და მას ზურგი შეაქციეს ისინი დასაჯა.

უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ ასე ბრძანებს:

(ალლაჰი ანგელოზებს უბრძანებს:) შეკრიბეთ ისინი ვინც უსამართლოობდნენ(ვინც უარყოფდნენ ალლაჰს), მათი მეუღლეებიც(რომლებიც მხარს უჭერდნენ მათდა (ისინიც)ალლაჰის გარდა რასაც ეთაყვანებოდნენ. ამგვარად ისინი ჯოჯოხეთის გზას გაუყენეთ და (იქვეშეაყოვნეთ ეგენი, რათა (მათ მიერ ნათქვამი თუ ნაქნარი საქმეებისთვის)განიკითხონ. (მათ გაკიცხვით ასე ჰკითხავენ:) რა გემართებათ, რომ ერთმანეთს არ ეხმარებით? პირიქით ისინი დღეს (ალლაჰის ბრძანების წინაშე) ქედ მოხრილნი არიან.ზოგიერთი მათგანი ზოგიერთებს კითხვებით მიუბრუნდებიან[8] და ეკითხებიან: თქვენ(არ იყავითმარჯვნიდან[9] (ცბიერად რომ) გვიახლოვდებოდით (და ცრუს მართლად გვიხსნიდით?” ისინიცუპასუხებენ: (არა ეგრე არ არისპირიქით თქვენ არ იყავით მორწმუნეები. (ჩვენარც გვქონია თქვენზე არანაირი ზეწოლა, პირიქით ურჩი (ურწმუნო)ხალხი იყავით თქვენ. აი ასე გამართლდა ჩვენი გამჩენის სიტყვა ჩვენზე და ჩვენც უეჭველად ვიგემებთ (ამის სასჯელს. დიახ) ჩვენ გადაგიყვანეთ ზღვარს, ჩვენ მართლაც ზღვარგადასულნი ვიყავით. უეჭველად იმ დღეს ისინი სასჯელში თანაბარნი არიან,(როგორც ამ ქვეყნად ცოდვაში იყვნენ თანაბარნი). ჭეშმარიტად ასე ვექცევით ჩვენ ცოდვილებს(რომლებმაც ამ ქვეყნად ურჩობა არჩიეს მორჩილებას). რადგანაც ყოყოჩობდნენ ეგენი, როდესაც ეტყოდნენ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისაო და ამბობდნენ: გადარეული მელექსის გამო ჩვენი ღმერთები მივატოვოთო?[10]

უზენაესი მათი დასჯის მიზეზად მათ ქედმაღლობას, ალლაჰის უარყოფასა და შუამავალის ცრუდ მიჩნევას გვამცნობს. ისინი ლაა ილააჰე ილლაჰ სიტყვით გაბათილებული, რამეებს ანუ ალლაჰის გარდა ყოველგვარ სათაყვანო ღვთაებებს არ უარყოფდნენ და არც ამოწმებნე იმას რასაც ეს სიტყვები ამოწმებდა, ანუ ერთადერთ ალლაჰს არ ამოწმებდნენ. პირიქით ისინი უარყოფდნენ, ქედმაღლობდნენ და ასე ამბობდნენ:

أَجَعَلَ الْآلِهَةَ إِلَٰهًا وَاحِدًا إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ عُجَابٌ وَانطَلَقَ الْمَلَأُ مِنْهُمْ أَنِ امْشُوا وَاصْبِرُوا عَلَىٰ آلِهَتِكُمْ  ۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ يُرَادُ مَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي الْمِلَّةِ الْآخِرَةِ إِنْ هَٰذَا إِلَّا اخْتِلَاقٌ

ნუთუ (მუჰამმეს ამდენიღმერთები ერთ ღმერთზე ჩამოყავს? ეს ნამდვილად გასაკვირი რამეა. მათ შორის დიდებულებმა წამოჭრნენ (და თქვეს:) წადით და მოთმინებით (ეთაყვანეთთქვენს ღმერთებს. ჭეშმარიტად ეს სასურველი რამეა. (ამის შესახებ ჩვენარაფერი გვსმენია უკანასკნელი ხალხის (სჯულში) ეს მხოლო მონაგონია.[11]

უზენაესმა ალლაჰმა ურყო და გააბათილა მათი ნათქვამი:

بَلْ جَاءَ بِالْحَقِّ وَصَدَّقَ الْمُرْسَلِينَ

(ისინი ამბობენ, რომ მუჰამმეი გადარეული მელექსეაარა და (იგიჭეშმარიტებით,(ყურანითა და თევჰიდით) მოვიდა და (თანშუამავლებიც დაადასტურა.[12]

შემდეგ ალლაჰი ასე ამბობს მათ შესახებ, ვინც ლაა ილააჰე ილლელლაჰ სიტყვები აღიარა:

إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ أُولَٰئِكَ لَهُمْ رِزْقٌ مَّعْلُومٌ فَوَاكِهُ ۖ وَهُم مُّكْرَمُونَ فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ عَلَىٰ سُرُرٍ مُّتَقَابِلِينَ

(იმ მწარე სასჯელისგანგამონაკლისი მხოლო ალლაჰის გულწრფელი მსახურნი არიან. აი სწორედ მათთვისაა (სამოთხეშიცნობილი სარჩო. (ისინი ალლაჰისძღვენით სავსე სამოთხეში ტახტებზე ერთმანეთის მოპირდაპირედ (სხედან და უთვალავიხილეულია მათთვის მიძღვნილი.[13]

ებუ მუსა ალ-აშარიისგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (....) ასე ბრძანა:

إِنَّ مَثَلَ مَا بَعَثَنِيَ اللهُ بِهِ عَزَّ وَ جَلَّ مِنَ الْهُدى وَ الْعِلْمِ كَمَثَلِ غَيْثٍ أَصَابَ أَرْضًا فَكَانَتْ مِنْهَا طَائِفَةٌ قَبِلَت الْمَاءَ فَأَنْبَتَتْ الْكَلَأَ وَ الْعُثْبَ الْكَثِيرَ وَ كَانَ مِنْهَا أَجَادِبُ أَمْسَكَتْ الْمَاءَ فَنَفَعَ اللهُ بِهَا النَّاسَ فَشَرِبُوا مِنْهَا وَ سَقَوْا وَ رَعَوْا وَ أَصَابَ طَائِفَةً مِنْهَا أُخْرَى إِنَّمَا هِيَ قِيعَانٌ لَا تُمْسِكُ مَاءً وَ لَا تُنْبِتُ كَلَأً فَذَلِكَ مَثَلُ مَنْ فَقُهَ فِي دِينِ اللهِ وَ نَفَعَهُ بِمَا بَعَثَنِيَ اللهُ بِهِ فَعَلِمَ وَ عَلَّمَ وَ مَثَلُ مَنْ لَمْ يَرْفَعْ بِذَلِكَ بِذَلِكَ رَأْسًا وَلَمْ يَقْبَلْ هُدَى اللهِ الَّذِي أُرْسِلْتُ بِهِ.

ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილი სწორი გზა და ცოდნა უხვ წვიმას ჰგავს. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც წვიმის წყალს შეიწოვებს და უხვ მოსავალს იძლევა. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც უნაყოფოა, წვიმის წყალს არ შეიწოვებს და ზედაპირზე რჩება წყალი. ალლაჰი ამ წყლით ხალხს ასარგებლებს. ზოგს თვითონ სვამენ, ზოგით მინდვრებს რწყავენ და ზოგსაც პირუტყვს ასმევენ. ასევე არსებობს მიწის სხვა ნაკვეთი რომელიც არც წყალს ინახავს და არც მოსავალიანია. აი ასეთ მაგალითს წარმოადგენენ ისინი, ვინც ალლაჰის რჯულში ჩახედულია და ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილ სწორი გზითა და ცოდნით სარგებლობს, თან სწავლობს, თან სხვასაც ასწავლის და ვინც ეწინააღმდეგება ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილ სწორ გზას, ყურს არ უგდებს და არ ეთანხმება მას.[14]

IV პირობა: ქედის მოხრა

ქედის მოხრა ლაა ილააჰე ილლელლაჰ სიტყვებით მოწოდებულ რამეებზე მორჩილებით (მხოლოდ ალლაჰზე თაყვანის ცემა, მისი კანონების წინაშე ქედის მოხრა) და ამავე სიტყვებით აკრძალულისგან შორს დგომით განხორცილედება.

რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

وَمَن يُسْلِمْ وَجْهَهُ إِلَى اللَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ فَقَدِ اسْتَمْسَكَ بِالْعُرْوَةِ الْوُثْقَىٰۗ وَإِلَى اللَّهِ عَاقِبَةُ الْأُمُورِ

ვინც საკუთარი სახე[15] ალლაჰს ჩააბარა და კეთილის მქმნელია, უეჭველად იგი მტკიცე რგოლს ჩაეჭიდა და ყოველი საქმის შედეგი ალლაჰთანაა.[16]

ვინც ალლაჰის ბრძანებების მორჩილი არ არის და ქედს არ იხრის მის წინაშე ის მუვაჰჰიდი (ერთი ღმერთის მადიდებელი) ვერ იქნება. ის ვეერც მტკიცე რგოლს (ლაა ილააჰე ილლელლაჰს) ვერ ჩაეჭიდება. ეს ალლაჰის ამ აიათშია ნაგულისხმევი:

وَمَن كَفَرَ فَلَا يَحْزُنكَ كُفْرُهُ ۚ إِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ فَنُنَبِّئُهُم بِمَا عَمِلُواۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

(შუამავალო!) ვინც უარყოფს, ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება. (რადგანაც შენ პირნათლა შეასრულე შენი საქმე. განკითხვის ღეს უეჭველად) ჩვენსკენაა მათი მოსაქციელი და ვუამბობთ (დედამიწაზეთავიანთ (ყველანამოქმედარს. ჭეშმარიტად ალლაჰმა იცის, ის რაც (მათ) გულებშია.

შუამავალიც ასე ბრძანებს ამის შესახებ:

لاَ يُؤْمِن أَحَدكُمْ حَتَّى يَكُونَ هَوَاهُ تَبَعًا لِمَا جِئْت بِهِ

რომელიმე თქვენგანი მორწმუნე ვერ იქნება სანამ რითაც მოვედი (ყურანი და სუნნეთი) იმაზე მორჩილების სურვილი არ გექნება.[17]

V პირობა: სიმართლე

სიმართლე სიცრუილს ანტონიმია. როდესაც კაცი ლაა ილააჰე ილელლაჰ ამბობს მისი ენა გულს უნდა უსმენდეს და გული ენას, ორივეს ურთიერთ თანხმობით უნდა წარმოთქვამდეს ამ სიტყვებს.

რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

أَحَسِبَ النَّاسُ أَن يُتْرَكُوا أَن يَقُولُوا آمَنَّا وَهُمْ لَا يُفْتَنُونَ وَلَقَدْ فَتَنَّا الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْۖ فَلَيَعْلَمَنَّ اللَّهُ الَّذِينَ صَدَقُوا وَلَيَعْلَمَنَّ الْكَاذِبِينَ

ხალხს ეგონათ, რომ ვირწმუნეთო იტყოდნენ და გამოცდის გარეშე გათავისუფლდებოდნენ? ჭეშმარიტად ჩვენ (ფითნეებითგამოვცადეთ ისინი ვინც მათ წინ იყვნენ. და ალლაჰი გამოამჟღავნებს მათ ვინც გულწრფელნი არიან (თავიანთ რწმენაში)და გამოამჟღავნებს მათაც ვინც ცრუნი არიან (თავიანთ რწმენაში).”[18]

ვინც ლაა ილააჰე ილლელლაჰ სიტყვებს გულით არ ამბობს, ალლაჰი მათ შესახებ ასე ბრძანებს:

وَمِنَ النَّاسِ مَن يَقُولُ آمَنَّا بِاللَّهِ وَبِالْيَوْمِ الْآخِرِ وَمَا هُم بِمُؤْمِنِينَ يُخَادِعُونَ اللَّهَ وَالَّذِينَ آمَنُوا وَمَا يَخْدَعُونَ إِلَّا أَنفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ فِي قُلُوبِهِم مَّرَضٌ فَزَادَهُمُ اللَّهُ مَرَضًاوَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ بِمَا كَانُوا يَكْذِبُونَ

ხალში არიან ისეთებიც ვინც ამბობენ: ვირწმუნე ალლაჰი და დღე უკანასკნელიო, თუმცა (სინამდვილეშიეგენი არ არიან მორწმუნეები. ცდილობენ მოატყუონ ალლაჰი და ისინი ვინც ირწმუნეს. ვერ ხვდებიან, რომ ვერავის მოატყუებენ გარდა საკუთარი თავისა. სნეულებაა მათ გულებში და (კიდევ უფრო) მოუმატებს ალლაჰი მათ სნეულებას. თავიანთი სიცრუის გამო მწარე სასჯელია მათთვის.[19]

მუაზ ბინ ჯებელისგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (....) ასე ბრძანა:

ماَ مِنْ أَحَدٍ يَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ ، وَأَنَّ مُحَمَّداً عَبْدُهُ وَرَسُولُهُ صِدْقاً مِنْ قَلْبِهِ إِلاَّ حَرَّمَهُ اللهُ عَلىَ النَّارِ

არავინაა ისეთი, ვინც გულწრფელად დაამოწმოს, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი კი მისი მსახური და შუამავალია. და ალლაჰმა მისთვის ცეცხლში (შესვლა) არ აკრძალოს.[20]

VI პირობა: გულწრფელობა:

ეს საქმეების შირქისგან გაწმენდასა და გასუფთავებას გულისხმობს.

რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

أَلَا لِلَّهِ الدِّينُ الْخَالِصُ

განა ალლაჰს არ ეკუთვნის (შირქისა და ურჩობისგან შორს მყოფი), ხალისი რწმენა?[21]

ალლაჰი კიდე სხვა აიათში ასე ბრძანებს:

قُلِ اللَّهَ أَعْبُدُ مُخْلِصًا لَّهُ دِينِي

უთხარი: მე მხოლოდ ალლაჰს ვეთაყვანები, ხალისი (გულწრფელი) რწმენით.[22]

ებუ ჰურეირასგან გადმოცემის (...) მიხედვით ალლაჰის შუამავალიც (....) ასე ბრძანებს:

أَسْعَدُ النَّاسِ بِشَفاَعَتيِ مَنْ قاَلَ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ خاَلِصاً مِنْ قَلْبِهِ أَوْ نَفْسِهِ

განკითხვის ღეს ადამიანთაგან ჩემი ქომაგობით ყველაზე ბედნიერი კაცი ის იქნება, ვინც სულითა და გულით ხალისად თქვა: არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა.[23]

VII პირობა: სიყვარული

ეს გულისხმობს მათი ისყვარულს, ვინც აღიარა ეს სიტყვები, ამ სიტყვებით ნაგულისხმევ ყველა პირობას ასრულებს, ხოლო ვინც უარყო და განუდგა ამ სიტყვებს მათგან შროს დგომას.

რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

وَمِنَ النَّاسِ مَن يَتَّخِذُ مِن دُونِ اللَّهِ أَندَادًا يُحِبُّونَهُمْ كَحُبِّ اللَّهِ ۖ وَالَّذِينَ آمَنُوا أَشَدُّ حُبًّا لِّلَّهِ

ხალხში არიან ისეთებიც, ვინც ალლაჰის გარდა სხვა თანაღმერთები აიყვანეს. ისე უყვართ ისინი, როგორც ალლაჰი უნდა უყვარდეთ. ხოლო მათ ვინც ირწმუნეს უფრო ძლიერ უყვართ ალლაჰი. ნეტავ (აქვედაენახათ ცოდვილებს, რომ ალლაჰისაა მთელი ძალა უფლება, როგორც სასჯელის მიღებისას დაინახევენ (ამას). უეჭველად ალლაჰი მძიმე სასჯელის მქონეა.[24]

უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ მორწმუნეთა ალლაჰის მიმართ სიყვარული სხვების სიყვარულზე უფრო ძლიერია. რადგან მორწმუნეები ისე არ მოიქცევიან, როგორც იქცევიან მუშრიქები, ისინი ამბობენ გვიყვარს ალლაჰიო თუმცა მასთან ერთად სხვა თანაღმერთებსაც იჩენენ და ისინიც ისე უყვართ როგორც ალლაჰი. მორწმუნეები კი ალლაჰს არავის და არაფერს გაუტოლებენ სიყვარულში.

ენეს ბინ მალიქისგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (....) ასე ბრძანებს:

لاَ يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ حَتَّى أَكُونَ أَحَبَّ إِلَيْهِ مِنْ وَالِدِهِ وَوَلَدِهِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ

რომელიმე თქვენგანი მორწმუნე ვერ იქნება სანამ მე მისთვის მშობლებზე, შვილებზე და მთელ კაცობრიობაზე უფრო საყვარელი არ ვიქნები.[25]

ალლაჰმა უკეთესად იცის.

ალლაჰმა დალოცოს და სიმშვიდე მიანიჭოს მუჰამმედ შუამავალს!

მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნეჯჯიდ



[1] სურა, მუჰამმედ, 47/19- აიათი.

[2] ალლაჰის.

[3] სურა ზუჰრუფ, 43/86- აიათი.

[4] მუსლიმი.

[5] სურა, ჰუჯურათ, 49/15- აიათი.

[6] მუსლიმი.

[7] მუსლიმი.

[8] ერთმანეთს დაადანაშაულებენ.

[9] მარჯვენა ყოველთვის კარგ, კეთილსა და მართალთან ასოცირდება. აიათში ნაგულისხმევია მათი ცბიერება, როდესაც ისინი თავიანთი ოინებით ცრუს უხსნიდნენ ისე, როგორც მართალი.

[10] სურა საფფათ, 37/22-36 აიათები.

[11] სურა სად, 38/5-6-7 აიათები.

[12] სურა საფფათ, 37/37- აიათი.

[13] სურა საფფათ, 37/40*44 იათები.

[14] ბუხარი, ილიმ, 20; მუსლიმი, ფედაილ, 15.

[15] საკუთარი მე, მთელი მისი არსება.

[16] სურა, ლუყმან, 31/22- აიათი.

[17] ფეთჰულ ბაარიი.

[18] სურა ანქებუთ, 29/2-3 აიათები.

[19] სურა ბაყარა, 2/8-9-10 აიათები.

[20] ბუხარი და მუსლიმი.

[21] სურა ზუმერ, 39/3- აიათი.

[22] სურა ზუმერ, 39/14- აიათი.

[23] ბუხარი.

[24] სურა ბაყარა, 2/165- აიათი.

[25] ბუხარი და მუსლიმი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=